x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ნარკომანია- თანამედროვეობის მტკივნეული პრობლემა



ნარკოტიკი ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და გამაბრუებელს
ნიშნავს. ნარკოტიკების წარმოშობისა და გავრცელების ისტორიას რამდენიმე ათასწლეულს მიღმა მივყავართ. მის წარმოშობას ავღანეთს უკავშირებენ, საიდანაც დაახლოებით 6000 წლის წინ მცენარე კანაფი შეიტანეს ჩინეთში, მაშინ ამ მცენარეს თოკის დასამზადებლად და სამკურნალო საშუალებად იყენებდნენ. ძირითადად რევმატიზმის, მალარიის, შეკრულობის დროს. დროთა განმავლობაში ჩინეთში კანაფის ნარკოტიკულ ეფექტის შესახებაც მიიღეს ინფორმაცია, მაგრამ მისით გამოწვეული არამოტივირებული, უადგილო სიცილის შეტევები არ შეესაბამებოდა ჩინურ ფილოსოფიას და ამიტომ მან ნარკოტის სახით ჩინეთში ფეხი ვერ მოიკიდა.ასევე
უძველესი პერიოდიდან კაცობრიობისთვის ცნობილია საძილე ყაყაჩო. მისი გამოყენება საძილე საშუალებად შუა აღმოსავლეთში დაიწყეს – საკვების მომზადებისას, აგრეთვე გაუტკივარების მიზნით. შუმერულ ჩანაწერებში (IV-III ათასწლეული ჩვ. ერამდე) იგი მოხსენიებულია როგორც “მალხენი მცენარე“. 1903 წლამდე მედიცინაში იყენებდნენ თვითონ მცენარეს, მოგვიანებით კი გერმანელმა აფთიაქარმა ცენტურნერმა ყაყაჩოსგან გამოჰყო ძირითადი ალკალოიდი, შეისწავლეს მისი თვისებები უწოდეს მორფინი. მითიური ღმერთის – მორფეუსის პატივსაცემად. შპრიცის გამოგონების შემდეგ, მორფინის კანქვეშ შეშხაპუნების მეთოდმა ფეხი მოიკიდა თერაპიაში, რამაც სამწუხაროდ დააჩქარა მორფინიზმის, როგორც ნარკომანიის ერთ-ერთი ფორმის გავრცელება.
გერმანელმა ფარმაცევტმა დრეზერმა, რომელიც პრეპარატ ასპირინის ავტორი გახლდათ 1898 წელს, მიიღო მორფინზე გაცილებით ძლიერი მოქმედების და ჯანმრთელობისთვის ბევრად უფრო მავნე ნარკოტიკი. მის მიერ მიღებული პრეპარატი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ “ჰეროიკული“ შესაძლებლობების მქონე საშუალებად მიიჩნიეს და აქედან გამომდინარე ჰეროინი უწოდეს. თავდაპირველად აღნიშნული პრეპარატი ფართოდ გამოიყენებოდა სხვადასხვა დაავადების, მათ შორის მორფინიზმის სამკურნალოდ, მაგრამ პაციენტების მიჩვევისა და დამოკიდებულების განვითარების გამო, იგი მალევე ამოიღეს ხმარებიდან. არსებობს ცნობილი ექიმისა და ფილოსოფოსის, ავიცენას მიერ გამოწერილი რეცეპტი ოპიუმის შემცველ სამკურნალო საშუალებაზე, სადაც იგი მიუთითებს, რომ ამ წამლის ხანგრძლივი გამოყენებამ შეიძლება მიჩვევა გამოიწვიოს. ეს დაახლოებით მე-11 საუკუნის რეცეპტი, ფაქტობრივად პირველი სამედიცინო დოკუმენტია, რომელიც ამტკიცებს, რომ ექიმები ამ პერიოდიდან ცდილობდნენ, წინ აღდგომოდნენ ოპიუმზე დამოკიდებულებას. ოპიუმის ბედი ძალიან საინტერესოა ჩინეთში, რადგან როგორც უკვე
