x
image
მანჩო 777
ასეთ ჩაცმას ისევ გახდა სჯობს– ვარსკვლავების ყველაზე უგემოვნო კაბები 2014 წელს
ახალი წლის წინა დღეებში ბრიტანულმა გაზეთმა Telegraph გადაწყვიტა გაემხიარულებინა თავისი მკითხველი და გამოაქვეყნა ცნობილების ყველაზე საშინელ და უგემოვნო კაბებში გადაღებული ფოტოსურათების კოლაჟი. გთავაზობთ ათეულს იმ ვარსკვლავების ფოტოებისა, რომლებიც წითელ ხალიჩაზე, საზეიმო ღონისძიებებზე თუ შეხვედრებზე მეტად უცნაურ ტანსაცმელში გამოწყობილები წარსდგნენ საზოგადოების წინაშე. ნახეთ, გაერთეთ და ისწავლეთ, თუ როგორ არ უნდა ჩაიცვათ.


image



10. კეტი პერი



image

როგორც ჩანს, მომღერალმა ბებიის სკივრში ნაპოვნ ძველ ფარდას ახალი გამოყენება მოუძებნა.




9. პიკსი ლოტი


image

მქრქალი ვარდისფერი ხავერდის ბოდი ყველაზე საინტერესო ადგილზე ამოქარგული გულით და საღამური პენუარის მსგავსი ნაოჭებიანი მოსასხამი ....ღირდა კი ამ სამოსის ჩაცმა? - მითუმეტეს, რომ ის ააშკარავებს საცურაო კოსტიუმისგან დატოვებულ კვალს სხეულზე.




8. დები ჰარი


image

პანკ-როკ-დისკო-გლემ-პოპ-ვარსკვლავმა, Blondie-ის ლეგენდარულმა ვოკალისტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მას ხელეწიფება ერთდროულად ყველა სტილი. სტიუარდესის ალისფერმა პიჯაკმა საბოლოოდ შეავსო მისი კოსტიუმის

"დახვეწილი" მრავალფეროვნება.




7. გოლდი ჰოუნი


image

ცნობილი მსახიობი, რომლის სახელიც ოქროსთან ასოცირდება, ამჟამად თავიდან ფეხებამდე ვერცხლის ტყვეობაში აღმოჩნდა. სულელურმა ღამურასახელოებიანმა მოსასხამმა და და შარვლის მაგვარმა სამოსმა ის საბოლოდ აქცია კლოუნად. თუმცა აბა სხვას რას უნდა ელოდო კომედიური ჟანრის მსახიობისაგან, თან მხიარული და სიცოცხლისმოყვარული ქალისაგან, რომელსაც ზუსტად ამ დღეს შეუსრულდა 69 წელი.




6. ემბერ როუზი


image


ამერიკელმა მსახიობმა და ჰიპ-ჰოპ მოდელმა თავისი კარიერა 15 წლის წინ სტრიპტიზიორობით დაიწყო. ეტყობა, მას დღესაც შემორჩა ძველი ჩვევები და ლას-ვეგასის სტრიპტიზ-კლუბი და საქველმოქმედო საღამო ერთმანეთისაგან ვერ გაურჩევია.




5. ევანჯელინა ლილი



image


აი ევანჯელინას კი აშკარად ეტყობა, რომ მერი პოპინსის როლზე ოცნებობს. იქნებ რომელიმე რეჟისორმა შეასხას ხორცი მის ოცნებას, რომ ამის შემდეგ საზეიმო საღამოებზე ასეთ ტანსაცმელში გამოწყობილი აღარ გამოჩნდეს.




4. კეტი პრაისი


image

ბრიტანელი მოდელისა და მომღერლის ამ სამოსით უკვე ყველაფერია ნათქვამი. გასაოცარი მხოლოდ ისაა, რომ პრაისი ამავდროულად დიზაინერიცაა...




3. კიმ კარდაშიანი


image

კიმის კაბა ნათელი მაგალითია იმისა, თუ საკუთარი ღირსებების წარმოჩენის მცდელობით როგორ შეიძლება გადაიქცეთ სუსტ რგოლად.




2. ლედი გაგა


image

აბა ერთი სცადეთ და გაიხსენეთ ეპიტაჟის დედოფლის ყველაზე უცნაური კაბა... ძნელი ამოცანაა, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს ველური ანსამბლი უცნაური სამოსისა მოიპოვებს გამარჯვებას. მასში გამოწყობილი ლედი გაგა ხომ, არც მეტი, არც ნაკლები, აეროპორტში გამოცხადდა.




1. რიტა ორა


image

ეს "ჯინსების ფეიერვერკი" ნამდვილად იმსახურებს პირველ ადგილს, ხოლო ბრიტანელი მომღერალი რიტა ორა - "ანტისტილის დედოფლის" ტიტულს. ვერაფერს იტყვი, ნამდვილად ღირსეული გამარჯვებული გვყავს დღევანდელ რეიტინგში...



ვიმედოვნებ, რომ მომავალი წლისათვის ეს და კიდევ სხვა ცნობილი სახეეები კიდევ არაერთხელ გაგვამხიარულებენ თავიანთი უცნაური საქციელითა და რაღა თქმა უნდა, ექსტრავაგანტული სამოსით.

0
415
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
415
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0