x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კატარი - სპარსეთის ყურის მარგალიტი
image
კატარის სახელმწიფო სპარსეთის ყურის ერთ-ერთი პატარა ქვეყანაა 2, 155, 446 მოსახლით. 1971 წლის 3 სექტემბერს კატარი გახდა სუვერენული სახელმწიფო - აბსოლუტური მონარქია. ქვეყნის დღევანდელ ეკონომიკაში წამყვანია ნავთობისა და გაზის მოპოვება. ასევე განვითარებულია ტურისტული ინდუსტრია, ქვეყანა სწორედ ამიტომაა ცნობილი, როგორც "სპარსეთის ყურის მარგალიტი". ბუნებრივი აირის მარაგის მიხედვით კატარი მესამე ადგილზეა მსოფლიოში. მან უზარმაზარი კაპიტალი დააბანდა ინფრასტრუქტურაში, როგორც აირის გათხევადებისა და მისი ექსპორტირების, აგრეთვე საკუთარი ეკონომიკის გამრავალფეროვნების მიზნით, მაგრამ ეს ისე მოახერხა, რომ მისი მეზობელი დუბაის მსგავსად საკუთარი შესაძლებლობებისათვის არ გადაეჭარბებინა.

კატარმა ქვეყანაში მოიზიდა როგორც მულტინაციონალური ფინანსური კომპანიები, ასევე აშშ–ს უნივერსიტეტის სატელიტი კამპუსები.მთავრობა ფულს აბანდებს ინფრასტრუქტურაში, რომელიც მოიცავს საზღვაო პორტებს, აეროპორტსა და სარკინიგზო ქსელს, რათა ქვეყანამ უკეთესი მასპინძლობა გაუწიოს საერთაშორისო ბიზნესკომპანიებს და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში.

imageკატარი არის ერთ–ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში და 153 ქვეყანას შორის მეთორმეტე ადგილს იკავებს უსაფრთხოების ინდექსის მიხედვით.

კატარში მოქმედებს 2003 წლის 29 აპრილს მიღებული კონსტიტუცია, რომლის თანახმად ქვეყნის მმართველი – შეიხი, აბსოლუტური ძალაუფლებით სარგებლობს. მისი ძალაუფლება იზღუდება მხოლოდ შარიათის წესებით. შეიხი გვევლინება მთავრობის მეთაურადაც. სწორედ იგი ნიშნავს როგორც მინისტრთა, ასევე საკონსულტაციო საბჭოს წევრებს (35 წევრი).


2013 წლის ივნისიდან კატარის ახალი შეიხია 33 წლის თამიმ ბინ ჰამად ალ–თანი, რომელმაც განათლება ინგლისში სამხედრო აკადემიაში მიიღო. ტახტის დაკავებამდე იგი ხელმძღვანელობდა ქვეყნის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და კატარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი ნაკრძალების უმაღლეს საბჭოს.


0
673
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო გოგაძე
ნინო გოგაძე
673