x
ინტერნეტ მედიის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში



ციფრული ტექნიკის განვითარებასთან ერთად უფრო იზრდება და ადვილად ხელმისაწვდომი ხდება მასმედიის შესაძლებლობები. თანამედროვე საზოგადოებაში ამ საშუალებათაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ინტერნეტი. ეს კი გულისხმობს მასობრივი კომუნიკაციის ყველა იმ საშუალებას, რომელიც ელექტრონულინ სახით გვხვდება ქსელში. სხვანაირად მას “ინტერნეტული მასმედია“ ეწოდება.
საზოგადოება დღითიდღე ვითარდება, რაც პირველ რიგში ცოდნის დაგროვებას უკავშირდება. ჩვენ ყოველ დრე ვცდილობთ მივიღოთ ახალი გამოწვევები და ამის ხარჯზე დავზოგოთ საკუთარი დრო. თანამედროვეობის მიღწევები კი ამის უდიდეს შესაძლებლობას გვაძლევს. სწორედ ამის ნათელი მაგალითია ინტერნეტ მედია, სადაც ბეჭვდითი და სამაუწყებლო მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები ძირითადად
ელექტრონული წიგნების, გაზეთებისა და ჟურნალების სახითაა წარმოდგენილი. ინტერნეტ მედიის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია მყისიერად გაეცნოს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მომხდარ უახლეს ფაქტებს, მიიღოს მისთვის სასურველ თემატიკაზე შექმნილი, დაწერილი ნებისმიერი მედია ინფორმაცია. ეს საკმაოდ მოსახერხებელი
და ეფექტური მეთოდია დროის მოკლე მონაკვეთში სასურველი ინფორმაციის მიღებისა და თვალსაწიერის გაფართოების. სწორედ ოპერატიულობა წარმოადგენს ინტერნეტ მედიის, ისევე როგორც თავად ინტერნეტის მთავარ ღირსებას.
თანამედროვე მსოფლიოში, ინტერნეტ მედიის როლი შეუცვლელია ხდება. იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ინტერნეტის მომხმარებელია, შესაბამისად ამ კატეგორიას ურჩევნიათ საურველი ინფორმაცია, სწორედ ინტერნეტის საშუალებით მიიღონ და არ დახარჯონ დრო სხვადასხვა გაზეთის თუ ჟურნალის საყიდლად ან თუნდაც ტელევიზორის ყურებაში. ინტერნეტის მსოფლიო სტატისტიკის მონაცემებით, 1995 წლისთვის ინტერნეტის
მომხმარებელთა საერთო რაოდენობა, მსოფლიოს მოსახლეობის 0.4%-ს შეადგენდა, 2011 წელს კი – უკვე 30%-ია. ამრიგად, სულ რამდენიმე წელიწადში, ინტერნეტი მილიონობით ადამიანისთვის ინფორმაციასთან წვდომის უნივერსალურ წყაროდ იქცა – ყველგან და ყოველთვის.
იქიდან გამომდინარე რომ ინტერნეტ მედია საზოგადოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინტერესის ობიექტს წარმოადგენს, დღითიდღე მატულობს ასეთი პროდუქციის
რიცხვი. დღეს უამრავი საიტი არსებობს, რომელიც თითქმის იგივე პრინციპებზეა აგებული რაზეც თუნდაც გაზეთები, ტელევიზია და სხვა მედია საშუალებები.
მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ჩვენგანისთვის ცხადია თუ რამდენად მომგებიანია ინტერნეტ მედიის საშუალებით ჩვენი ცოდნის გაფართოება, ხშირად მაინც გავავიწყდება ინტერნეტის ეს ნამდვილად დასაფასებელი ღირსება და მხოლოდ გართობისთვის ვიყენებთ ინტერნეტს. ეს კი დადებითად არ მოქმედებს ადამიანის არც ჯანმრთელობაზე და არც არაფერ ღირებულს ვსწავლობთ. ამიტომ მნიშვნელოვანია ვაკონტროლოთ საკუთარი თავი. თუკი ინტერნეტს გააზრებულად მივმართავთ იმისთვის რომ სასურველი ინფორმაცია მოვიძიოთ მაშინ აღარ უნდა გადავერთოთ სხვა საკითხებზე და ვცადოთ რაც შეიძლება სარფიანად გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგის ეს მნიშვნელოვანი ღირსება.
საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერნეტ მედია საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთი დღესაც ტრადიციულ ინფორმაციის მიღების წყაროდ მაინც ტელევიზორს ასახელებს, აღინიშნება თანამედროვეობის გავლენა და შესაბამისად ინტერნეტმედიის როლიც დღითიდღე იზრდება.
დღეს საკმაოდ აქტუალური და ხშირად განხილვადია თემა თუ რამხელა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ის ტენდენცია რომ დღეს ინტერნეტ მედია ანაცვლებს მასმედიის ტრადიციულ საშუალებებს. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რომ ყველაფერს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე. მთავარია თავად გავაკეთოთ სწორი არჩევანი და ადამიანის გონების ასეთ შედეგებს გავუფრთხილდეთ, კვლავ საკუთარი განათლებისა და წინსვლისთვის გამოვიყენოთ.















0
900
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკატერინე ლაზარაშვილი
ეკატერინე ლაზარაშვილი
900
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0