x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508246
მარქსის უტოპია
საინტერესო ფაქტია, რომ ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი, ეკონომისტი და რევოლუციონერი კარლ მარქსი (1818-1883) თავის აზროვნებასა და იდეებს თვლიდა

ერთადერთ ჭეშმარიდ გზად და მიმართულებად. მარქსი აკრიტიკებდა და უარყოფითად

აფასებდა უტოპიას. თუმცა პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მარქსი თავად გადავარდა

უტოპიაში. თავდაპირველად განვიხილოთ თუ რა არის უტოპია და საიდან მოდის იგი.



სიტყვა უტოპია სათავეს იღებს სერ ტომას მორის (1478-1535) წიგნის სათაურიდან.

იგიმეფე ჰენრი მერვეს დროს ინგლისის ლორდ-კანცლერი და გავლენიანი ჰუმანისტი

იყო. ტერმინი ბერძნულად "არარსებულ ადგილს" აღნიშნავს.ადგილს, სადაც ყველაფერი

კარგად არის. ყოველდღიურ ხმარებაში, უტოპია, როგორც წესი, ორივე მნიშვნელობას

ერთად მოიცავს. აქედან გამომგინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ უტოპია არის

არასრებული ადგილი, სადაც ხალხი ცხოვრობს სრულიად ჯანმრთელად,

ჰარმონიულად და ბედნიერად.

დასავლური პოლიტიკის ფილოსოფიის ლიტერატურა მოიცავს კარგად დამუშავებული

უტოპიური გეგმის გარკვეულ რაოდენობას. ყოველი მათგანი ავტორის სრულყოფილი

პოლიტიკური წყობის ჩამოყალიბების მცდელობაა. უტოპიური მოდელები

ერთმანეთისგან სპეციფიური ნიშნებით განსხვავდება, თუმცა ყველა მსგავს მიზნებს ემსახურება. უკლებლივ ყველა უტოპისტი ცდილობდა პოლიტიკური ცხოვრების

ლოგიკა მის საბოლოო შედეგებამდე მიეყვანა. ამ პროცესში ისინი ხშირად მიმართავდნენ არსებული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური პირობების ფარულ და აშკარ კრიტიკას.ამ ფუნქციის გამო, უტოპიური კონსტრუქციები ხშირად გამოიყენებოდა

პოლიტიკური საზომების სტანდარტებად ან პოლიტიკური სისტემების განხორციელების შეფასების კრიტერიუმად. სრულყოფილი საზოგადოების აბსტრაქტული მოდელები ხანდახან პოლიტიკური ქმედების პრაქტიკული სახელმძღვანელო როლსაც ასრულებს. ამგვარად, მიუხედავად მისი გარეგნული

არაპრაქტიკულობისა, უტოპიური აზრები ემსახურება მნიშვნელოვან მიზნებს და

პირდაპირ თუ არაპირდაპირ გავლენას ახდენს პოლიტიკურ საქმიანობაზე.


კარლ მარქსიც უტოპისტი იყო, მაგრამ პლატონისა და ბეკონისგან განსხვავდებოდა.

მარქსის წინამორბედნი იწყებდნენ თავისი სამოთხის დეტალური აღწერით და როდესაც

სოციალური რეალობის კრიტიკაზე გადადიოდნენ, ეს უფრო ფარულად ხდებოდა,

ვიდრე აშკარად. მათგან განსხვავებით, მარქსმა დაიწყო არსებილი საზოგადოების აშკარა

კრიტიკით და მისეული უტოპიის მხოლოდ ზოგადი მონახაზი შექმნა. ის საკუთარ თავს

პრაქტიკოს-რეალისტად მიიჩნებდა და არა მეოცნებე იდეალისტად. იგი თავის

მსოფლმხედველობას ისტორიული და სოციალურ-ეკონომიკური რეალობის სწორ

ემპირიულ აღქმად განიხილავდა და ამით უარყოფდა, რომ მისი იდეები წარმოსახვით

აზროვნებას ეფუძნებოდა.

მოიხედავად ამისა, მარქსიზმში უტოპიური ელემენტი აშკარაა. წინამორბედი

უტოპოსტებისაგან განსხვავებით მარქსს სჯეროდა, რომ მისი იდეალური საზოგადოება

არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ გარდაუვალი იყო. კლასებს შორის მწვავე ბრძილა,

რომელსაც იგი წინასწარმეტყველებდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება სწორად

იქნეს გაგებული, თუ ეს ბრძილა აღიქმება, როგორც მშვიდობისა და სიუხვის აღთქმულ

ქვეყანაში უტოპიური ცხოვრების აუცილებელი შესავალი. ეს წინასწარმეტყველება,

მარქსის აზრით, იყო დაუძლეველი ძალის საბოლოო შედეგი, რომელიც კაცობრიობის

ისტორიას მისი გარდაუვალი ბედისწერისგან - უკლასო საზოგადოებისკენ - მიაქანებდა.

0
217
შეფასება არ არის
ავტორი:რობაქიძე თამარი
რობაქიძე თამარი
217
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0