x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134331
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
ტრადიციული საახალწლო ტკბილეული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
ალბათ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ახალი წელი მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. ამ დღეს ყველა ოჯახში განსაკუთრებული სუფრა იშლება, შესაბამისი ტრადიციული კერძებით და დესერტებით. ამჯერად სწორედ დესერტებზე შევჩერდებით და წარმოგიდგენთ სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ საახალწლო/საშობაო ტკბილეულს.

1. საფრანგეთში შობა წარმოუდგენელია ტრადიციული რულეტის "Bûche de Noël"-ის გარეშე. მას გადაჭრილი მორის ფორმას აძლევენ და საშობაო მოტივებზე რთავენ.


image



საშობაო სუფრაზე გვხვდება ასევე კროკემბუში (Croquembouche) - პატარა, ხრაშუნა შუებისგან აწყობილი კონუსისებრი ფორმის ნამცხვარი.

image


2. იაპონიაში ზუსტად 30 დეკემბერს ამზადებენ ტრადიციულ საახალწლო დესერტს, ბრინჯის ორცხობილებს, კრემის ან ხილის გულსართით, რომელსაც mochi-ს უწოდებენ.

image


3. იტალიაში საახალწლოდ აცხობენ ე.წ. პანეტონეს - ქიშმიშით, ცუკატებით და შოკოლადით გამდიდრებულ კექსს, რომელიც ძალიან ჰგავს სააღდგომო კულიჩს.

image


4. ჰოლანდიასა და ბელგიაში ახალ წელს ორცხობილებითა და ვაფლებით ხვდებიან. ვაფლს საფუარიანი ცომით ამზადებენ და ხილით, ჯემით ან ნაღების კრემით რთავენ.

image


5. ავსტრიაში 31 დეკემბერს ტრადიციული ავსტრიულ შტრუდელს ამზადებენ ვაშლის, დარიჩინის და ნიგვზის გულსართით.

image


6. გერმანიაში საშობაოდ აცხობენ ჯინჯერის (კოჭა) თაფლაკვერის სახლს, რომელსაც ახალ წლამდე ინახავენ.

image


ამასთან ერთად, შობის დღესასწაულზე აცხობენ სპეციალურ თაფლაკვერებს, სახელწოდებით "Lebekuchen".


image



7. ბულგარეთში საახალწლოდ აკეთებენ დიდ ღვეზელს დარიჩინიანი და ლიმნიანი ფენოვანი ცომისგან, რომელშიც ათავსებენ მონეტას. თუ ჭამის დროს მონეტა შეგხვდებათ, ესე იგი ამ წელს სიმდიდრესა და კეთილდღეობაში გაატარებთ.

image


8. ინგლისში ახალ წელს ცეცხლოვანი პუდინგით (Plum pudding) ხვდებიან, რომელსაც სუფრაზე მიტანის წინ კონიაკს ან რომს ასხამენ და ცეცხლს უკიდებენ.

image


9. ბერძნები საახალწლოდ თხილმოყრილ თაფლიან ორცხობილას, მელომაკარონას და ნუშის ორცხობილას, კურაბიედესს აცხობენ.



imageimage

10. ტრადიციული ესპანური საშობაო ნუგბარი არის ტურონი - თაფლით, კვერცხის ცილითა და თხილით დამზადებული ნუგა.


image




მე კი ჩვენი, ქართველების ტრადიციული და საყვარელი გოზინაყით მოგილოცავთ დამდეგ ახალ წელს!


image

4
750
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
750
  
2014, 30 დეკემბერი, 17:18
პირველი და მეორეეეეე
2014, 29 დეკემბერი, 23:57
შტრუდელს ჩვენთანაც დააგემოვნებ, მაგრამ აი ავსტრიაში არა და, გერმანიაში გამასინჯეს და რაღაც ზღაპრული გემო ჰქონდა
2014, 29 დეკემბერი, 23:51
დიდი მადლობა:)
გეთანხმები, საინტერესო და სახალისო იდეაა :)
2014, 29 დეკემბერი, 23:47
რა საინტერესო სტატიაა ნათია :) ძალიან მომეწონა ბულგარეთის მონეტიანი ღვეზელის იდეა :)
0 1 4