ავღნიშნეთ, ეს ქვეყანა საკმაოდ უწევდა წინააღმდეგობას მსგავსი სახის პრეპარატებს. ქვეყანაში ოპიუმის ძირითადად ინდოეთიდან შედიოდა, რასაც ინგლისელები საკმაოდ უწყობდნენ ხელს. XIX საუკუნეში ოპიუმის მოწევა ჩინეთში არნახული მასშტაბის უბედურებად იქცა. ჩინეთის მთავრობა ამ ფაქტით შეშფოთებული,
მუდამ ეძებდა გამოსავლის გზებს და 1839 წელს დაიწყო პირველი შეიარაღებული კონფლიქტი, ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის. ეს კონფლიქტი საკმაოდ სერიოზული სახის იყო და 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ პერიოდში ჩინეთის მთავრობამ, გაანადგურა საკუთარ ქვეყანაში არსებული დიდი რაოდენობით ოპიუმის შემცველი ტვირთი, რომელიც ბრიტანელ ვაჭრებს ეკუთვნოდათ. ამ კონფლიქტს სხვანაირად “ოპიუმის ომსაც“ უწოდებენ. ამის შემდგომ აღნიშნული პრეპარატის როგორც მიწოდება ასევე მოხმარებაც საკმაოდ შემცირდა. მე-20 საუკუნეში კი ჩინეთში სასტიკად აიკრძალა ოპიუმით ვაჭრობა. ჩინეთიდან კი ოპიუმმა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში შეაღწია. ოპიატების სწრაფ გავრცელებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ მე-19
საუკუნის დასაწყისში მეცნიერმა ფრიდრიხ ვილჰელმ სერტიურნერმა ოპიუმისგან კრისტალური სახით გამოყო თეთრი ნივთიერება მორფიუმი– სწორედ ის განაპირობებდა ოპიუმისთვის დამახასიათებელ საძილე და ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს.
მორფიუმმა უამრავი ხალხი იხსნა სიკვდილისა და მტანჯველი ტკივილისგან,
თუმცა მილიონობითვე ადამიანი მორფინიზმით – ნარკომანიის ერთ-ერთი მძიმე ფორმით– დააავადა.
მაშინ როდესაც ესპანელებმა ინკების ქვეყანა დაიპყრეს, შენიშნეს ადგილობრივთა უცნაური ჩვევა. ინდიელები ერთ-ერთი მცენარის კოკას ფოთლებს ღეჭვდნენ. მოგვიანებით ესპანელებმა გადაწყვიტეს რომ ინდიელებისათვის ამ ტრადიციის შენარჩუნება მათთვის მომგებიანი იქნებოდა. ამის შემდგომ ისინი მუშებს ხელფასს კოკას ფოთლებით უხდიდნენ. მოგვიანებით კოკას ფოთლებიდან გამოყვეს ალკალოიდი, რომელსაც კოკაინი უწოდეს. ესპანეთის მეფე ფილიპე მეორემ ამის საწინააღმდეგოდ კანონიც კი გამოსცა, მაგრამ კოკა მაინც ელვის სისწრაფით გავრცელდა. მისი მასობრივი წარმოება კი მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან დაიწყო. ექიმებმა სცადეს კოკაინის მორფინიზმის საწინააღმდეგო საშუალებად გამოყენება, მაგრამ ამ გზით გაჩნდა ახალი სახესხვაობა კოკაინიზმი, აღმოჩნდა რომ მათი ვარაუდი ვერ
გამართლდა და პირქით უარყოფითი შედეგიც კი მოიტანა რადგან კოკაინიზმი ბევრად უფრო საშიში გამოდგა, ვიდრე ის დაავადება, რომელსაც ებრძოდნენ. 1886 წელს სწორედ ზემოთ ხსენებული კოკაინის მეშვეობით მიიღეს ცნობილი გაზიანი უალკოჰოლო სასმელი “Coca-Cola“. მოგვიანებით კოკაინი ამოიღეს ამ სასმელის რეცეპტიდან.
