x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცნობილი აბრაგის უცნაური სიკვდილი, კაცი რომელიც ტყვიების "წვიმებს" გადაურჩა ღელეში დაიხრჩო.

ვუძღვნი ჩემს ნათლიას!!!
image სამეგრელოში ცნობილი აბრაგის ცხოვრების უცნაური დასასრული, კაცი რომელმაც ტყვიების "წვიმა" გამოიარა პატარა ღელეში დაიხრჩო.
მინდა მოგითხროთ აბრაგის ნამდვილი ისტორია, რომელიც ჩემი ნათლიის მამისა და ბაბუაჩემის მონათხრობის მიხედვით შევადგინე და მინდა თქვენ გაგიზიაროთ ძვირფასო მკითხველო.
"ჩემს ახალგაზრდობაში ხშირად მინახია ჩოხა ახალუხში გამოწყობილი კაცი, რომელსაც მუდამ შავი ყაბალახით ჰქონდა თავი წაკრული და წვიმიან ამინდში ნაბდით დადიოდა"-ასე დაიწყო ნათლიას მამამ ჩვენი ისტორიის გმირზე საუბარი.
"მახსოვს მძლავრი აღნაგობის ასაკოვანი მამაკაცი რომელიც ომახიანად საუბრობდა და გრძელტარიანი ყალიონს "აფუილებდა"".
"ერთხელაც დამიძახა და მკითხა: ვისი ხარ ბაბუ შენ? რომ ვუპასუხე ვისი შვილი და შვილიშვილიც ვიყავი, გაუხარდა და მითხრა: კარგი მამის და ბაბუის შვილიშვილი ყოფილხარ ბაბუ და აი ეს ქარვის კრიალოსანი ჩემგან საჩუქრადო".
"ჯერ ვიუარე, მაგრამ მოხუცის თვალების გამომეტყველებამ მიმახვედრა, ის არ იყო ის კაცი, ვინც ვინმეს უარს მიიღებდა და მეც გამოვართვი. როგორც კი მივედი სახლში ბაბუას მოვუყევი, ბაბუ ასე და ასე იყო და ასეთი გარეგნობის მოხუცმა ეს კრიალოსანი მაჩუქა მეთქი".
"ბაბუას სახე გაებადრა და გაეცინა, მადლიერი კაცია ჯოტო (სახელი შეცვლილია)ბაბუა. როცა ჩაფრები და "სტრაჟნიკები", მერე მენშევიკები, მენშევიკების წასვლის მერე კი ჩეკისტებიც დასდევდნენ მოსაკლავად, მის ცოლშვილს მე ვუგზავნიდი პროდუქტებს, რადგან მე და ჯოტო ბავშვობის მეგობრები ვიყავით ბაბუ და წესიერმა კაცმა მეგობრის ოჯახი გასაჭირში არ უნდა მიატოვოსო. დამაინტერესა ჯოტოს ისტორიამ და ბაბუას ვთხოვე მოეყოლა მისთვის ცნობილი ისტორიები ამ ადამიანზე.
ბაბუამაც დაიწყო: ბაბუ ჯოტოს ისევე როგორც მე-კარგი ჩაცმა, იარაღის და კარგი ცხენის სიყვარული ჯიშად მოგვდგამდა. სადაც კი გავიგებდით მე და ჯოტო ამა და ამ კაცს კარგი ცხენი ჰყავსო, ორივე იქით მივაჭენებდით ცხენებს და სანამ თავად არ გამოვცდიდით ჩვენს ცხენებთან ჭიდილში არ ვიჯერებდით. ერთხელაც თავადი ჩიჩუების მეჯინიბემ გვითხრა ბატონს ყაბარდოდან ჩამოუყვანეს ცხენი, მისი ბადალი საქართველოში მეორე არ იქნებაო. მე და ჯოტოს რა გაგვაჩერებდა ეს ცხენი არ გვენახა, თან ჩიჩუას მოურავი ჩემი ძუძუმტე იყო ბაბუა და მიმესვლებოდა ჩიჩუებთან. მივედით და მართლაც ვნახეთ ჯერ კიდევ გაუხედავი ულაყი, რომელიც მოუსვენრობისაგან მიწას ურტყამდა ფლოქვებს და ცხვირის ნესტოებს ფართოდ ბერავდა გაბრაზებული.
