x
image
akkai
ნინო ჟიჟილაშვილმა მაესტრო დატოვა
ტელეკომპანია მაესტროს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჟიჟილაშვილი სამსახურიდან გათავისუფლებულია.

თავად ჟურნალისტი ინფორმაციას ადასტურებს და ამბობს, რომ გუშინ ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან გაიმართა თათბირი, რომლის შემდგომაც მას ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა კოტე გოგელიამ დაურეკა და სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ აცნობა.

"შემიძლია დაგიდასტუროთ რომ დავტოვე მაესტრო, მიზეზი რამდენიმე იყო. მე ისედაც გეგმაში მქონდა ტელევიზიიდან წამოსვლა, ალბათ უახლოეს დღეებში უნდა გადამედგა ეს ნაბიჯი, თუმცა გუშინ მე გამანთავისუფლეს დაკავებული პოზიციებიდან, თუმცა ჯერჯერობით მე არ მიმიღია ოფიციალურად ინფორმაცია მიზეზების თაობაზე. ტელეკომპანიის დირექტორთან იყო თათბირი, რის შემდეგაც მივიღე სატელეფონო ზარი ტელეკომპანიის დამფუძნებლისგან კოტე გოგელიასგან და გავარკვიე რომ მე ტელეკომპანიაში აღარ ვმუშაობ. პირადად გამანთავისუფლა, თუმცა ოფიციალურად ჯერ ეს ჩემთვის არავის განუცხადებია "აცხადებს ჟურნალისტებთან საუბარში ნინო ჟიჟილაშვილი.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ტელეკომპანია სხვა თანამშრომლებმაც დატოვონ.


შეგახსენებთ რომ ნინო ჟიჟილაშვილი მაესტროს საინფორმაციო სამსახურის უფროსი და მთავარი გამოშვების წამყვანი იყო.

მანამდე ტელეკომპანია ასევე სკანდალურად დატოვეს არხის საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ვახო სანაიამ და გადაცემა "სუბიექტორი აზრის" წამყვანებმა დიანა ტრაპაიძემ, თეონა გეგელიამ და სხვა წამყვანმა imageჟურნალისტებმა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია რომ ტელეკომპანია მაესტროში სრული რეორგანიზაცია გამოცხადდა. "მაესტროს" დირექციამ მიიღო გადაწყვეტილება გამოაცხადოს არხის სრული რეორგანიზაცია, რომელიც მანამდე ისედაც იგეგმებოდა. გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე ადასტურებს რომ "ახალი ამბები" კვლავ რჩება არხის მთავარ პრიორიტეტად, რომელიც რეორგანიზაციის შემდეგ განახლებული ფორმატით და ბადით დაბრუმდება მაუწყებელ ბადეში-ნათქვამია ტელეკომპანია მაესტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

0
26
2-ს მოსწონს
ავტორი:akkai
akkai
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0