x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
19 წლის დავით ხარაზიშვილი შეყვარებულის ოჯახის წევრებმა მოკლეს
image

ამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა მკვლელობები "საყვარელი" ქალების მიმართ, როდესაც მიტოვებული მამაკაცი შურისძიების მიზნით კლავს ყოფილ ცოლს ან შეყვარებულს, რადგან ვერ ეგუება მიტოვებულის სტატუსს და იმას, რომ ქალსაც გააჩნია თავისი უფლებები და თავისი ბედის განკარგვა თვითონაც შეუძლია. ისინი ვერ ეგუებიან ქალის თავისუფლებას, რადგანაც ქალს პირად საკუთრებად მიიჩნევენ და რატომღაც ზოგიერთნი თვლიან, რომ ქალს არ აქვს უფლება არაფრის და მათ შორის ახალი ცხოვრების დაწყების.. ასეთი შემთხვევები უკვე მრავლადაა, როდესაც მოძალადე ქმარი დედას უკლავს შვილებს.

მაგრამ რამოდენიმე დღის წინ მომხდარი მკვლელობა, ამ კლასიკური ვარიანტისგან სრულიად განსხვავდება. ამ შემთხვევაში გოგომ და მისმა ოჯახის წევრებმა იძიეს შური და სიცოცხლეს გამოასალმეს 19 წლის დედისერთა ბიჭი, დათო ხარაზიშვილი. მკვლელობა მოხდა ვარკეთილში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 15 წლის გოგონამ, რომლის ვინაობაც არ სახელდება, სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საშუალებით მესიჯი მიწერა ბიჭს და სთხოვა შეხვედრა.


დავით ხარაზიშვილი გოგონასთან შესახვედრად დედის კუთვნილი ავტომობილით გავიდა, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ისინი გოგონას ოჯახის წევრებმა, მამამ, ბიძამ და ბაბუამ გააჩერეს და ბიჭს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, ხოლო შემდეგ გოგოს მამამ, 1979 წელს დაბადებულმა მამაკაცმა ზურგის არეში დანით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. დაჭრილ ბიჭს წაართვეს მობილური, რომელიც ამის შემდეგ შეეცადა მანქანით სახლამდე მისულიყო, მაგრამ ვერ შეძლო და სისხლისგან დაცლილი გზაშივე გარდაიცვალა. როგორც აღმოჩნდა იგი მანქანიდან გადმოსვლას ცდილობდა... ზოგადად როგორც ირკვევა გოგონას მამას მეუღლისგან მიუვიდა ინფორმაცია, რომ მის 15 წლის გოგონას ურთიერთობა ჰქონდა 19 წლის დათოსთან და სავარაუდოდ ეს უნდა ყოფილიყო მკვლელობის მიზეზი. შემდგომში ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გოგონა ქალიშვილი ყოფილა, თუმცა ეს ყველაფერი რამდენად სარწმუნო ინფორმაციაა ჩვენ არ ვიცით და დაზუსტებითაც ვერაფერს ვიტყვით.

დათო ხარაზიშვილის მეგობრებისგან და მისი ბიძისგან, გიორგი ელიზბარაშვილისგან ირკვევა, რომ გოგონა(რომლის სახელსაც და გვარსაც არ ასახელებენ) მისი შეყვარებული არ იყო, რომ ისინი მხოლოდ მეგობრები იყვნენ და მათთვის არ არის ცნობილი ჰქონდათ თუ არა მათ რაიმე კონფლიქტი ან რაიმე სასიყვარულო ურთიერთობა, რადგან დათოს ამ გოგონას შესახებ არასდროს უთქვამს მათთვის.

მკვლელობის მიზეზად შურისძიება სახელდება.

მომხდარ ფაქტზე განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია არასრულწლოვანი გოგონას მამა, ხოლო ბიძა და ბაბუა დაკითხვის

შემდეგ გაანთავისუფელს.

ძალიან სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში ასეთი არაცივილური გზებით ხდება ურთიერთობებში ჩარევა და მათი "მოგვარება".

მაინც რა იყო ნამდვილი მიზეზი რის გამოც გამოასალმეს სიცოცხლეს ფოტოხელოვანი ბიჭი? ამ და კიდევ ბევრ სხვა კითხვაზე პასუხი საზოგადოებას ალბათ არასდროს ექნება...

imageimageimageimageimage





0
927
8-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
927
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0