ცხენის დანახვაზე ჯოტო ისე გაფითრდა ვიფიქრე ცუდად ხომ არ გახდა მეთქი, მაგრამ ჯოტოს ავადმყოფობა არასდოს არ გამეგო და ეს აზრიც უკუვაგდე.
ჯოტომ კი არც აცია არც აცხელა თავად ჩიჩუას მიმართა" პატონსკუა" (ბატონიშვილო) მომეცი ნება ეს ცხენი გავხედნოო. ჩიჩუამ დიდ ულვაშებში ჩაიღიმა და უპასუხა: "წიე" (ბიჭო) ასეთი ახალგაზრდა შეძლებ ისეთი ცხენის გახედნას, რომლის გახედნა ჩემმა "ცხენეჯებმა" (მეჯინიბეებმა) ვერ მოახერხესო?
მიბრძანე "პატონსკუა" (ბატონიშვილო) და გავხედნი თქვენს ცხენსო არ დააყოვნა ჯოტომ.
მართლაც მისცეს ჯოტოს ცხენის გახედვნის ნება და ჯოტომაც დაიწყო მზადება, ყაბალახის ბოლოები მჭიდროდ შემოიხვია, რომ არ ეფრიალა, ჩოხის კალთები ქამარში ჩაიკეცა და სატევარიც მოიხსნა.
გაუხედნავ ცხენს როგორც იქნა გაუკეთეს ლაგამ-აღვირი და ჯოტოც ეგრევე ზურგზე შეაფრინდა უუნაგირო ზურგზე ცხენს. განცვიფრებული ცხენი ჯერ უკანა ფეხებზე შესდგა, მერე განზე გახტა, მაგრამ მხედარი რომ ვერ ჩამოაგდო ეზოში გაჭენდა, გახსენით ჭიშკარი იყვირა ჭოტომ, მართლაც გაუხსნეს ჭიშკარი და ულაყი ისარივით გაიჭრა ეზოდან. მეც და მთელი იქ მყოფი ხალხიც ცხენებს შევახტით ბაბუ და გავედევნეთ რათა გვენახა რით დამთავრდებოდა ცხენის გახედვნის მცდელობა, ჯოტოც და ცხენიც მალე დაგვეკარგა ხედვის არედან არც ჩემი ცხენი იყო ბაბუ ჯაგლაგი და არც მე დამიზოგავს მაგრამ მაინც ვერ დავეწიე ჯოტოს.
კარგა ხანს ვერსად ვერ ვიპოვეთ ჯოტოც და ცხენიც და თავადმა სთქვა: მოკლა ალბათ ცხენმა ის ახალგაზრდა და მოიძიეთ ის საცოდავიო, მე კი ვიცოდი ასე მარტივად ჯოტოს ცხენი ვერ მოიშორებდა და ველოდებოდი მის გამოჩენას. მართლაც გამოჩნდა ჯოტო გაქაფული და უკვე მორჩილი ცხენით. თავადმა წელიდან მოიხსნა ვერცხლის ბალთებით გაწყობილი ქამარი სატევართან ერთად და ჯოტოს გადასცა ალალია შენისთანა ვაჟკაცმა ახალგაზრდამ ატაროსო. ჯოტომაც მადლობა გადაუხადა და ჩვენც ჩვენს გზას გავუდექით.