კანაფი ანუ კანაბისი. იგი ერთწლიანი და ორსქესიანი მცენარეა, რომლის ყვავილი შეიცავს როგორც ბუტკოს ასევე მტვრიანას, სწორედ ამის გამო ეწოდება მას ორსქესიანი. კანაბის ფოთლები მსხმოიარე და ყვავილოვან ყლორტებს შეიცავს. ფსიქოაქტიურ ნივთიერებას ტეტრაჰიდროკანაბინოს. ცნობილია კანაფის სამი სახეობა: ჩვეულებრივი კანაფი, ინდური კანაფი და ველური კანაფი. ეს რაც შეეხებოდა მოკლედ ისტორიულ
ინფორმაციას, ნარკოტიკების სხვადასხვა სახეობის წარმოშობის და მათი დანიშნულების
შესახებ. ახლა კი ზოგადად, კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ იმას რომ ნარკოტიკულ
საშუალებებს მედიცინაში ძირითადად ტკივილის გამაყუჩებელ, საძილე საშუალებად იყენებენ. იგი აერთიანებს როგორც მცენარეული წარმოშობის ასევე თავად
ადამიანის მიერ მიღებულ ქიმიურ ნივთიერებებს. ნარკოტიკი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა, რაც იმაში გამოიხატება, რომ იგი მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ცვლის ადამიანის გუნება-განწყობილებას, გრძნობებს, აღქმის უნარს ასევე მის ქცევებს. სისტემატურად მიღების შემთხვევაში ორგანიზმი უკვე ეჩვევა ამ ნივთიერებას და ჩვეულებრივ ნივთიერებათა ცვლის შემადგენელ ნაწილად იქცევა. ადამიანის ორგანიზმის ამ თვისებას “ტოლერანტობა“ ეწოდება. შეგუების შემდგომ კი არსებული დოზა პერნამენტულად გამოიყენება და შესაბამისად ნარკოტიკის ეფექტიც სუსტდება.ამ დროს ადამიანი თუ კვლავ მასზეა დამოკიდებული და არ ცდილობს განკურნებას, მაშინ “სასურველი“ შედეგის მისაღწევად აუცილებელი ხდება დოზის გაზრდა. სწორედ ამ პროცესს რომელიც დროთა განმავლობაში ფატალურ შედეგებს იღებს “დამოკიდებულების“ ჩამოყალიბება მოჰყვება. დამოკიდებულება მიჩვევის გამოვლინებაა და გულისხმობს, როდესაც ადამიანი თავს კარგად გრძნობს მხოლოდ შესაბამისი ნარკოტიკული საშუალების მიღებისას.
ორგანიზმისთვის ნარკოტიკის მიღება საკმაოდ შემაწუხებელია როგორც ფიზიკური ისე ფსიქიკური მდგომარეობისთვის. ზოგჯერ მისი საზღვრები იმდენად იზრდება რომ ფატალურ შედეგებამდე მიყავს მომხმარებელი. სერიოზული საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს. ასეთ დაძაბულ ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობას მედიცინაში “აღკვეთის სინდრომი“ ეწოდება. საზოგადოებაში კი უფრო ცნობილია “ლომკის“ სახელით. იქიდან გამომდინარე რომ ნარკოტიკები საკმაოდ განსხვავებულია
როგორც შემადგენლობით ასევე ადამიანზე მოქმედებითაც ისინი შეიძლება თვისებების
მიხედვით სამ ჯგუფად გამოვყოთ: ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტები - მასშიერთიანდება ის ნივთიერებები რომლებიც ნერვული სისტემის აქტივობას თრგუნავს. მაგალითად ოპიუმის ჯგუფის საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები, ალკოჰოლი. ასეთი ნივთიერებების ჭარბი გამოყენება იწვევს ცნობიერების დაკარგვას, კომას, ღვიძლის ციროს, ორგანიზმის გამოფიტვას და შესაძლოა სიკვდილიც.ცენტრალური ნერვულ სისტემის სტიმულატორები - ნივთიერებები რომლებიც ნერვულ სისტემაზე გამააქტიურებელ ზემოქმედებას ახდენენ. ასეთებია მაგალითად კოკაინი, კოფეინი და ნიკოტინი. მათი ჭარბი რაოდენობით მიღება
იწვევს ინსულტს, გულყრას და გონების დაკარგვას.ჰალუცინოგენები - ნივთიერებები რომლებიც იწვევენ ჰალუცინაციებს. ასეთებია მაგალითად: მარიხუანა, ექსტაზი, ელესდე (LSD) ასევე სხვადასხვა ტოქსიკური ინჰალაციები (წებო და საყოფაცხოვრებო ქიმიის სხვა პროდუქტები).
გარდა ზემოთ უკვე ნახსენები ნარკოტიკული საშუალებებისა, ასევე ცნობილი და საკმაოდ გავრცელებულია ე.წ კუსტარული ნარკოტიკი როგორებიცაა: “ნიანგი“, “ვინტი“ და “ჯეფი“ ისინი დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და მეტიც, საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს.
