x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ინკლუზიური განათლება
დღეისთვის ძალზედ აქტუალურია ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები. დიდი დავისა და კამათის საკითხია თუ რომელ ან თუნდაც როგორ სკოლაში განვითარდებიან სპეციალური საგანმანათებლო საჭიროების მქონე ბავშვები : სპეციალურ სკოლაში თუ ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში?


ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც თუ ისე მარტივია, აქ მთელი რიგი ფაქტორებია გასათვალისწინებელი , ამიტომ განვიხილოთ თითოეულ შემთხვევაში როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესები, როგორ მიდის გაკვეთილის დიმანიკა, რა აქტივობები გამოიყენება, რა ურთიერთობა აქვთ ბავშვებს ერთმანეთის მიმართ და ასევე მასწავლებელსა და მოსწავლეს, როგორ ახდენენ თავიანთი თავის იდენტიფიკაციას გარემოსთან და როგორ ცდილობენ თავის დამკვიდრებას, რადგან როგორც ჯეიმსი ამბობს ყველაზე დიდი სასჯელია ადამიანისთვის სოციუმის მიუღებლობა, იყო ისეთ საზოგადოებაში, სადაც არ გაქცევენ ყურადრებას, არ ინტერესდებიან შენი მოქმედებით და არაფრად გაგდებენ .


ამა და კიდევ სხვა კომპონენტების გათვალისწინებით შესაძლებელია, გამოვყოთ პუნქტები, რომელთა დახმარებითაც შევადარებთ ერთმანეთს სპეციალურ სკოლასა და ჩვეულებრივ საჯარო სკოლას.

ფიზიკური გარემო
უნდა აღინიშნოს, რომ ორივე სკოლა არის აღჭურვილი შესაბამისი პანდუსებით, ადაპტირებული ავეჯით, აუდიო-ვიდეო აპარატურით, კომპიუტერით, პრინტერითა
და ქსეროქსით. კედლები არის გაფორმებული მოსწავლეების ნახატებითა და სურათებით. ორივე სკოლაში საჭირო ოთახში მითითებულია სურათებით ონკანის
გამოყენების ინსტრუქცია, ასევე მათთვის ვისაც უჭირს ფეხზე დიდხანს დგომა დადგმულია ე.წ. უნიტაზი . შეიძლება ითქვას ასე თუ ისე ორივე სკოლა ცდილობს მაქსიმალურად კომფორტი შეუქმნას სპეციალური (არა მხოლოდ) საგანმანათებლო
საჭიროების მქონე ბავშვებს.

გაკვეთილის პროცესი


გაკვეთილის პროცესი ორივე სკოლაში საკმაოდ დინამიურია. სპეციალურ სკოლაში მასწავლებელი თავიდან აცნობს დღეს, კითხულობს სიას და აცნობს ასევე გაკვეთილის
თემას. ცდილობს ყველა მოსწავლე ჩართოს გაკვეთილის პროცესში, თითოეულს უსვამს კითხვას და სწორი პასუხის შემთხვევაში აქებს, ინდივიდუალურად უდგება თითოეულ მოსწავლეს მაგ, თუ მასწავლებელი ეუბნება რომ გააფერადონ შემთხვევითი
შერჩევის საფუძველზე მიღებული ციფრები და ერთი არ ასრულებს დავალებას, მასწავლებელი არ აძალებს და თემასთან დაკავშირებულ სხვა აქტივობაში რთავს, ამ შემთხვევაში დაფასთან გამოყავს და ათვლევინებს ციფრებს. მიწურულს
აჯამებს გაკვეთილს, აფასებს ბავშვებს პოზიტიურად და ემშვიდობება.
რაც შეეხება საჯარო სკოლას, სამწუხაროდ , ვერ დავესწარით თვითონ გაკვეთილს, თუმცაღა ერთ-ერთმა მასწავლებელმა აღგვიწერა პროცესი. ამ შემთხვევაში, როგორც ვიცით დაახლოებით 35- 40 კაციან კლასში არის ერთი, ორი ან სამი სპეციალური საგანმანათებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, ამიტომ ამ ბავშვებთან გარდა საგნის მასწავლებლისა გაკვეთილს ესწრება სპეცპედაგოგი, რომელიც აკონტროლებს მის ქცევას და მობილიზებას გაკვეთილზე. ეხმარება დავალებების შესრულებასა და ამა თუ
იმ საგნის ათვისებაში. აქ, როგორც მასწავლებელმა გვითხრა ბავშვის შექება არ ხდება,
უმეტესად ცდილობენ რეალურად შეაფასონ მოსწავლეები, მაგ : როგორ სწორად ამოხსენი და არა რა კარგად ამოხსენი. როცა იღლებიან სსსმ მოსწავლეები, მასწავლებელი ცდილობს დააკაოს რაიმე საჭირო საქმით , მაგ: დაფის გასუფთავებით, რვეულის ან კალმის მიტანით და ა.შ. ესეთი „ განტვირთვა“ ხშირად ხდება.
ორივე სკოლაში არის ასევე ინდივიდუალური მეცადინეობები იმ მოსწავლეებისთვის ვისაც ეს ესაჭიროება და რომელი ბავშვის მშობლისგანაც აქვთ ამის უფლება. ამ ოთახებს უწოდებენ რესურს ოთახებს.

