x
image
worldsport.ge
ქართველთათვის ნაცნობი ბიელიკი "არსენალში" ითამაშებს

imageბრიტანული პრესა პოლონურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ პოლონეთის 17-წლამდელთა ნაკრების და ვარშავის "ლეგიას" საყრდენი ნახევარმცველი კრისტიან ბიელიკი კარიერას ლონდონის "არსენალში" გააგრძელებს.
"მეთოფეები" უკვე შეუთანხმდნენ პოლონელ ფეხბურთელს და და ბიელიკს ხელფასის სახით წელიწადში 104 000 ფუნტი სტერლინგი ექნება, 4-ჯერ მეტი ვიდრე მისი ამჟამინდელი ხელფასია.
ახალგაზრდა ტალანტის მშობლები ზაფხულამდე ფეხბურთელის ინგლისში ტრანსფერის წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ საქმეში არსენ ვენგერიც ჩაერია და ყველაფერი "არსენალის" სასიკეთოდ გადაწყვეტილა.
ბიელიკი საქართველოშიცაა ნამყოფი. ევროპის 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კრისტიანმა გოჩა ტყებუჩავას გუნდის წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა. თბილისში გამართულ ტურნირზე ბიელიკმა ერთი გოლიც გაიტანა - 16 წლის ფეხბურთელმა ლიხტენშტეინთან მატჩში ანგარიში 43-ე წუთზე გახსნა.
მიმდინარე სეზონში პოლონეთის ჩემპიონატსა და ევროპის ლიგაზე ბიელიკმა 6 მატჩი ჩაატარა და მოედანზე საშუალოდ 31 წუთს ატარებს.
აქვე შეგიძლიათ ბიელიკის თამაშის მომენტების ხილვა.
https://www.youtube.com/watch?v=dEYarDmdn6I#t=146


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0