თუმცა სადაც სიკეთეა იქ ბოროტებაც მალევე იჩენს თავს და მალე თავადს მოპარეს ჯოტოს მიერ გახედნილი ცხენი პირდაპირ საჯინიბოდან, მეჯინიბემ კი განაცხადა: სანამ პირს ამიკრავდნენ, ცხენის ქურდებში პირშებურვილი ჯოტო ამოვიცანიო, იმავე დღეს ბოქაული და ჩაფრები მიადგნენ ჯოტოს სახლში და გაყოლა მოსთხოვეს. ჯოტოც გაჰყვა და თავადს მიჰგვარეს, რა უყავი "წიე" (ბიჭო) ჩემი ცხენი? ჯოტო განცვიფრებისაგან გაშეშდა და თავადს შეჰკადრა: რატომ მკადრებთ "პატონსკუა" (ბატონიშვილო) ცხენის ქურდობას, როდის მერე გახდა ჯოტო ცხენის ქურდი?
ეგ მე არ ვიცი, შენს მეტი ვერავინ გაბედავდა ჩემს ცხენზე შეჯდომას-ბრძანა თავადმა და ბოქაულს უთხრა აბა თქვენგან ველი საქმის დასრულებასო. წაიყვანეს ჯოტო და მისი პროტესტის მიუხედავად ძელზე მიბმული ეს ვაჟკაცი კაცი, ბავშვსაც კი უბატონოდ რომ არ მიმართავდა უმოწყალოდ სცემეს მათრახებით.
ჯოტომ უთხრა ბოქაულს: ხომ იცი უდანაშაულო ვარ, მალე გავალ აქედან და ჯერ იმ ცხენის ქურდს მოვძებნი და მოვკლავ, მერე შენს ოჯახს დავაობლებ და სახლკარსაც გადაგიბუგავო. დაადეს ბორკილები ჯოტოს ბაბუა და ჩააგდეს საკანში, საკანი და ციხე ახლა რომაა ისეთი კი არ იყო ბაბუა, ალიზის კედლები იყო და ფირფიცრის იატაკი. მე და რამდენიმე მისმა მეგობარმა მოვახერხეთ როგორც იყო და უკუნ და ქარიან ღამეს გაქცევა მოვუხერხეთ ჯოტოს.
იმავე ღამით ორი მაუზერი შემოირტყა წელზე ჯოტომ, მოკლე კარაბინი აიღო, პატრონტაში ჯვარედინად გადაიგდო მხრებზე და სანამ ცხენს მოახტებოდა დამიბარა: ილია თუ ვერ დავბრუნდი ცოცხალი მიმიხედე ცოლშვილს, როგორც ძმამ და მეგობარმაო. დამემშვიდობა ბაბუ და უკუნ ღამეს მისცა თავი.
მეოთხე დღეს კი საღამო ხანს დასახლებაში ისევ გამოჩნდა ჯოტო, რომელსაც ორი ხელებშეკრული კაცი მოსდევდა უკან ძუნძულით. ჯოტო ჩიჩუას სასახლეს მიადგა და დაიძახა: "პატონსკუა" (ბატონიშვილო) მოვიყვანე შენი ცხენის ქურდები და გამოდი გარეთო.
სხვას ვის უნდა გაებედა თავადისათვის კარში გამოდიო თუ არა ჯოტოს, გამოვიდა თავადი და რომ დაინახა ხელებშეკრული 2 მამაკაცი, იყვირა: ახლავე მომგვარეთ ოტიაო (ოტია იყო ის მეჯინიბე ვინც ჯოტოს ადებდა ხელს ცხენის მოპარვაში), ვინაა "წიე" (ბიჭო) ეს კაცები? დაუღრიალა თავადმა ოტიას, ოტიას კი შიშით ლამის სული გასძვრა. როგორც აღმოჩნდა ერთი ოტიას ნახევარძმა აღმოჩნდა, ხოლო მეორე კი მისი ძუძუმტე სამურზაყანოდან.
ბატონმა ბრძანა და ის იყო ოტიაც ხელებშეკრულებისათვის უნდა მიესვათ გვერდით, მაგრამ ჯოტომ მაუზერი დააძრო და შეძახილით: ვინც ჯოტოს ცხენის ქურდობა დააბრალა სიცოცხლის ღირსი არააო 3 ტყვია დაახალა ზედიზედ ოტიას, თავად კი ცხენს მოახტა და სანამ იქ ბოქაული და მისი ჩაფრები გამოჩნდებოდნენ თვალს მიეფარა.