მათგან “ნიანგი“ გაცილებით ადრე იწვევს მასზე დამოკიდებულებას, ვიდრე “ჯეფი’’ და “ვინტი“. დამზადებისას მისი კონცენტრაცია ნაკლებად კონტროლირებადია და შესაბამისად მოხმარებისას ხშირია ზე-დოზირების ფაქტები. ე.წ “ნიანგის“ მოხმარება იწვევს შემდეგ სომატურ გართულებებს: ზედაპირული და ღრმა ვენების ტრომბოფლებიტები, ჩირქოვანი წყლულები, სეფსისი, სისხლის მიმოქცევის მოშლა, განგრენა და შესაბამისად კიდურების ამპუტაცია,
ძნელად შეხორცებადი ჭრილობები, ქსოვილების დესტრუქცია, ძლიერი არტერიული სისხლდენები, რაც ხშირად პაციენტის სიკვდილის მიზეზი ხდება, ტოქსიური ჰეპატიტი, ტოქსიური კარდიომიოპატია და პოლიორგანული უკმარისობა.
“ვინტი“ დამღუპველად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მასში შემავალი ეფედრონი ძლიერი, მაგრამ ხანმოკლე მოქმედებით გამოირჩევა, რის გამოც დღის მანძილზე მისი მოხმარება რამდენჯერმე ხდება. მისი გამოყენებისას მომხმარებელს უვითარდება ძლიერი მოუსვენრობა, რომელიც ხშირად პანიკაში გადადის, ძლიერი თავის ტკივილი, ტაქიკარდია, მომატებული ოფლიანობა, არტერიული წნევის მომატება, მხედველობის, მეხსიერებისა და აზროვნების დაქვეითება.
“ჯეფი’’, ისვე როგორც “ვინტი“ ძირითადად ნერვულ და
გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედებს და აღგზნებას იწვევს.ამ ნარკოტიკის ხსნარში მძიმე ლითონის, მანგანუმის არსებობა თავის ტვინის მძიმე დაზიანებას იწვევს, რადგან როგორც ცნობილია მანგანუმი ნეიროტროპული შხამია და მისი მოხმარებით გამოწვეული შედეგები შეუქცევადია. როგორც მივხვდით, კუსტარული სახის ნარკოტიკს დროის მოკლე მონაკვეთში ჩვეულებრივი ნარკოტიკული საშუალებებისგან განსხვავებით საკმაოდ ფატალური შედეგების მოტანა შეუძლია რადგან იგი მთლიანად ორმაგად საფრთხეს შეიცავს.ერთის მხრივ მისი შემადგენელი ნივთიერებები უმეტეს წილად დამღუპველია ჯანმრთელობისთვის დამზადებამდეც და ასევე მისი დამზადების წესის დარღვევის შემთხვევაში დიდი ალბათობაა არასწორი მოხმარებისა. ამიტომ ბევრი ექსპერტი მიიჩნევს რომ საჭიროა მომხმარებელს ჩაუტარდეს მოტივაციური კონსულტაციები, რომ გადავიდეს ნარკოტიკების მოხმარების შედარებით უსაფრთხო ფორმაზე, უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, თუ რას მოუტანს მოხმარების გაგრძელება,
სასურველია კონსულტაციის გავლა სპეციალისტთან. მომხმარებელმა უნდა გააცნობიეროს, რომ მხოლოდ კუსტარული ნარკოტიკის მოხმარების შეწყვეტა შეუნარჩუნებს ჯანმრთელობას. კუსტარული წესით დამზადებული პრეპარატების სისტემური მომხმარებელი ნაადრევად ამთავრებს სიცოცხლეს ან უკეთეს შემთხვევაში სამუდამოდ ინვალიდის ეტლს ეჯაჭვება. იმ შემთხვევაში თუ მცდელობის მიუხედავად, მომხმარებელი მაინც განაგანაგრძობს კუსტარული ნარკოტიკის მომხმარებას, სასურველია გარკვეული უსაფრთხოების ზომები დაიცვას, კერძოდ: ყურადღებით დაამზადოს საინექციო ხსნარი და კარგად გაასუფთავოს. იცოდეს საკუთარი ტოლერანტობის ხარისხი (დოზა), არ გამოიყენოს რამდენიმე წამალი ერთდროულად და ეცადოს წამლის მიღებისას არ იყოს მარტო.
