x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134482
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508536
ირლანდიური საქონლის ხორცი აშშ-ს ბაზარზე გაიყიდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ირლანდიური საქონლის ხორცი პირველად, 15 წლიანი პაუზის შემდეგ, გამოჩნდება ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე. აშშ-მა აკრძალა ევროპული საქონლის ხორცის იმპორტი გვიან 1990-იან წლებში "ძროხის ცოფის" კრიზისის გამო. ირლანდია გახდება პირველი ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელიც დაუბრუნდება აშშ-ს ბაზარს.

"ეს არის კულმინაცია ორწლიანი ინტენსიური მუშაობის, რომლითაც დავამტკიცეთ, რომ ჩვენი ხორცი არის უმაღლესი, პრემიუმ ხარისხის, " განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, სიმონ კოვენმა. მისი თქმით, ამერიკულ ბაზარზე დაბრუნება არის "უდიდესი პრიზი" თავისი მასშტაბებით და აღსანიშნავია ის, რომ ამერიკელები იხდიდნენ ყველაზე დიდ თანხას ბალახზე გაზრდილი ძროხის ხორცისთვის, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ბატონი კოვენი აღნიშნავს, რომ ირლანდიამ დიდი უპირატესობა მოიპოვა, როგორც პირველმა ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ და იგი არც ვარაუდობს იმას, რომ უახლოეს მომავალში სხვა ევროპული ქვეყნებიც დაიწყებენ საქონლის ხორცის გაყიდვას ამერიკის შეერთებულ შტატებში.

აშშ-მა შემოიტანა 4 მილიარდი ევროს ღირებულების (1.2 მილიონი ტონა) საქონლის ხორცი ბოლო წელს ისეთი ქვეყნიდან, როგორიცაა პარაგვაი. ბატონი კოვენი იმედოვნებს, რომ 2015 წელს ირლანდია გაყიდის 50-100 მილიონი ევროს ღირებულების ხორცს აშშ-ს ბაზარზე.

ირლანდიის ნაციონალური ტელევიზიაში (RTÉ) ინტერვიუს დროს, ბატონმა კოვენმაირლანდიის სოფლის მეურნეობის მინისტრი - სიმონ კოვენი განაცხადა, რომ აშშ-ს ბაზარი იძლევა უფრო მეტად "შთამბეჭდავ" შემოთავაზებას დღეს, ვიდრე მაშინ, როდესაც აიკრძალა ირლანდიური ხორცის იმპორტი - 1990-იან წლებში. აშშ იხდიდა 15 პროცენტით ნაკლებს, ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა, როდესაც დღესდღეობით ამერიკული ძროხების რაოდენობა არის ყველაზე ნაკლები, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს 1950-იანი წლებიდან მოყოლებული. ყოველწლიურად ბალახზე გაზრდილი ძროხის ხორცის ფასი 20 პროცენტით იზრდებოდა.
მოცემული შედეგი მიღწეულ იქნა იმის შემდეგ, რაც გასული წლის ივლისში აშშ-ს წარმომადგენლებმა ირლანდიაში ჩაატარეს ხორცის საწარმოო სისტემების ინსპექცია. ორწლიანი მუშაობა კი იმით დასრულდა, რომ ირლანდია განაახლებს საქონლის ხორცის შეტანას ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილეს ბაზარზე.


0
43
შეფასება არ არის
ავტორი:ამზა ჩარგაზია
ამზა ჩარგაზია
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0