ურთიერთობა
საკმაოდ თბილი, საქმიანი და კეთილსინდისიერი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ როგორც მასწავლებელსა და სსსმ მოსწავლეს, ასევე მოსწავლეებს ერთმანეთის მიმართ.
სპეციალურ სკოლაში როგორც უკვე აღვნიშნე, მასწავლებლები თბილად ეპყრობიან მოსწავლეებს და აქებენ მათ სწორი პასუხისა თუ კარგი ქცევის დროს. არაადეკვატური ქცევის დროს არიან მშვიდად, არ უყვირიან, არ იყენებენ ფიზიკურ ძალას, პირიქით ცდილობენ მშვიდად გაესაუბრონ და მხარზე ხელის დადებით თავიანთ ადგილზე დააბრუნონ. საჯარო სკოლაშიც ასეთივე ურთიერთობაა, თუმცაღა უნდა აღინიშნოს
ის ფაქტიც, რომ ტრენინგებსაც უტარებენ მასწავლებლებს თავიდან, რათა სწორად დაამყარონ ურთიერთობა და სწორი აზრი შეექმნათ სსსმ მოსწავლეებზე, რადგან სამწუხაროდ, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც უარყოფითად უყურებენ სსსმ ინდივიდებს, არის შემთხვევები როცა დებილადაც კი მოიხსენიებენ, რაც შემზარავია.
რაც შეეხება მოსწავლეების ურთიერთდამოკიდებულებას . ყველაზე მეტად იმით მოვიხიბლე, რომ საჯარო სკოლაში ბავშვები ყველანაირად ცდილობენ კარგი გარემო შეუქმნან სსსმ მოსწავლეებს. ეხმარებიან სეირნობაში, თამაშობენ მათთან ერთად, არანაირ გარე სასკოლო აქტიობაში არ ერთვებიან თუ სსსმ მოსწავლე არ მიდის, ყველანაირად უწყობენ მათ დამკვიდრებას სოციუმში. სპეციალურ სკოლაშიც თბილი ურთიერთდამოკიდებულება აქვთ ბავშვებს ერთმანეთის მიმართ, ეხუმრებიან ერთმანეთს, ეხმარებიან, უსმენენ და პატივს სცემენ ერთმანეთის აზრს.


ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის პროცესი ორივე სკოლაში იდენტურად მიმდინარეობს . ისგ-ს ადგენს, აფასებს და გადახედავს ინკლუზიური სწავლების მულტიდისციპლინური გუნდი, სსსმ მოსწავლის მშობელი და შესაძლებელია თავად
სსსმ მოსწავლე. ისგ ეყრდნობა ეროვნულ სასწვლო გეგმას და ითვალისწინებს სსსმ მოსწავლის ყველა საგანმანათებლო საჭიროებას, ამ საჭიროების დაკმაყოფილების გზებსა და ყველა დამატებით აქტიობას, რომელიც აუცილებელია ისგ-ით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ აუცილებელი არ არის ისგ შექმნა ყველა საგანში, იქმნება იმ საგანში რომელშიც საჭიროებს სსსმ მოსწავლე. ისგ-ს ყავს აუცილებლად პასუხიმგებელი პირი. აქვს
გრძელვადიანი მიზნები, რომელიც იყოფა შემდეგ მოკლევადიან მიზნებად და ყველანაირად ცდილობენ, წლის ბოლოს იქნეს ყველა მიზანი მიღწეული, თუმცა ეს ხანდახან საკმაოდ რთულია, ამიტომ შესაძლებელია ყველა მიზანი ვერ იქნეს სრულყოფილად შესრულებული.

საბოლოო ჯამში, ორივე სკოლა თავის მხრივ პოზიტიური და ეფექტურია, მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ არის ისეთი შემთხვევები, როცა საჯარო სკოლა სამწუხაროდ არ აძლევს სსსმ მოსწავლეს არაფერს, არ მიყავს წინ, შეიძლება კიდევაც უკან დახიოს ანუ მოხდეს უკუგანვითარება, ამიტომ ასეთ დროს, ალბათ, უკეთესია სპეციალური სკოლა . გარდა ამისა, არიან ისეთი მოსწავლეები, რომლებსაც უნდათ იყვნენ ლიდერები, ასეთ შემთხვევაშიც თუ სსსმ მოსწავლე ძლიერია, ის საკუთარ თავს უფრო დიდი ალბათობით სპეციალურ სკოლაში დაიმკვიდრებს და იგრძნობს თავს კომფორტულად ვიდრე საჯარო სკოლაში. მოკლედ, იმისთვის რომ მოხდეს სწორი არჩევანი სპეციალურ სკოლასა თუ საჯარო სკოლას შორის, აუცილებელია ბავშვის შესაძლებლობების ადექვატური შეფასება, მისი კეთილდღეობისთვის აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და რაც მთავარია, სკოლა უნდა აძლევდეს მოსწავლეს წინ განვითარების საშუალებას, რადგან ისინი უნიკალურნი არიან, აქვთ გეგმები და შეუძლიათ ამ გეგმების წარმატებით შესრულება, გარდა ამისა კარგი იქნება თუ უფრო მეტ დამატებით ღონისძიებებს ჩაატარებენ, მაგ : ტრენინგებს მშობლებთან, პედაგოგებთან, ასევე დაასაქმებენ სსსმ მოსწავლეებს, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნე, ზოგს მართლაც რომ შეუძლია მისთვის შესაბამისი სამუშაოს პატიოსნად და კარგად შესრულება.

0
138
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა შარია
ანა შარია
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0