მნიშვნელოვანია ასევე დღევანდელი მდგომარეობა ნარკოტიკების მხრივ. ერთიანობაშოი რომ ავიღოთ მსოფლიოში საკმაოდ რთული სურათია მიუხედავად იმისა რომ ნარკოტიკული საშუალებები რიგ ქვეყნებში სასტიკადაა აკრძალული. როგორც მონაცემებიდან ჩანს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ყოველდღიურად, მილიონობით ადამიანი ორგანიზმს ნორკოტიკული საშუალებების მიღებით იწამლავს. მაგრამ აქ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არსებობს როგორც ლეგალური, ისე არალეგალური ნარკოტიკული საშუალებანი.ყოველდღიურად მოხმარებადი ერთი
შეხედვით უწყინარი საშუალებები ჩაი, ყავა და თუნდაც ჭიქა ღვინო შესაძლოა მნიშვნელოვან მასტიმულიერბლად ჩაითვალოს რიგ შემთხვევებში და ისეთივე შედეგი გამოიწვიოს როგორც მაგალითად სხვა ნარკოტიკულმა საშუალებებმა, რომლებიც
არალეგალურად ითვლება მსოფლიოს უმეტეს ნაწილში. მიუხედავად იმისა რომ,
კოფეინი და მისი შემცველი ნივთიერებანი, მსუბუქ ნარკოტიკად ითვლება, მაინც ხშირია შემთხვევები რომ მისი მოხმარება ადამიანის ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას მკვეთრად
აფერხებს. ნიკოტინის მსგავსად, კოფეინიც ალკალოიდური ქიმიური ნივთიერებაა. ის
აღმოჩენილია არა მარტო ჩაის ფოთლებსა და ყავის მცენარის ნაყოფში, არამედ კაკაოსა
და ზოგიერთ უალკოჰოლო სასმელშიც
როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ ასეთი შემთხვევები ისტორიიდანაც ცნობილია.მათ რიცხვს მიეკუთვნება ჰეროინი, ოპიუმი, კოკაინი და სხვა.
ზოგიერთი ქვეყანა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გაკონტროლებას
და დარეგულირებას ტრადიციების, რელიგიური აკრძალვების, სოციალური წეს-ჩვეულებებისა და კანონის საშუალებით ცდილობს. ბევრ ქვეყანაში ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებისას კანონის ძალით ისჯება როგორც გამსაღებელი, ასევე მომხმარებელიც. ჩრდილოეთ აფრიკის ბევრ ნაწილში მარიხუანის მოწევა კანონის ძალით არ იკრძალება და მას თითქმის ყველგან ეწევიან. თუმცა, ასეთ ადგილებში ალკოჰოლის მიღებაა არალეგალური. მუსლიმანურ ქვეყნებში ალკოჰოლი საერთოდ აკრძალულია. სამხრეთ ამერიკაში კოკაინის მოხმარება ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორიც ბრიტანეთში – ჩაის დალევა.
საქართველოში ამ კუთხით საკმაოდ საგანგაშო ვითარებაა, 2011 წლის მონაცემებზე დაყრდნობით ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლის სტრატეგიასთან
დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, საქართველო კვლავაც ნარკოტიკების ”სატრანზიტო დერეფნად” არის მოხსენიებული. იმის გამო რომ უხეშად რომ ვთქვათ ჩვენს ქვეყანაში
ყველაფერი კეთდება ”ვაჭრობის ხელშეწყობას” ეთმობა
შესაბამისად გაზრდილია ტერიტორიაზე სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობა. ეს უკანასკნელი კი პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია თავად მოსახლეობაში ნარკოტიკული საშუალებების გასაღების და მოხმარების უწყვეტ ჯაჭვთან, ნარკოტიკების ერთ-ერთი ძირითადი სატრანზიტო მიმართულება, ავღანეთიდან და ირანიდან იღებს სათავეს და, აზერბაიჯანის გავლით, დასავლეთ ევროპისა და რუსეთისკენ მიემართება. სწორედ ეს მარშრუტი გადის საქართველოზე, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ვერ დავარქმევთ ნარკოტიკების ”კლასიკურ სატრანზიტო ქვეყანას”, საიდანაც, ვთქვათ, ევროპის მოსამარაგებლად დიდი ოდენობის ნარკოტიკები გადის. ჩვენი პატარა ქვეყნისთვის არსებული რაოდენობაც საკმაო
