x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სტალინის ექიმები ადამიანის უკვდავების მეთოდს აქტიურად ეძებდნენ
image

გასული საუკუნის 30-იან წლებში ბევრი ექიმი იყო დაკავებული იმაზე ფიქრით, როგორ გაუმჯობესებინათ იოსებ ბესარიონის ძე სტალინის ჯანმრთელობა. სწორედ იმ პერიოდში შექმნა ცნობილმა ბოლშევიკმა ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ბოგდანოვმა სისხლის გადასხმის ინსტიტუტი. ის თვლიდა, რომ სისხლის ინტენსიური გადასხმის შედეგად ბელადის და სხვა პარტიული მუშაკების გაახალგაზრდავებაც შეიძლებოდა. მისი მეთოდი, რა თქმა უნდა, წარმატებული არ აღმოჩნდა, მაგრამ ბოგდანოვი არ გატყდა. ექსპერიმენტს საკუთარ თავზე იტარებდა და მალე გარდაიცვალა. ალექსანდრე ბოგდანოვი გამონაკლისი არ იყო. "სტალინის ხათრით", აკადემიკოსი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ბოგომოლეცი - ცნობილი პათოფიზიოლოგი, ადამიანის დღეგრძელობის თეორიაზე მუშაობდა. სისხლის გადასხმის იდეამ ისიც გაიტაცა.

აკადემიკოსი ბორის პეტროვსი - საბჭოთა კავშირის ჯანმრთელობის მინისტრი 1965-1980 წლებში წერდა: "ბოგომოლეცმა შეისწავლა სისხლის გადასხმის მასტიმულირებელი ნორმა გაახალზრდავებისათვის. შიმშილის ზემოქმედება... ყველა მეთოდი არაეფექტური გამოდგა".

მაღალჩინოსანი პაციენტების "სტიმულირება" ეგნატე კაზაკოვსაც უნდოდა. მასთან მკურნალობა იოსებ ბესარიონის ძე სტალინი. მას კანის ქრონიკული დაავადება - ფსორიაზე აწუხებდა. კაზაკოვმა სტალინს ცილოვანი აპარატით უმკურნალა. დღევანდელი მეცნიერების თვალსაზრისით, ეს ნაკლებეფექტური მეთოდი გახლდათ. სტალინს მკურნალობამ მდგომარეობა გაუუმჯობესა და კაზაკოვს ნება დართეს თავისი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი დაეარსებინა. ის გახდა ნივთიერებათა ცვლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელი და დირექტორი.


ადამიანის დღეგრძელობის პრობლემა თავად ბელადსაც აინტერესებდა. 1936 წელს ექიმმა ივანე ვალედინსკიმ კონსილიუმი მოიწვია. ნახველის სინჯში სტრეპტოკოკები აღმოაჩინეს. მაღალი სიცხე ბელადს ხუთი დღე გაუგრძელდა.

31 დეკემბერს სტალინმა თავი უკეთ იგრძნო. მის საწოლთან მუდმივად მორიგეობდა სანდო ადამიანი. ახალ წელს სტალინი მოკრძალებულად, ახლობელთა წრეში შეხვდა. 1937 წლის 5 იანვარს ექიმები ისევ გამოიძახეს. ისევ გასინჯეს პაციენტი და რჩევაც მისცეს.

უცებ სტალინმა გაიღიმა, თვალებში ნაპერწკლები გაუკრთა.

- რა იყო, ექიმებო, მოიწყინეთ? ახლავე გამოვასწორებთ საქმეს.

ბელადმა სადღაც დარეკა. სუფა გაშალეს. საიდანღაც სტალინის გარემოცვის წევრებიც გამოჩნდნენ. ბელადმა ისურვა, ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც ეს საქართველოში იციან: კარგი ღვინით და სადღეგრძელოებით. სტალინიც დიდი ხალისით ერთვებოდა მხიარულებაში. უცებ, მან აღფრთოვანება გამოხატა ექიმების პროფესიონალური წინსვლის გამო, განაცხადა, რომ მედიკოსებს შორის ხალხის მტრები მომრავლდნენ და მათ შესახებ მალე ყველა გაიგებდა.

ივანე ვალედინსკი იმასაც იხსენებდა, რომ სტალინმა ერთხელ ჰკითხა, რით შეეძლო მადლიერება გამოეხატა ექიმის მიმართ, რომლითაც ძალიან კმაყოფილი იყო. საუბარი თავად ვალედისკის ეხებოდა. ის ჯერ დაიბნა, მერე ბინა ითხოვა.

ის-ის იყო ექიმი მოსკოვში დაბრუნდა, ცეკას საქმეთა მმართველმა დაურეკა და ხუთოთახიანი ბინის დათვალიერება სთხოვა, ეს ბინა სტალინმა თავის ექიმს აჩუქა, თუმცა ამ გულუხვ ჯილდოს ერთი ამბავიც მოჰყვა... 1937 წელს, როგორც ხალხის მტერი, ვალედინსკის ვაჟი დააპატიმრეს და ტაგანსკის ციხეში ჩასვეს.

მალე ივანე ვალედისკი ისევ გამოიძახეს სტალინთან. ექიმმა მოწყენილი ხმით განუცხადა: ხალხის მტრის მამას უფლება არ აქვს ბელადს უმკურნალოსო. სტალინს არ უნდოდა სხვა ექიმთან მკურნალობა, ამიტომ განკარგულება გასცა, მისი ვაჟის, ინჟინერ ანატოლი ვალედინსკის საქმისთვის გადაეხედათ. სამი კვირის შემდეგ პატიმარი გაათავისუფლეს.

სტალინი სიცოცხლის ბოლომდე ემადლიერებოდა ვალედინსკის, რომელმაც თავისი პაციენტის შემდეგ მხოლოდ ერთი წელი იცოცხლა. მისი საიდუმლო ჩანაწერებით ცნობილი გახდა, რომ სტალინს ჯერ კიდევ 20-იან წლებში აწუხებდა სახსრები. თუმცა ეს საანკეტო ფურცლები კრემლში არ შემონახულა. სტალინის ავადმყოფობის ისტორიის დიდი ნაწილი უკვალოდ გაქრა.


















0
526
6-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
526
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0