x
image
მანჩო 777
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საახალწლო კერძები
ყველა ქვეყანას თავისი კულინარიული ტრადიციები აქვს. გამონაკლისი არც ახალი წელია. მოდით ერთად გადავავლოთ თვალი, თუ რას ამზადებენ ტრადიციულად მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყანაში საახალწლო სუფრისათვის. იქნებ რომელიმე კერძი თქვენც მოგეწონოთ და მომავალ ახალ წელს თქვენს სუფრაზეც აღმოჩნდეს.


image






ინგლისი


image



არცერთი ტრადიციული საახალწლო დღესასწაული ინგლისში არ ჩაივლის პუდინგის გარეშე, რომლის შემადგენლობაში შედის სალა, ფქვილი, ქიშმიში, კვერცხი და სანელებლები. სუფრაზე მიტანის წინ პუდინგს ასხამენ რომს და უკიდებენ ცეცხლს, რაც კიდევ უფრო ამაღლებს სადღესასწაულო განწყობილებას. ასევე სუფრაზე მოაქვთ ფარშირებული ინდაური ბოსტნეულთან ერთად.



ამერიკა


image


ამერიკაში ტრადიციულად ითვლება შემწვარი ინდაური, თუმცა მას ინგლისისაგან განსხვავებულად ამზადებენ. მას ამოავსებენ ყველა იმ პროდუქტით, რაც კი მაცივარში მოიპოვება: ყველი, ლობიო, ნიორი, ხახვი, შავქლიავი, ვაშლი, კომბოსტო, სოკო, სანელებლები და სხვა.



ავსტრია, უნგრეთი


image


ამ ქვეყნებში საახალწლო სუფრაზე ფრინველის მიტანა ცუდ ტონად ითვლება. აქ მცხოვრები სუევერული მცხოვრებლები ფიქრობენ, რომ თუ სუფრაზე ფრინველს მიიტან, ბედნიერება მასთან ერთად გაფრინდება. ავსტრიაში სუფრაზე მიაქვთ შნიცელი, შტრუდელი, ტრადიციული თევზის სალათი ავსტრიულად. უნგრეთში ამზადებენ ტრადიციულ ბეიგლებს-ყაყაჩოსა და თხილის რულეტებს.



დანია, შვეცია


image


დანიელების მთავარ ტრადიციულ საახალწლო კერძად ითვლება ვირთევზა. ეს კერძი კეთილდღეობისა და ბედნიერების სიმბოლოა. შვედების საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ლუტეფიქსი-თევზის კერძი გამხმარი ვირთევზასაგან.



გერმანია


image


გერმანელების საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტი და სიმბოლოა ქაშაყი. აქ თვლიან, რომ ქაშაყი აუცილებლად მოუტანთ ბედნიერებას და წარმატებას. ასევე ტრადიციულ კერძად ითვლება Sauerkraut-მოშუშული კომბოსტოს მარინადი სოსისთან ერთად, Eisbein-მოხარშული ღორის კანჭი და რაღა თქმა უნდა, ყველანაირი ძეხვეული.



ისრაელი


image


აღსანიშნავია, რომ ისრაელში ახალ წელს სექტემბერში აღნიშნავენ. საახალწლო სადღესასწაულო სუფრას ებრაელებისათვის თავისი წესები აქვს. მთავარი წესია-მწარე, ცხარე, მჟავე და მარილიან კერძებს აქ ვერ ნახავთ. სუფრა იშლება ტკბილი კერძებით. აქ აუცილებელია იყოს თაფლი, ბროწეული, ფინიკი, ვაშლი. ხალას-ტრადიციულ ებრაულ კერძს ასხამენ თაფლს-ესე იგი ებრაელები ახალ წელს ტკბილად ეგებებიან.



ჰოლანდია, საფრანგეთი


image


ჰოლანდიელების სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლად ნახავთ ფრიტიურში შემწვარ მარცვლეულს და ფუნთუშებს. საფრანგეთში ახალი წლის სუფრა წარმოუდგენელია შემწვარი წაბლის, ხამანწკების, ლამაზად გაფორმებული ბატის პაშტეტის, ბუტერბროდების და რაღა თქმა უნდა, ფრანგული ღვინის გარეშე



პოლონეთი


image


ტრადიციული პოლონური საახალწლო სუფრა აუცილებლად უნდა შედგებოდეს 12 კერძისაგან. ძველი პოლონური ტრადიციის მიხედვით, კურანტების რეკვის დროს აუცილებლად უნდა შეჭამო ქაშაყის ნაჭერი, ამასთანავე ითვლება, რომ რაც უფრო ცხარეა ქაშაყი, მით უფრო იღბლიანი იქნება ახალი წელი.



რუმინეთი, ბულგარეთი


image
სხვა მრავალ ტრადიციულ კერძებთან ერთად აუცილებლად გასინჯავთ განსაკუთრებულ ღვეზელს. მისი განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ რომელიმე სტუმარს აუცილებლად შეხვდება მონეტა ან მარცვალი, რომელიც ღვეზელში იყო დამალული. ამ ნაპოვნის იღბლიანი მფლობელი მომავალ წელს აუცილებლად დაქორწინდება.



იაპონია


image


30 დეკემბერს წინასადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს მოტი-მოხარშული ბრინჯისაგან დამზადებული პატარა ღვეზელები, რომელსაც უმატებენ ხილს და თავზე ქუნჯუთს აყრიან. სუფრაზე მოაქვთ აგრეთვე გრძელი ატრია. ამბობენ, რომ რაც უფრო გრძელია ის, მით უფრო დიდხანს იცოცხლებენ სუფრის წევრები. სუფრაზე დევს აგრეთვე ზღვის კომბოსტო, შემწვარი წაბლი, ბარდა, მოხარშული თევზი-აქაურები თვლიან, რომ ეს კერძები ბედნიერების, ჯანმრთელობის, წარმატებისა და სიმშვიდის მომტანია.



საქართველო


image


და ბოლოს ჩვენი სამშობლო-საქართველო. ყველა თქვენგანმა იცის, თუ როგორია საახალწლო სუფრა საქართველოში. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანის სუფრაზე აუცილებლად იყო საცივი, ხაჭაპური, ჩურჩხელა და რაღა თქმა უნდა, ტრადიციული ქართული ნუგბარი - გოზინაყი.


ყველას გილოცავთ ახალ წელს და სიტკბოს, სიხარულს, წარმატებებს და ოცნებების ასრულებას გისურვებთ!






5
1980
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1980
  
2015, 1 იანვარი, 13:46
აბა ქათამი აღარ მინდა:D:D
2015, 1 იანვარი, 13:20
ტკბილეულობის მსუნაგო;D
2015, 1 იანვარი, 13:19
ავსტრია უნგრეთი :P
2015, 1 იანვარი, 13:18
შენ რომელი მოგეწონა?
2015, 1 იანვარი, 13:16
კარგი მენიუ აქვთ არაუშავს:)
0 1 5