x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მუსიკის როლი რეკლამის ფსიქოლოგიაში

image
კარგი რეკლამის შესაქმნელად მნიშვნელოვანია ვერკვეოდეთ უმაღლესი ფსიქიკური პროცესების თავისებურებებში. რეკლამის ეფექტურობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტორებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მის სწრაფად წაკითხვას, აღქმას, გაგებას, დამახსოვრებას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეკლამა არის სატელევიზიო, გარე, ტრანსპორტზეა განთავსებული და ა.შ. ამიტომაც, ფსიქოლოგები დიდ დროს უთმობდნენ და უთმობენ აღქმის, მეხსიერებისა და ყურადღების მოცულობის კვლევას.
მთელ რიგ შემთხვევებში, რეკლამის მეშვეობით იქმნება სოციალური სტერეოტიპები, ნორმები, მოდა, რომლებიც ფსიქოფიზიოლოგიურ შეგრძნებებს ცვლიან და თავდაპირველად არაპოპულარული პროდუქტის მასობრივ მოხმარებას უწყობენ
ხელს.რაღაც დროის შემდეგ ჩნდება შეჩვევა და პროდუქტის მოხმარება იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს. რეკლამის ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების მეშვეობით შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება: რეკლამის ფსიქოლოგიაში სოციალური გავლენისა და შეგრძნებების ფსიქოფიზიოლოგიის პრობლემა არსებობს.
სწორედ გავლენის მოხდენის, დამახსოვრების, გამორჩეულობაზე ხაზგასმის ერთ-ერთი ხერხია მუსიკა.როცა ბრენდი სწორად არჩევს „საუნდტრეკს“, იქმნება მისი პროდუქტისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის დამახსოვრების მეტი შანსი, რაც შესაბამისად დადებითად აისახება გაყიდვებზე.
ადამიანზე მუსიკის ზეგავლენის შესახებ მრავალი საინტერესო ნაშრომი არსებობს. „მუსიკაში ასახულია ცხოვრებისეული რიტმი“ (ლ.ლენი); „ ადამიანური ქცევის განხილვა შესაძლებელი მუსიკალურ სიმბოლოებთან კავშირში“ (დ.ლოიბელმენი); „მუსიკა ოდითგანვე გამოიყენებოდა ადამიანებზე ზემოქმედების იარაღად. იგი ერთგვარი ინფორმაციაა. მუსიკა გვესმის ყველგან.. მუსიკა კურნავს“ (ი. რიჟკოვი);
ა.ტომატისი აკვირდებოდა სხვადასხვა ჟანრის მუსიკას, რომლის საფუძველზე შემდეგი დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი:
რომანტიული მუსიკა აძლიერებს გრძნობებს, განცდებს. იგი ხელს უწყობს ადამიანებში სიმპათიის, თანაგრძნობის, სიყვარულის გაღვიძებას. მაგალითად ასეთია: შუბერტის, შუმანის, ჩაიკოვსკის, შოპენის თუ ლისტის ნაწარმოებები;

ჯაზი და ბლუზი ადამიანს კარგ ხასიათზე აყენებს, განყობას აუმჯობესებს, ახალისებს. ამ სახის მუსიკა მათში აღვიძებს მახვილგონიერებას;

როკმუსიკა აღვივებს ვნებას. ეს ჟანრი სტიმულატორის ფუნქციას ასრულებს, რათა ადამიანებმა თავისუფლად იმოძრაონ, აგრეთვე ხსნის დაძაბულობას, აყუჩებს ფიზიკურ ტკივილს;

რელიგიური მუსიკა ყველაზე დიდ სულიერ სიმშვიდეს ანიჭებს ადამიანს, ხელს უწყობს მას სულიერი და ფიზიკური ტკივილის დაძლევაში.
ხშირად სარეკლამო რგოლის წარმატების 80%ს სწორედ მუსიკა განაპირობებს, მაგრამ რეკლამის შემქმნელებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ თუ ვისზეა გათვლილი სარეკლამო რგოლი ან რა სახის რეკლამას ვუწევთ რეკლამირებას.
მაგალითად; თუ ძვირადღირებული საიუველირო სამკაულების რეკლამას ვაკეთებთ მართებული იქნება კლასიკური მუსიკით ან ჯაზური კომპოზიციით გავამდიდროთ
კადრი, რადგან სწორედ ამ ჟანრი მუსიკა აღიქმება ადამიანის გონებაში, როგორც ძვირადღირებული, მაღალი საზოგადოებისა და ხარისხი ნიშანი.
რეკლამა ერთგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლაა ადამიანის გონებაზე, შესაბამისად სწორად შერჩეულ მუსიკალურ კომპოზიციას( რომელიც ფონად გაჰყვება კადრს) წარუშლელი შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია მომხმარებელზე.
ბრენდის რეკლამაში მუსიკას შუძლია უმაღლესი ფსიქიკური პროცესების მონაწილეობით ბრენდს მიანიჭოს ერთგვარი „სტიგმა“ ანუ ასოციაციურად დააკავშიროს ბრენდის პროდუქტი და მისი რეკლამის მუსიკით წარმოქმნილი ემოციები. ამ
მხრივ მუსიკის გამოყენება შეიძლება მივიჩნიოთ პროდუქტის ხმოვან ბრენდინგად.
ერთ-ერთი პირველი მუსიკალური რეკლამა 1974 წელს „ ოსკარ მეიერის“ ძეხვის რეკლამა იყო. რეკლამაში პატარა ბავშვი მიირთმევს პროდუქტს, მღერის საკმაოდ მარტივ მელოდიას და რამდენჯერმე ახსენებს ძეხვის დასახელებას. ტელევიზიით
ამ რეკლამის ჩვენებიდან რამდენიმე დღეში ა.შ.შ.ში ეს სიმღერა საკმაოდ პოპულარული გახდა, რამაც შედეგად მომხმარებელთა რაოდენობა მკვეთრად გაზარდა.
კიდევ ერთი მსგავსი მაგალითია ორცხობილების კომპანია „Oreo”ს ჰიმნი „Wonderfilled“. ამ მუსიკალური რეკლამით კომპანიამ გაზარდა მომხმარებელთა რაოდენობა.ვინაიდან, რეკლამაში გამოყენებული ანიმაციით კომპანია აუდიტორიას საშუალებას აძლევს გამოხატონ საკუთარი ფანტაზია, გაიხსენონ ბავშვობაში მათი საყვარელი ორცხობილა, მათი თამაშები, ამ ყველაფერს კი ფონად გასდევს ბავშვის მიერ შესრულებული სასიამოვნო მელოდია.
რეკლამაში ხშირად იყენებენ სპეციალურად ბრენდისთვის შექმნის „საუნდტრეკს“,
რაც განაპირობებს მის ორიგინალურობას და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტად
დასამახსოვრებელს ხდის.
როცა მუსიკალური თემა სპეციალურად იქმნება რეკლამისთვის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ ყველაფერი გენიალური მარტივია“. სწორედ ამ „ გენიალურად მარტივმა“ უნდა დაიმორჩილოს ადამიანის გული და მოხიბლოს იგი ისე, რომ დაამახსოვროს თავი გამორჩეული მელოდიურობით. მხოლოდამ შემთხვევაში ჩაითვლება რეკლამისთვის შერჩეული მუსიკა წარმატებულად.

0
167
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკატერინე იოსელიანი
ეკატერინე იოსელიანი
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0