x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ავიაკატასტროფაში დაღუპული გუნდი და თბილისის "დინამოს" კეთილშობილური ჟესტი

image1979 წლის 11 აგვისტოს დნეპროძერჟინსკის თავზე ერთმანეთს შეასკდა ორი Ту-134А.ერთი მიფრინავადა ტაშკენტიდან მინსკის მიმართულებით, ხოლო მეორე ჩელიაბინსკიდან კიშინიოვის მიმართულებით. დაიღუპა სულ 172 ადამიანი, მათ შორის ტაშკენტის "პახტაკორის" ფეხბურთელთა გუნდი, სულ 17 კაცი.მათ შორის იყო სახელოვანი მიხეილ ანიც.როგორც ცნობილია, საბჭოთა საინფორმაციო საშუალებებს მაშინ ეკრძალებოდათ საბჭოეთში მომხდარი რაიმე ტრაგიკული მოვლენის გავრცელება, მაგრამ ამ ფაქტის დამალვა ყოვლად შეუძლებელი იყო, (ბოლოსდაბოლოს ფეხბურთელთა მთლიანი გუნდი დაიღუპა).


გუნდს მორიგი კალენდარული მატჩი თბილისის "დინამოსთან" ჰქონდა.სახელდახელოდ შეიკრიბა "პახტაკორის" ახალი გუნდი, რომელიც წინა წლის ჩემპიონს, წლევანდელ თასის მფლობელს, უძლიერეს თბილისის "დინამოს" ხვდებოდა.


27 აგვისტოს ტაშკენტში გამართული თამაში თბილისის "დინამომ" წააგო 1:2....ყველამ იცოდა, რომ ეს თამაში თბილისელებმა ძალად დათმეს, თუმცა ხმამაღლა ამის თქმას, მით უმეტეს ოფიციალური წრეები და პრესა ერიდებოდა.ეს რომ გამჟღავნებულიყო "დინამოს" ოფიციალურად დისკვალიფიკაცია ელოდა.გულში კი ყველას თვალში კიდევ უფრო ამაღლდა ამ ლეგენდარული "ოქროს დინამოს"პრესტიჟი...

image

5
1198
11-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1198
  
2014, 19 დეკემბერი, 21:38
ძალიან კარგი
2014, 19 დეკემბერი, 21:32
ძალიან საინტერესოა. აქამდე არ გამეგონა ეს ამბავი.
2014, 19 დეკემბერი, 17:52
მეც:)
2014, 19 დეკემბერი, 17:47
მეც კარგად მახსოვს..მით უმეტეს რომ პატარა ვიყავი
2014, 19 დეკემბერი, 17:44
მახსოვს:(
0 1 5