x
image
worldsport.ge
ზაზამ ჯორდანის გუნდს 3 ქულა ჩაუგდო

imageზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” შინ მაიკლ ჯორდანის გუნდთან “შარლოტ ჰორნეტსთან” 101:108 დამარცხდა.
ფაჩულია სასტარტო 5-ეულში არ იმყოფებოდა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე თითქმის 17 წუთი დაჰყო. მან გუნდს 3 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი შესძინა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა 6-დან 1 ორქულიანი გამოიყენა და 1-დან 1 საჯარიმო სროლა ჩააგდო, 2 პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.
“მილუოკელთა” რიგებში საუკეთესო ბრენდან ნაითი გახლდათ 34 ქულით.
“მილუოკი ბაქსი” 14 მოგებით და 15 წააგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსეზეა.




ლაშა ქოიავა

www.worldsport.ge

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0