ზიანს აყენებს მოსახლეობას. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე ნარკოტიკების მოხმარებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. 2011 წლის მონაცემებით საქართველოში ყოველწლიურად 2, 4 ტონა ჰეროინი იყიდება. გაეროს ცნობით კი 2007 წლის მდგომარეობამ აჩვენა რომ ყოველწლიურად საქართველოს გავლით ევროპაში 7 მილიონი ტონა ნარკოტიკული საშუალება შედის. ნარკორეალიზატორები კი, სულ მცირე, 700-მილიონიან მოგებას ნახულობენ. 2012-13 წლებში მხოლოდ 18 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო. აღსანიშნავია რომ ეს მონაცემები საკმაოდ შემცირებულია, რადგან როგორც სხვადასხვა სამსახურები იუწყებიან 2007 წლის თვის გაცილებით რთული მდგომარეობა იყო ქვეყანაში ვიდრე 2011 წელს. შეიძლება ვივარაუდოთ რომ სახელმწიფო ორგანოების მიერ გატარებული სხვადასხვა სახის ღონისძიებების დახმარებით მდგომარეობა უმჯობესდება მაგრამ მიუხედავად იმისა რომ რაოდენობა მცირდება საქართველოს მდგომარეობიდან გამომდინარე არსებული რიცხვებიც საკმაოდ საგანგაშოა.
ჩვენს ქვეყანაში უამრავი ადამიანია ამ პრობლემაში სხვადასხვა სახით გარეული. გარდა
უშუალოდ ნარკოტიკების მომხმარებლებისა საკმაოდ დიდია ასევე ირიბად ამ პრობლემაში გარეულ ადაიანთა რიცხვი. რადგან თითოეულ ასეთ ადამიანს უკან საკუთარი ოჯახი და ნათესავები უდგას, რომელთაც ხშირად ძალიან ძვირად უჯდებათ ამ სენთან ბრძოლა. მე ვახსენე პრობლემა და “სენი“ ნარკოტიკების მომხმარებელთაა მისამართით სრულიად გააზრებულად რადგან მიმაჩნია რომ ეს საკმაოდ სერიოზული დაავადებაა. არავითარ შემთხვავაში არ უნდა შევხედოთ მას, როგორც გატაცებას ან თუნდაც გართობის მიზნით დამხმარე საშუალებას. სწორედ ამგვარი დამოკიდებულებაა დამღუპველი. თავდაპირველად ბევრს ჰგონია რომ უბრალოდ ერთობა ამ
ნივთიერებებით და ნებისმიერ დროს შეძლებს თავის დანებებას თუკი ეს მოუნდება,
მაგრამ ეს ძალიან დიდ პრობლემებს იწვევს. დროთა განმავლობაში ნარკოდამოკიდებული ვეღარ აკონტროლებს საკუთარ თავს და ასევე თითქმის შეუძლებელი ხდება ამ ნივთიერებაზე უარის თქმა. პირიქით დროდადრო იმდენად ეჩვევა მას რომ ცხოვრების სტილად ექცევა და მისი ერთადერთი საზრუნავი სწორედ ნარკოტიკი ხდება. ყოველდღიურად ნერვიულობს მხოლოდ იმაზე თუ საიდან,
როგორ, რა თანხებით იშოვოს მომავალში ნარკოტიკი. ამის გამო ნარკოდამოკიდებულების უმეტესობა უმუშევარი და ყოველდღიურ შემოსავალს მოკლებულია. მათ უხდებათ სასურველი ნივთიერების შესაძნად ყოველი ღონის გამოყენება: აწუხებენ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათესავებს ყველას მათ გარშემო. ნაცნობების შემდგომ კი დგება მომენტი როდესაც მათ უფრო უყაიბდებათ აგრესია და ამის ფონზე სწორედ ძალიან ხშირია კრიმინალი მათი მხრიდან. თითქმის ერთპიროვნულადაა მიღებული რომ ასეთი ისტორიები აუცილებლად ციხით უნდა დასრულდეს. ეს კი ძალიან ცუდი და არასწორი მიდგომაა ასეთ ადამიანს რომელიც წლების განმავლობაში ეჩვეოდა ნარკოტიკს და რომლის ორგანიზმიც უკვე შეგუებულია ამ ნივთიერებას ერთადერთი რაც გადაარჩენს არის მკურნალობა. ციხეში შესაძლოა დავიჭიროთ უშუალოდ რეალიზატორი ან ამ საქმეში ჩაბმული სხვა პირი მაგრამ
უშუალოდ ნარკომანი ციხეში ვერანაირად ვერ გამოსწორდება.