იმავე ღამეს კი ბოქაულის ნალია და სამზადი მისცა ცეცხლს, ხოლო ის ორი ჩაფარი ვინც ეს მართალი კაცი უმოწყალოდ სცემა მათრახით მათივე სახლებში ჩაცხრილა.
დასახლებაში გამოსულმა ბოქაულმა და ხელისუფლებამ ხალხი შეკრიბეს და განუცხადეს: ვინც ხელს შეუწყობს ჯოტოს, გავაციმბირებთ და დაიმახსოვრეთო.
რამდენიმეჯერ მოიქციეს ჯოტო ალყაში, მაგრამ ყოველთვის მოახერხა რაღაცნაირად თავის დაღწევა ბაბუ.
ერთხელაც ღამით პირდაპირ ბოქაულს და 1 ჩაფარს გადააწყდა ჯოტო, გვერდის აქცევა სცადა, მაგრამ ბოქაულმა იცნო და რევოლვერის ამოღება სცადა, მაგრამ აბა ჯოტოს როგორ დაასწრებდა სროლაში, კაცი ვაშლს აგდებდა ხიდან მაუზერის ტყვიით. ბოქაული ადგილზევე მოკლა ხოლო შეშინებულ ჩაფარს კარაბინი აართვა და გაუშვა.
ერთი პერიოდი დაიკარგა ჯოტოს კვალი და გვეგონა ან მოკლეს ან თავად მოკვდა სადმე მიუსაფარი აბრაგიო. მე და რამდენიმე ჯოტოს მეგობარი რიგრიგობით ვაწვდიდით მის ოჯახს საკვებ პროდუქტს და ცოტა ფულსაც.
შეიცვალა დროება და ხელისუფლებაში მენშევიკები მოვიდნენ ბაბუა, ჟორდანიას მეთაურობით და როცა არავინ არ ელოდა ისე გამოჩნდა ჯოტო, თურმე ამ წლების მანძილზე ლაზებთან იმალებოდა თურქეთში და ლაზ აბრაგებთან ერთად აწიოკებდა თურქებს.
ახალ ხელისუფლებას პრეტენზიები არ გასჩენია ჯოტოს მიმართ და ისიც ნელ-ნელა დაუბრუნდა მშვიდ ცხოვრებას".
1 ნაწილის დასასრული

16
1087
24-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1087
  
2015, 1 თებერვალი, 22:12
საკმაოდდ, კი ნათლიას ჰქონდა დაწყებული ადრე აქ დასადებად და რომ წავიდა საიტიდან მე მაჩუქა და მე დავასრულე პირველი ნაწილი და დავწერე მეორე.
2015, 1 თებერვალი, 22:09
ჯერ ბოლომდე ვერ წავიკითხე,ისე კი თვალი გადავავლე და ახლა დაწვრილებით ვკითხულობ.გრძელი ამბავია.
2015, 1 თებერვალი, 22:07
კი ნამდვილია, შევკვეცე თორემ მთელი ტომი გამოვიდოდა.
2015, 1 თებერვალი, 22:00
ნამდვილი ამბავია?
2014, 19 დეკემბერი, 21:29
დიდი მასალაა და დრო სჭირდება...
2014, 19 დეკემბერი, 21:29
ხვალ დავდებ აუცილებლად. :))
2014, 19 დეკემბერი, 20:27
დაგემთავრებინა რა იქნებოდა (( :D
2014, 19 დეკემბერი, 20:17
აუ კანონგარეშე მალე დადე რა კაცურააად::D
2014, 19 დეკემბერი, 19:13
მეორე ნაწილში უფრო ნახავთ მიზეზს, რატომაც არ ვასახელებ ნამდვილ სახელს.
2014, 19 დეკემბერი, 18:58
აჰა ახლა გასაგებია
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10