x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134394
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
რა კომენტარს აკეთებს ანა მარგველაშვილი თავისი გათხოვების სპეკულარულ განცხადებაზე
ყველასათვის ცხადია, რომ ანა მარგველაშვილი საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის- გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილია.

image

ანა ყოველთვის იყო თავისუფალი გოგონა, რომელსაც ყველა თინეიჯერის მსგავსად მოწონს ღამის კლუბები, სიმღერა, განსაკუთრებით ჰიპ-ჰოპი, მეგობრების წრეში გართობა, თავისუფალი სტილი და ა.შ, თუმცა მისი ცხოვრებისეული შეხედულებები და გემოვნება ქვეყნის პირველი პირის ქალიშვილის სტატუსმაც ვერ შეუცვალა, რითაც იგი სკანდალებშიც გაეხვა. ჯერ იყო და დასძინეს და კუდები გამოაბეს ესკორტის მანქანაში მეგობრებთან ერთად ამღერებულს, სადაც იგი თემო რცხილაძის სიმღერას "Желанная Моя"-ს მღეროდა, საზოგადოებამ სწორედ ეს სიტყვები ვერ მოინელა- "не устану я тебя целовать", ისიც დაუმატეს როგორ აპატია მამამ რუსული სიმღერაო. (აქ უკვე პოლიტიკური იაღლიშის გამო) ამას მოყვა კუდში მისი მეგობრების უხამსი გართობა- უკანალების დასტეპლერება, რამაც ასევე საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია.

imageimage



ამ ამბავზე მითქმა-მოთქმამ მთელი ინტერნეტ სივრცე თუ პრესა მოიარა. სკანდალი ჯერ გაციებული არ იყო და ანას მალევე გაურევია საკუთარი დაცვა ერთ-ერთი რესტორნის პერსონალთან, სადაც ყვითელ ფურცლებს თუ დავუჯერებთ, ანა მაგიდაზე ფეხებშემოწყობილი იჯდა მეგობრებთან ერთად, ამ უხამსი საქციელისთვის კი რესტორნის პერსონალისგან შენიშვნა მიიღო და დაცვა რის დაცვაა თუ იგი არ დაეცვა. ისიც დაუმატეს, რომ ანა მამით დამუქრებია მეპატრონეს- "რესტორანს დაგახურინებთო".


ახლო წარსულში კი, სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ მორიგი სკანდალი ატყდა მის გარშემო, თავხედობით ხომ კარგად გაითქვა სახელი, ამიტომ არ მოერიდა და GDS TV-ე ეთერში, გადაცემა "ბინა N18"-ში ჭიქა მიამტვრია, საკუთარ პატარა "ცუგას" ხელი დაავლო და კარი გაიჯახუნა. ამ ამბავმაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, თუმცა ხალხი ხომ ჭრელია, მხოლოდ ზედაპირული და ნაადრევი დასკვნებით მოქმედებს და ამგვარ დაუდევრობას შეყავთ შეცდომაში, სინამდვილეში კი გადაცემის უფრო ეფექტურობისთვის ასეთი სკანდალური "პრომო" გააკეთეს.

imageimageimage


უკვე სამი დღეა ანას გათხოვების ამბებმა მოიარა მთელი მედია საშუალებები და როგორც ცხადი გახდა იგი რეპერი "თიელის"- ლევან ჩიჩუას ძმის, გიგი ჩიჩუას მეუღლე გახდა. წყვილს სასიყვარულო ურთიერთობები აქვს და ამიტომ დაიჯერა საზოგადოებამ ეს ამბავი ადვილად. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას მათი დაქორწინების შესახებ ბევრი მილოცვა მოყვა, თუმცა ეს ფაქტით სპეკულარული აღმოჩნდა და ანა მარგველაშვილმა ასეთი კომენტარი გააკეთა საკუთარ Facebook-ზე: „ის რომ გავიგო, რომელმა ჩემმა მეგობარმა მიაწოდა ექსკლუზიური ინფორმაცია, ძალიან ცუდათ დაგვიმთავრდება მეგობრობა“.


image





P.S. როგორც უკვე ავღნიშნე, ანას მოწონს თანამედროვე ცხოვრებით ცხოვრება, კლუბები, ცეკვა, სიმღერა, სელფი, მეგობრები, აქვს განსხვავებული თავისუფალი სტილი და საახალწლოდ მზადებაც დაიწყო. გთავაზობთ ფოტოკრებულს მისი პირადი, ყოველდღიური ცხოვრებიდან:


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

0
1290
21-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0