x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134377
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
ემოციონალური მდგომარეობა როგორც მოწონების განმსაზღვრელი
ჩვენ განვიცდით და გამოვხატავთ ემოციებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. პოზიტიური და ნეგატიური მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში გავლენას ახდენს ჩვენს ზოგად გუნება- განწყობაზე, ანუ აფექტურ მდგომარეობაზე.

ჩვეულებრივი ტერმინი აფექტი გამოიყენება, რათა მივუთითოთ ემოციებსა და გრძნობებზე.ორი მნიშვნელოვანი მახასიათებელი აფექტისა არის ინტენსიობა (ემოციის სიძლიერე) და მიმართულება (ემოცია არის პოზიტიური თუ ნეგატიური) . აფექტის პოზიტიურ-ნეგატიური განზომილება ქმნის კონტინიუუმს, რომლის ერთ ბოლოში ლოკალიზირდება უკიდურესად პოზიტიური, ხოლო მეორე ბოლოში უკიდურესად ნეგატიური აფექტური მდგომარეობა, ნეიტრალურის გავლით. ჩათვლილია, რომ აფექტური მდგომარეობა გავლენას ახდენს ჩვენს პერცეპციაზე, კოგნიციაზე, მოტივაციაზე, გადაწყვეტილების მიღებაზე და ინტერპერსონალურ შეფასებაზე.

მუსიკა, ემოციები და მოწონება. მუსიკა საკმაოდ გავრცელებულია ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ამასთან ის შეიძლება დაექვემდებაროს ინდივიდის

კონტროლს.ამდენად შეიძლება მისი გარედან კონტროლირება. ანთროპოლოგმა ჯეიმს შაფერმა შემოიარა ასზე მეტი ღამის კაბარე და შეამჩნია, რომ სევდიანი (მინორული) მუსიკის ფონი ასოცირებული იყო ალკოჰოლის ნაკლები რაოდენობით მიღებასთან. აქედან გამომდინარე დასვეს საკითხი, მუსიკას, როგორც ემოციის გამომწვევ სტიმულს, ასევე აქვს თუ არა გავლენა ინტერპერსონალურ ქცევაზე?


მეი და ჰამილტონმა იკვლიეს ემოციებსა
და მიზიდვას შორის ურთიერთობა მუსიკის გამოყენებით. მკვლევარებმა ჯერ იკვლიეს თუ რომელი სტილის მუსიკა მოსწონდათ კოლეჯის სტუდენტ გოგონებს. დადგინდა, რომ მათ როკ–მუსიკა გაცილებით უფრო მოსწონდათ, ვიდრე კლასიკური მუსიკა. ამის შემდეგ, გოგონა სტუდენტებს სთხოვდნენ, უცხო მამაკაცის სურათების შეფასებას მოწონების სკალაზე. შეფასების პერიოდში, როგორც ფონი, ისმოდა ან როკ–მუსიკის ჰანგები, ან კლასიკური მუსიკის ჰანგები, ან შეფასება ხდებოდა ყოველგვარი მუსიკის ფონის გარეშე. შედეგები აჩვენებდა, რომ გოგონები მეტ მოწონებას გამოხატავდნენ ამ სურათების შეფასებისას, როცა შეფასება როკ–მუსიკის მოსმენის ფონზე მიმდინარეობდა. ნაკლები იყო მოწონების ხარისხი კლასიკური მუსიკის ფონის პირობებში, და უფრო ნაკლები იყო, როცა შეფასება მუსიკალური ფონის გარეშე ხდებოდა. გარდა ამისა, ზოგიერთი მამაკაცის სურათი როკ–მუსიკის ფონზე უფრო მიმზიდველად ფასდებოდა, ვიდრე კლასიკური მუსიკის ფონზე. ამდენად, ჩაითვალა რომ მუსიკა მოქმედებდა ინდივიდის გუნება–განწყობაზე (აფექტურ მდგომარეობაზე), გუნება –განწყობა კი ინტერპერსონალურ შეფასებაზე.

კვლევითი მონაცემები კონსისტენტურად
მიუთითებენ, რომ მოვლენები, რომლებიც იწვევენ პოზიტიურ გრძნობებს, ზრდიან ინტერპერსონალურ მოწონებას, ხოლო ნეგატიური მოვლენები ამცირებენ მას. მონაცემები მიღებულ იქნა ისეთი პირობებიდან, როგორიცაა მაღალი ჰაერის ტემპერატურა, არაკომფორტაბელური ნოტიო ოთახი, კეთილი–დაბოლოების წინააღმდეგ კრიტიკული ფოლმების ყურება და ა.შ

ასევე კვლევებმა აჩვენს, რომ დეპრესიული ინდივიდები ჩვენში არაკომფორტულ გრძნობას იწვევს და ჩვენც ნაკლებად მოგვწონს ის.

იკვლიეს აგრეთვე რადიოთი მოსმენილი
კარგი ახალი ამბები წინააღმდეგ ცუდი ახალი ამბების გავლენა ინტერპერსონალურ ქცევაზე. ვეიტჩმა და გრიფიტმა (1976) რათა შეემოწმებინათ ეს ჰიპოთეზა, სუბიექტს კვლევის დაწყების წინ რადიოთი მოასმენინეს ახალი ამბები (სუბიექტები ფაქტიურად უსმენდნენ წინასწარ მომზადებულ აუდიო ჩანაწერს) . აღმოჩნდა, რომ კარგი ახალი ამბები იწვევდა პოზიტიურ ემოციონალურ რეაქციას და სუბიექტები, რომლებიც მას უსმენდნენ, შედეგად გამოხატავდნენ მეტ მოწონებას უცხოს მიმართ. ცუდი ახალი ამბების მოსმენას ჰქონდა საწინააღმდეგო ეფექტი. მცირდებოდა მოწონება.

მრავალ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება არ ვაცნობიერებდეთ ჩვენი
პოზიტიური ან ნეგატიური გრძნობების წყაროს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი მოქმედებენ ჩვენს ქცევაზე, განსაკუთრებით, შეფასებაზე. ამრიგად, ექსპერიმენტული მონაცემები კონსისტენტურად მიუთითებენ, რომ პოზიტიურ გრძნობებს მივყავართ პოზიტიურ შეფასებამდე და ნეგატიურ გრძნობებს– ნეგატიურ შეფასებამდე.


0
59
შეფასება არ არის
ავტორი:ანა შარია
ანა შარია
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0