x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
2014 წლის ყველაზე გახმაურებული ქორწილები
გასული 2014 წელი რამოდენიმე ცნობილი ადამიანის და მათი თაყვანისმცემლებისათვის დასამახსოვრებელი იყო იმით, რომ ამ წელს გაიმართა საკმაოდ ბევრი ხმაურიანი ქორწილი. მოდით თვალი გადავავლოთ წლის ყველაზე გახმაურებულ ქორწინებებს.




ამერიკული რეალითი - შოუების ვარსკვლავი, კინომსახიობი და ფოტომოდელი კიმ კარდაშიანი 24 მაისს უკვე მესამედ გათხოვდა-ამჯერად მისი რჩეული რეპერი კანი უესტი გახლდათ. საქორწილო ცერემონია ფლორენციაში, XVI საუკუნის ცეხესიმაგრე ფორტე-დი-ბელვედერში ჩატარდა, სადაც რეპერის თქმით, მათი გოგონა ნორტი ჩაისახა.


image



რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი ხნის ნანატრ ქორწინებად შეიძლება ჩავთვალოთ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქორწილი, რომელიც 23 აგვისტოს შედგა საფრანგეთში. ნიშნობის შესახებ მსახიობებმა ჯერ კიდევ 2012 წელს გამოაცხადეს- შვიდწლიანი თანაცხოვრების შემდეგ. წყვილს ექვსი ქალიშვილი ჰყავს, რომელთაგან სამი აყვანილია.



image



30 აგვისტოს პოპ-მომღერალი და მსახიობი ეშლი სიმპსონი დაქორწინდა მუსიკოს ევან როსზე, რომელთანაც წელიწადზე მეტია ახლო ურთიერთობა აქვს. ეშლისთვის ეს მეორე ქორწინებაა, ხოლო ევანისათვის-პირველი.


image



ჯენიფერ ლოპესის ყოფილმა ქმარმა - მსახიობმა მარკ ენტონიმ და ვენესუელელმა მოდელმა შენონ დე ლიმამ საქორწინო კავშირი შეკრეს ამ წლის ნოემბერში. მარკი და შენონი 2012 წლის დასაწყისიდან ხვდებოდნენ ერთმანეთს ათი თვის განმავლობაში, თუმცა შემდეგ ერთმანეთს დასცილდნენ. ერთი წელი ამ ცნობილებმა სხვა პარტნიორებთან გაატარეს, მაგრამ როგორც ჩანს, გულმა ისევ ერთმანეთისაკენ გაუწიათ და დაქორწინდნენ კიდეც. მარკისათვის ეს მესამე ქორწინებაა. ის ექვს შვილს ზრდის წინა ქორწინებებიდან, მათ შორისაა ტყუპი, რომელიც მას ჯენიფერ ლოპესისაგან შეეძინა, ლიმას კი ერთი ვაჟი ჰყავს წინა ქორწინებიდან.


image



წლის ყველაზე სენსაციური ქორწინება: ამერიკელმა მსახიობმა ჯუდი ფოსტერმა ამა წლის აპრილში ფოტოგრაფსა და ტელემსახიობ ალექსანდრა ჰედისონზე იქორწინა. თავის არჩევანზე ჯუდიმ ოფიციალური განცხადება
"ოქროს გლობუსი-2013"-ის ცერემონიაზე გააკეთა.


image



ამერიკელი მომღერალი, მსახიობი, ტელეწამყვანი და დიზაინერი ჯესიკა სიმპსონი 5 ივლისს NFL-ის ყოფილ მოთამაშეზე ერიკ ჯონსონზე დაქორწინდა, რომელსაც მანამდე ოთხი წლის განმავლობაში ხვდებოდა. მეუღლეებს უკვე ორი შვილი ჰყავთ-გოგონა მაქსველი და ვაჟი ეისი.


image



მსახიობი ჯორკ კლუნი, რომელიც ჰოლივუდის ყველაზე ცნობილ ბერბიჭად ითვლებოდა, 27 სექტემბერს ამალ ალამუდენზე დაქორწინდა. საქორწინო ცერემონია გასაიდუმლოებული იყო და გაიმართა ვენეციაში. "ოსკარის "ორგზის მფლობელი -53 წლის კლუნი და წარმატებული ბრიტანელი იურისტი 26 - წლის ალამუდენი 2013 წლის ოქტომბრიდან ხვდებოდნენ ერთმანეთს.


image




იტალიელმა მომღერალმა ეროს რამაზოტიმ და მისმა დიდი ხნის შეყვარებულმა მარიკა პელეგრინელმა ჯვარი 21 ივნისს დაიწერეს. ეროსი და მარიკა ქალიშვილს - რაფაელს ზრდიან. ეს რამაზოტისათვის მეორე ქორწინებაა. პირველი ქორწინებიდან მას უკვე ჰყავს 17 წლის გოგონა ავრორა.


image



ბრიტანელი თეატრისა და კინოს მსახიობი ტომ ჰარდი მსახიობ შარლოტა რაილიზე დაქორწინდა, რომელიც 2009 წელს გაიცნო ფილმის - "ჭექა-ქუხილიანი გადასასვლელი" გადაღებების დროს.


image



ამერიკელი მსახიობი და ფოტომოდელი პამელა ანდერსონი ამა წლის იანვარში ცოლად ყოფილ საკუთარ ქმარს რიკ სალომონს გაჰყვა. პირველად რიკი და პამელა 2007 წელს დაქორწინდნენ. ქორწინებამ სულ ორ თვეს გასტანა. 2013 წელს მათი ურთიერთობა განახლდა და მორიგი ქორწინებით დაგვირგვინდა, თუმცა სულ ახლახან პამელამ განცხადება გააკეთა გაყრის შესახებ.


image



25 მაისს ამერიკელი მსახიობი და დრამატურგი ლიზა ედელშტეინი, რომელიც მაყურებლებისათვის კარგადაა ცნობილი ფილმიდან "ექიმი ჰაუსი", ცოლად გაჰყვა მხატვარ რობერტ რასელს.


image



ამა წლის პირველ ოქტომბერს მსახიობი და მომღერალი სკარლეტ იოჰანსონი დაქორწინდა ჟურნალისტ რომენ დორიაკზე, რომელსაც მანამდე ორი წელი ხვდებოდა. მეუღლეებს უკვე ჰყავთ გოგონა-როუზი, რომელიც 2014 წლის სექტემბერში დაიბადა.


image



4
386
15-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
386
  
2014, 18 დეკემბერი, 18:42
ოღონდ ნაახალწლევს,,მანამდე არა მგონია ფილმისათვის მოვიცალო:(
2014, 18 დეკემბერი, 18:40
ნახე 2009 წლის გადარება მისი შინაარსი და თუ მოგეწონოა უყურე :)
2014, 18 დეკემბერი, 18:39
არ მაქვს ნანახიი, თუ საინტერესოა, აუცილებალდ ვნახავ:)
2014, 18 დეკემბერი, 18:38
ჭექა-ქუხილის ურელტეხილი ასე ქვია მანჩო იმ ფილმს,და ძალიან ძალიან მიყვარს,ამ ფილმს რამოდენიმე ვარიანტი აქ მაგრამ მე სწორედ ამათი მონაწილეობით მომწონს ,ემოციურია ძალიან
0 1 4