x
image
beko777
ოქიტაშვილი პავლიაშვილის წინააღმდეგ
ჩუბინიძის 15 წლის შენახული სკანდალური ამბავი - ვინ ესროლა სოსო პავლიაშვილს თბილისში


imageმას შემდეგ რაც რუსეთში მოღვაწე ქართველმა, რუსული ესტრადის ვარსკვლავმა სოსო პავლიაშვილმა თავის (!) დიად სამშობლოს (!) რუსეთს - გულამაყუჩებელი სიმღერა იგივე პათოსით უმღერა, როგორც ეს 1989 წელს გააკეთა (მხოლოდ საქართველოს მისამართით) ქართველების მორიგი რისხვა დაიმსახურა, თუმცა ბესო ჩუბინიძის გადაცემაში "პირისპირ" სადაც ჟურნალისტმა 15 წლის შენახული და გაუმჟღავნებელი ამბავი მოყვა სოსო პავლიაშვილის შესახებ, მაყურებელი, რომელიც გადაცემაში რეკავდა ნაწილობრივ ამართლებდა კიდეც სოსო პავლიაშვილის საქციელს, რადგან დღეს ის რუსეთში მუშაობს და სწორედ რუსეთმა აქცია ეს მომღერალი ვარსკვლავად, თორემ საქართველოში დარჩენის შემთხვევაში ის, ერთი რიგითი იქნებოდა, ისე როგორც ბევრი ქართველი ე.წ. ვარსკვლავი, რომლებსაც დიდი-დიდი ქართული არხების ტელე-შოუებში თუ მიიწვევდნენ სხვადასხვა გადაღეჭილი თემების განხილვით


imageგაზეთ "ვერსიაში" კი დათო ოქიტაშვილმა (რომელიც პავლიაშვილის დიდი ხნის მეგობარი იყო და მისი ნათესავიცაა) რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლების - სოსო პავლიაშვილის და თამარ გვერდწითელის დუეტს, მისთვის მიუღებელი უწოდა, - როდესაც მომღერლებმა რუსეთი „სამშობლოდ“ მოიხსენიეს. მიუხედავად იმისა, რომ სოსო პავლიაშვილი მისი შვილის ნათლიაა, არც მის კონცერტს და არც თამარ გვერდწითელის კონცერტს საქართველოში ის, აღარ გააკეთებს:


- ჩემთვის სოსოზე საუბარი ძალიან რთულია, იმიტომ რომ ჩემი უფროსი ქალიშვილის ნათლიაა, მაგრამ ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია-მიუღებელი იყო ის სიმღერა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარცელდა სოციალური ქსელში... ერთი რამ ვიცი-როცა საქართველოსა და რუსეთს შორის ასეთი დამოკიდებულებაა, ათასობით ადამიანი საკუთარ მიწა-წყალს, სახლ-კარსაა მოწყვეტუილი და წლები სახლში დაბრუნებას ელის, მათთვის ასეთი ნაბიჯები თანამემამულეებისგან ბევრად მტკივნეულია. მხოლოდ ის არ მესმის, რატომ აკეთებენ აქცენტს მხოლოდ სოსოზე, ეს დუეტია თამარ გვერდწითელთან. მათგან არც მიკვირს, რადგან რუსეთის მოქალაქეები არიან, წლებია იქ ცხოვრობენ. იმედია, სოსო ჩემ სიტყვებს სწორად გაიგებს - მის არჩევანს არ ვამართლებ! ვინც მიცნობს, ჩემი დამოკიდებულება არავის გაუკვირდება. ვინც გინდა იყოს, თუნდაც საკუთარი ძმა, თუ სამშობლოს წინააღმდეგ წავა, ჩემთვის აღარ იარსებებს და დიახ, ამ სიმღერით, სოსო პავლიაშვილმა და თამარ გვერდწითელმა ომში დაღუპული ბიჭების გვამებს გადაუარეს და მათი საფლავები გადათელეს!... ჩავშალე და ჩავშლი ყოველთვის პავლიაშვილისა და გვერდწითელის კონცერტებსაც საქართველოში აღარ გავაკეთებ. ამის სურვილი არ მაქვს. არც შევხმიანებივარ და არც ვაპირებ, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს თავიანთი რუსეთი და თვიანთი მდელოები“.



რას ფიქრობს ამ თემასთან დაკავშირებით თავად სოსო პავლიაშვილი და თამარ გვერდწითელი, "ვარსკვლავები" ცდილობს მათთან დაკავშირებას და ნებისმიერ მომენტში როცა ეს მოხერხდება, ორივეს კომენტარს მაშინვე შემოგთავაზებთ.


image


კატეგორიულად აკრძალულია ფოტოების უნებართვოდ დაკოპირება და გავრცელება


0
453
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
453
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0