x
image
worldsport.ge
ფეხბურთის ასოციაციამ ბალოტელი დააჯარიმა

imageიტალიის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" თავდამსხმელი მარიო ბალოტელი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ რასისტული გამონათქვამის გამო ერთი მატჩითა და 25 000 ფუნტი სტერლინგით დააჯარიმა.
1 დეკემბერს ბალოტელიმ "ინსტაგრამზე" ფოტო გამოაქვეყნა სადაც ეწერა: "მარიო დახტის როგორც შავი კაცი და აგროვებს მონეტებს, როგორც ებრაელი". აღნიშნული პოსტი ფეხბურთის ასოციაციას არ გამოჰპარვია და მარიო კვლავ სკანდალში გაეხვია.
იტალიელ ფეხბურთელს აგრეთვე აღმზრდელობითი კურსების გავლა მოუწევს და შესაძლოა "ლივერპულისგან" დისციპლინარული სასჯელიც მიიღოს. აღნიშნული განცხადების შემდეგ ბალოტელიმ ბოდიში მოიხადა და საზოგადოებას დაპირდა, რომ გამოსწორდება.



გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
138
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0