x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ გავიმარჯვოთ ადამიანზე,რომელიც ყოველთვის მართალია

როგორ გავიმარჯვოთ ადამიანზე, რომელიც ყოველთვის მართალია?
ალბათ ყველას ჰყავს ესეთი ნაცნობი, მეგობარი ან შეიძლება გაგიმართლათ და შეგიყვარდათ ისეთი ადამიანი, რომელიც თვლის, რომ ყოველთვის მართალია და სხვანაირად არც კი შეიძლება იყოს.აქ მოთხრობილია იმის შესახებ, თუ როგორ ვიურთიერთოთ ესეთ ადამიანებთან, როგორ ავიცილოთ თავიდან კონფლიქტი და კამათშიც კი მოუგოთ. image

1.არ აჰყვეთ თავდაცვის სურვილს.გაიგეთ, რომ თქვენ ვერ გაიმარჯვებთ ესეთ ადამიანებზე პირდაპირი შეტევით, უბრალოდ დაიმახსოვრეთ ეს.მათი აზრით თქვენ მათი ყველა პრობლემის და უბედურების წყარო ხართ და თქვენ ვერანაირად ვერ შეცვლით მათ შეხედულებას.თქვენ აზრეს არანაირი მნიშვნელობა არ ააქვს, რადგან უკვე დამნაშავე ხართ, მიუხედავად იმისა, რომ არაფერში არ მიგიძღვით ბრალი.
2.მიიღეთ სიტუაცია ისეთი, როგორიც არის.ნუ გაცეცხლდებით.დიახ, თქვენ წინაშე ესეთი ადამიანია.
3.ნუ ეცდებით პრობლემის გადასაჭრელად მოიწვიოთ კიდევ ერთი ადამიანი.ეს არ გადაჭრის პრობლემას და არც თქვენ თანამოსაუბრეს დაარწმუნებს მის სისწორეში.
4.წარმოიდგენეთ, რომ თქვენ წინაშე ბავშვია.ესეთი ადამიანის ქცევა ყველაზე მეტად ბავშვის საქციელს ჰგავს.ასე რომ, ისევე, როგორც ბავშთან, არც მასთან გამოვა გონივრული საუბარი.
5.თუ მასთან პირველად არ ურთიერთობთ, გაიხსენეთ რა იყო ადრე და შეწყვიტეთ იგივენაირად მოქცევა.
6.ნუ დაემორჩილებით მის ზეწოლას.აქ უბრალოდაა.ადამიანი ქვეცნობიერად აცნობიერებს, რომ ზუსტად ის შეცდა, მაგრამ მისი ბუნება აიძულებს ზუსტად ესე მოქცევას და საკუთარი პასუხისმგებლობის თქვენზე დაკისრებას.
7.ნუ დაადანაშაულებთ, მოამზადეთ ფაქტები.ესეთმა ადამიანებმა ძალიან ლამაზად იციან ბრალის დადება, მაგრამ ადვილად უშვებენ უდავო ფაქტების დარტყმებს.თან ერთ ესეთი დარტყმა ბევრ ძალას ართმევს თავდამსხმელს.
8.გახსოვდეთ ესეთი ადამიანების მთავარი ლოზუნგი:"მე არ შეიძლება შევცდე!!!".
9.იყავით ცივი და ანგარიშიანი, ნუ მიცემთ ემოციებს თქვენი მართვის საშუალებას.ზუსტად ამას ცდილობს ის.
10.იყავით თავაზიანი და კეთილგანწყობილი.ეს მათ აგიჟებთ და მდგომარებიდან გამოყავს.
11.იყავით გულგრილი ემოციების მიმართ.დაინახავს თუ არა შემტევი, რომ ჩვეული ტაქტიკა არ მუშაობს, გაღიზიანებას დაიწყებს თვითონ.
12.თქვენი მდგომარეობიდან გამოყვანის მცდელობისას ესეთი ადამიანი კუთხეშია მომწყვდეული.მან შეიძლება თქვენზე გადმოანთხიოს მთელი სიბინძურე, რაც მთელი თქვენი ნაცნობობის მანძილზე დაგროვდა.შეიძლება წამოვიდეს შეურაცყოფები, მაგრამ იყავით ცივი და გულგრილი.
13.და გახსოვედეთ – ყველა არგუმენტი მიმართულია მხოლოდ იმისკენ, რათა გამოხვიდეთ მდგომარეობიდან.გამაგრდით!








4
616
14-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
616
  
2014, 29 დეკემბერი, 20:32
ანუ თავი დახარე და ბოდიში მოუხადე :) მე აქ გამარჯვების ვერცერთი გზა ვერ დავინახე
2014, 28 დეკემბერი, 18:51
მადლობა
2014, 28 დეკემბერი, 18:49
საინტერესო მიდგომაა საკითხისადმი. :)))
2014, 28 დეკემბერი, 18:45
:D:D:D:D
0 1 4