x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გილოცავთ! მორიგი წარმატება ქართულ კინემატოგრაფიაში

image

“გილოცავთ! ზაზა ურუშაძის "მანდარინები" და გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული" - ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციის შორთ ლისტშია !” - ეს სასიამოვნო სიახლე და ნამდვილად დიდი წარმატება ქართული კინოსთვის კულტურის სამინისტრომ „ფეისბუქით“ გვამცნო. საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე აქვეყნებს ზაზა ურუშაძეც პოსტს და ოსკარების შორთ ლისტში მოხვედრას ულოცავს როგორც თავის თავს, ასევე გიორგი ოვაშვილს. პირველად, ქართული კინოს
ისტორიაში, ოსკარზე წარდგენილია ერთდროულად ორი ქართული ფილმი. შეგახსენებთ, რომ ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ სულ რამდენიმე დღის წინ წარადგინეს „ოქროს გლობუსზეც“ და შეიძლება ითქვას, რომ ქართველ მაყურებელს წინ საინტერესო კინო-დაჯილდოების ცერემონიალები ელის.

ოსკარით დაჯილდოების ცერემონია ტარდება წელიწადში ერთხელ. 1929 წლიდან მოყოლებული პრემია გადაეცემა ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოსულ საუკეთესო ფილმებსა და სხვადასხვა კატეგორიაში მოღვაწე კინოხელოვანებს. ქანდაკებამ, რომელსაც ცერემონიალზე გადასცემენ, სახელწოდება მიიღო აკადემიის ერთ-ერთი წევრის, მარგარეტ ჰერიკისაგან, რომელმაც მიიჩნია, რომ იგი ძალიან ჰგავდა ბიძამის ოსკარს. ქანდაკება გაკეთებულია ბრიტანიუმისაგან და მოოქროვილია. მისი დიზაინერია სედრიკ გიბონსი.

0
14
4-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0