x
ცნობილი ადამიანების 10 ძვირადღირებული კერძო თვითმფრინავი
1. imageჯონ ტრავოლტა, ფასი უცნობია - ჯონ ტრავოლტას ყავს 11 კერძო თვითმფრინავი და ის არის სიაში ნომერი პირველი. ამის გარდა ის არის მოთხოვნადი მსახიობი და კომერციული თვითმფრინავების სერთიფიცირებული პილოტი, ასევე ის არის ავსტრალიური ავიაკომპანიის Qantas-ის საპატიო პილოტი და ელჩი. ტრავოლტა ყველაზე ხშირად დაფრინავს ბოინგ 707-138 “Jett Clipper Ella”-თი, ასე ქვიათ მის შვილებს. 2010 წელს ის იყო ოპრა უინფრის პილოტიც.


image
2. დონალდ ტრამპი, 100 მილიონი დოლარი - არაა გასაკვირი, რომ მეორე ადგილზე იმყოფება მილიარდელის თვითმფრინავი. ბოინგი 757, რომელიც ადრე ეკუთვნოდა პოლ ალენს, ამჟამად ეკუთვნის ტრამპს. მასში არის ყველაფერი, რომ გახადო მოგზაურობა მაქსიმალურად კომფორტული. ბორტზე არის სასტუმრო, სასადილო, მფლობელის საძინებელი, სტუმრის საძინებელი და ცალკე VIP ოთახები. ბორტზე არის სამეფო ზომის საწოლი. სააბაზანოს დეტალები გაკეთებულია სუფთა ოქროთი. სიტყვა “ტრამპიც” დაწერილია 24 კარატიანი ოქროთი. ტრამპს ყავს ბევრი თვითმფრინავი, მაგრამ ეს, რომელსაც მას თვითონ უწოდებს “ცის ტიტანიკს” არის ყველაზე გამაოგნებელი.


image3. ელვის პრესლი, 600 000 დოლარი(ამჟამად 2, 7 მილიონი დოლარი) - მან თავის დროზე იყიდა Convair 880, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი თვითმფრინავი 600 000 დოლარათ. პრესლიმ მას უწოდა თავისი ქალიშვილების სახელები ლიზა-მერი. თვითმფრინავს აქვს საძინებელი, სააბაზანო, კონფერენც-ოთახი. აბაზანაში არის ოქროს დეტალებიც. თვითმფრინავი იტევს 28 ადამიანს.


image



4. ჯიმ ქერი, 59 მილიონი დოლარი - ჯიმ ქერი კარგი მსახიობია, რომელსაც ბევრი ფული აქვს და რომლის დახარჯვაც არის საჭირო. მან შეიძინა სუპერძვირფასი თვითმფრინავი. 59 მილიონ დოლარათ ჯიმ ქერიმ შეიძინა Gulfstream V, რომელიც თავის კლასში არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი. ასეთი თვითმფრინავების რაოდენობა შეადგენს მსოფლიოში 191-ს.


image5. სელინ დიონი, 42 მილიონი დოლარი - კანადელი მომღერალიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი. არაა გასაკვირი, რომ მას ყავს თვითმფრინავი. სელინმა შეიძინა Bombardier BD-700 Global Express. თვითმფრინავი ყველა პარამეტრში არის საუკეთესო, მაგრამ მთავარია, რომ სელინი გრძნობს თავს კომფორტულად. სალონში არის სასტუმრო ოთახი, რამდენიმე სააბაზანო და სამზარეულო. თვითმფრინავში შეიძლება დაეტიოს 18 ადამიანი.


image6. Jay-Z, 40 მილიონი დოლარი - ჯეი-Z-მ და მისმა ცოლმა ბიონსემ შეიძინეს თვითმფრინავი Bombardier Challenger 850 Learjet, რომელსაც აქვს ტყავის სალონი. თვითმფრინავში არის სასტუმრო ოთახი, სამზარეულო და ორი საწოლი ოთახი. მასში შეიძლება დაეტიოს მთელი ოჯახი, რასაც აკეთებენ ვარსკვლავები. ეს თვითმფრინავი არის საჩუქარი ბიონსესგან ჯეი-Z-ს.



image7. ბილ გეითსი, 40 მილიონი დოლარი - ბილ გეითსი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი. ყველამ იცის ვინ არის ის და როგორ გამოიმუშვა თავისი მილიარდები. მან შეიძინა Bombardier BD-700 Global Express. თვითმფრინავს აქვს მაღალი ტექნიკური მახასიათებლები. ის აღჭურვილია სპეციალური მაღალტექნოლოგიური ნავიგაციური მოწყობილობით. თვითმფრინავი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული.


image8. ოპრა უინფრი, 42 მილიონი დოლარი - ტელეწამყვანი ოპრა უინფრი არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი ტელევიზიის ისტორიაში. წარმატებული კარიერის წყალობით ოპრა გამდიდრდა და დაიწყო ფულის დახარჯვა ფუფუნებაზე. მისი შენაძენი გახდა Bombardier Global Express XRS, რომელსაც შეუძლია აფრინდეს 1, 5 კილომეტრის სიმაღლეზე და აიყვანოს ბორტზე 10 ადამიანი.




image9. ტომ კრუზი, 36 მილიონი დოლარი - იცით ის ფილმი, რომელშიც ტომ კრუზმა ითამაშა პილოტის როლი? ალბათ მას ისე მოეწონა პილოტობა, რომ გადაწყვიტა ეყიდა საკუთარი თავისთვის ერთი თვითმფრინავი, ან შეიძლება მან ის იყიდა იმიტომ, რომ სხვა ვარსკვლავებიც ყიდულობენ თვითმფრინავებს. როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი კრუზმა იყიდა Gulfstream IV, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კერძო თვითმფრინავი. თვითმფრინავი ხასიათდება სტილის და კომფორტის მაღალი დონით. ძრავა არის კომპანია “როლს როისის” მიერ შექმნილი. თვითმფრინავის სალონში არის დიდი საწოლები და გასართობი სისტემები. ბორტზე შეიძლება დაეტიოს 19 ადამიანი.


image10. ლარი ფეიჯი და სერგეი ბრინი, 25 მილიონი დოლარი - ეს ალბათ ყველაზე ცნობილი თვითმფრინავია წარმოდგენილ თვითმფრინავებს შორის. მას უზარმაზარი ასოებით აწერია Google. ამ თვითმფრინავის მფლობელები არიან საძიებო სისტემის შემქმნელები. ისინი არ არიან ჰოლივუდის ვარსკვლავები, მაგრამ ყველა იცნობს მათ. ბრინმა და ფეიჯმა იყიდეს თვითმფრინავი და დაარქვეს Google Jet/Google One. ეს არის ბოინგი 767-200. რა არის მისი განსაკუთრებულობა? მას აქვს უფლება დაეშვას მოფეტის ფედერალურ აეროდრომზე, რომელიც ეკუთვნის NASA-ს და როდესაც აპირებს აფრენას, სხვა არცერთ თვითმფრინავს არ აქვს აფრენის უფლება.












0
106
1-ს მოსწონს
ავტორი:xatuna
xatuna
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0