თუკი ჩვენ ამ პრობლემის მიერ გამოწვეული შედეგების შემცირება გვინდა მაშინ აუცილებლად უნდა გატარედეს მთლიანად ქვეყანაში სერიოზული ღონისძიებები. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა მიაქციოს ამ პრობლემას ყურადღება და ყველა მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებები გაატარეოს რადაგან როგორც შედეგითაც ჩანს არ არის საკმარისი მხოლოდ ნარკომანთა აღმოჩანა და მათი დაკავება ამით პრობლემა არ გვარდება არც სახელმწიფოსთვის და მითუმეტეს არც თავად ნარკომომხმარებლისთვის. შესაბამის ღონისძიებებში შესაძლოა მოვიაზროთ მაგალითად ნარკორეალიზატორებისთვის და მოვაჭრეებისთვის მკაცრი ფულადი სანქციების დაწესება რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებს მათი რაოდენიბის ზრდას.
ასევე ეფექტური გამოსავალია სააფთიაქო ქსელს კონტროლი, კერძოდ იმ პრეპარატების
გაყიდვა არ უნდა იყოს ნებისმიერი მსურველისთვის შესაძლებელი, რომლებიც სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ ნივთიერებებს შეიცავენ. ამიტომ შესაძლებელია ასეთ
პრეპარატებზე უშუალოდ ექიმის დანიშნულების
მოთხოვნა მოხდეს კლიენტისთვის და შესაბამსად ასეთის არსებობის შემთხვევაში დავაკმაყოფილოთ მხოლოდ მისი სურვილი. საქართველოში ასეთი მიდგომა უკვე მოქმედებს მართალია მაგრამ საკმაოდ შესუსტებულია, რადგან კონტროლი ხდება მხოლოდ რამდენიმე მედიკამენტის ამ დროს კი საკმაოდ მრავლადაა ისეთი მედიკამენტები რომელთა შერევის და შემდგომ კუსტარულად დამზადების შემთხვევაში კლიენტი სასურველ შედეგს მაინც იღებს. ასე რომ კარგი იქნებოდა სააფთიაქო სისტემის უფრო გამკაცრება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემის პოპულარიზაცია ზოგადად ქვეყანაში რათა მოხდეს მოსახლეობის ინფორმირებულობა. მისასალმებელია ამ მიმართულებით ღონისძიებების გატარება როგორც სასკოლო ისე უნივერსიტეტის ფარგლებში რადგან საზოგადოებას შეექმნას რეალური წარმოდგენა ამ ნივთიერების მიერ გამოწვეულ პრობლემებზე, როგორც თავადმომხმარებლისთვის ასევე მის გარშემო საზოგადოებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი სახის ღონისძიებები ბევრ ქვეყაში ტარდება ეს პრობლემა სრულიად მაინც არაა მოგვარებული. ამიტომ არც უნდა გქვონდეს ილუზია რომ მთავარია რამე გავაკეთოთ და დროთა გამავლობაში ეს პრობლემა აღმოიფხვრება და აღარ შეაწუხებს მსოფლიოს. არ არის აუცილებელი მსგავს მხოლოდ თეორიულად შესაძლებელ მოსაზრებებს დავეყრდნოთ და მათით ვიხელმძღვანელოთ. უბრალოდ სახელმწიფოსა და ავად საზოგადოების აქტიური მხარდაჭერა და შესაბამისი გზების მოძება ამ პრობლემის მასშტაბებს ნამდვილად შეამცირებს. თუკი სახელმწიო ზემოთ
ჩამოთვლილ თითოეულ საკითხს შესაბამისად მიუდგება, რომელიც ნარკომანიის პრევენციას ემსახურება, ვფიქრობ შედეგიც არ დააყოვნებს და აუცილებლად გამოსწორდება სიტუაცია. უყურადღებო და უინტერესო დამოკიდებულების შემთხვევაში კი რა თქმა უნდა პროცესი შეუქცევადი გახდება.














0
795
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკატერინე ლაზარაშვილი
ეკატერინე ლაზარაშვილი
795
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0