x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მოდური შარვლები შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან
თავდაპირველად შარვალი მხოლოდ მამაკაცებს ეცვათ, თუმცა დღეს მას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქალის გარდერობში . მათი ყოფნა ჩვენი გარდერობში- რევოლუციური ნაბიჯია არა მხოლოდ მოდის, არამედ სოციალური თვალსაზრისით.

ქალისთვის შარვალი შეუცვლელია, რაც მატებს მას მეტ კომფორტულობას, დამოუკიდებლობას და დახვეწილობას.

დიზაინერები ცდილობენ ყოველ სეზონზე დახვეწონ შარვლის ფორმა, ტექსტურა თუ ფერი, შესაბამისად იცვლება ტენდენციები და ყოველ ახალ სეზონზე, ახალი, განსხვავებული ფერისა თუ ფორმის შარვალია მოდაში .

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ, ახალი შემოდგომა-ზამთრის სეზონის, მოდურ ტენდენციებს, რომელიც დაგეხმარებათ გაანახლოთ თქვენი გარდერობი ახალი, დახვეწილი, მოდური შარვლებით.



1. ფართო შარვალი

სეზონის ძირითად ტენდენციად ითვლება ფართო შარვალი ანუ ე.წ. slacks, რომლის შეძენასაც გირჩევთ, რადგან როგორც დიზაინერები გვპირდებიან ასეთი შარვალი აქტიურობას არც გაზაფხულის სეზონზე დაკარგავს .

ყურადღება უნდა მივაქციოთ ფერებს, ძირითადად აქტუალურია პასტელური ფერები.

image

image





2.შარვალი-ბანანი

შარვალი, რომელის სწორია, გრძელდება მუხლამდე და მრგვალდება ტერფთან ეწოდება ბანანა-შარვალი. ის აქტუალური გახდა malene Birger და გერმანული მარკა windsor-ის კოლექციებიდან .

დიზაინერები თვლიან, რომ შარვლის ეს ფორმა მეტ დახვეწილობას მატებს ქალს, ისინი გვირჩევენ რუხი ფერის ბანანის ტიპის შარვლებს .
imageimage
imageimageimage



3. შარვალი სპორტულ სტილში.

გერმანული ბრენდის Dorothee Schumacher კოლექციაში წარმოდგენილი სპორტული სტილის შარვალი აქტუალურია ამ სეზონზე. დიზაინერები გვირჩევენ შავ ან ნაცრისფერი ფერის გამოყენებას, რომელსაც შევუხამებთ მოკლე მაისურს და სპორტულ ფეხსაცმელს . საერთო ჯამში ასეთი სტილის შარვალი ძალიან კომფორტულია.image

imageimage

4. ტყავის შარვალი

შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ყურადღება უნდა მივაქციოთ შარვლის ტექსტურას და მასალას. Alexander Wang და Acne Studio გვირჩევენ არჩევანი ტყავის შარვალზე შევაჩეროთ . ის ძალიან მოდურია და ქალს უფრო მექ სექსუალურობას მატებს.

imageimageimage




0
199
3-ს მოსწონს
ავტორი:მარი_ამი
მარი_ამი
199
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0