x
image
დონ ჟუან
მე და ღამე

image“მე და ღამე"-ეს ლექსი ერთ-ერთია იმ ნაწარმოებთაგან, რომელშიც მძაფრად ვლინდება გალაკტიონის მარტოსულობისადა სულიერი ობლობის ტრაგიზმი. გარკვეული გრძნობები და განცდები ყველას გვაქვს, თუმცა ყველას როდი შეუძლია მათი სიტყვებით გამოხატვა. რომც ვცადოთ ამას დიდი ძალისხმევა ჭირდება, გალაკტიონი კი ამის გაკეთებას განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე ახერხებს. ლექსში მკაფიოდ არის გამოხატული ლირიკული განცდა და გულწრფელობა... გალაკტიონი ყველგან და ყოველთვის მარტო იყო, ლექსის მიხედვით, პოეტი მარტოსულობასთან უკვე შეგუებულია და, შეიძლება ითქვას, შეყვარებულიც კი ჩანს...
ადამიანი ღამით, თითქოს, უფრო რომანტიკული, უფრო ფაქიზი ხდება, ღამეს უმჟღავნებსთავის ზრახვებსა და განცდებს. არის ისეთი მომენტი, როდესაც ზოგიერთი ადამიანი მარტოობით ტკბება და ღამეც მისთვის საყვარელია.
ღამის მიმართ ასეთ განსაკუთრებულმა დამოკიდებულებამ შეუზლებელია არ გაგვახსენოს ილიას “მგზავრის წერილები", რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება. ილიას ღამე მიაჩნია ყოველგვარი უბედუტრებისა და უმექმოდების დასაწყისად, რომ ღამე არის “ხელის შემწყობი იმ ხელობისა, რომელსაც თვალთმაქცობას ეძახიან და რომელიც ადამიანის დამფრთხალ გონებასა უბედურებას ბედნიერაებად აჩვენებს ხოლმე".
პოეტი ახდენს ბუნების პერსონიფიკაციას. “სარკმლით მონაქროლი სიო", რომელიც პოეტს “ველთა ზღაპარსეუბნება", ლურჯ სვეტებით დასერილი “მტრედისფერი ცა", მთვარის “ვერცხლისფერ საბანში" გახვეული არემარე და ნიავის შემოქროლვით ატოკებული იასამანი ბუნების მშვენიერებას აცოცხლებს მკითხველის წარმოსახვაში.
“რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული", გალაკტიონი იმდენად მარტოსული გახლდა, განსაკუთრებული და თავისებული, რომ მასთან დაახლოება და გაშინაურება, თუნდაც შეცნობა შეუძლებელი იყო.
ვერც ტკბილი, არხეინად ძილი, ვერც ღვინით სავსე თასი, ვერც ქალის ხვევნა და ალერსი ვერ ჩასწვდება მისი გულის საიდუმლოს. მხოლოდ ღამემ “სარკმლელში მოკაშკაშემ", “თეთრმა ღამემ" იცის მისი მარტოსულობის, უძილობისა და სულიერი ობლობის ყველა საიდუმლო თუ მიზეზი.

1
5554
6-ს მოსწონს
ავტორი:დონ ჟუან
დონ ჟუან
5554
  
2015, 10 იანვარი, 16:35
ჩემი უსაყვარლესი პოეტი გალაკტიონი მართლაც ჩვენი ქვეყნის სიამაყეა. მისი შემოქმედება მართლაც ღირსეული და ცხოვრებისეულია .. მე ვფიქრობ,რომ მისი შემოქმედება უფრო ფართო მაშტაბით უნდა გაიცნონ და გახდნენ ამ მარადისობის მონაწილე,რასაც გალაკტიონი გრძნობდა და ლექსებით გადმოცემდა
0 1 1