x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134345
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
"აღშფოთებული ვარ ნაცისტი რობერტ სტურუას უღირსი საქციელით" - რა ინციდენტი მოხდა რუსთაველის თეატრში
image ჟურნალისტი ნათია კობერიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რუსთაველის თეატრში მომხდარი ამბის შესახებ წერს, რომლის მოწმეც 16 დეკემბერს თავად გახდა.


"ამაზრზენი ამბის მოწმე გავხდი!


გუშინ, რუსთაველის თეატრში ებრაული ჰანუქა და ისრაელ-საქართველოს ურთიერთობის 25 წლისთავი აღინიშნა. ისრაელიდან და აშშ-დან მაგარი ხალხი ჩამოვიდა-ამჟამინდელი და ყოფილი მთავრობის წევრები, ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბიზნეს-პალატა, საელჩო. დარბაზში იყვნენ ჩვენი მთავრობის წევრებიც.


საღამო 10 სთ-ზე დასრულდა, ქართული მთავრობის წევრებმა მალე დატოვეს დარბაზი. ებრაელი სტუმრები რუსთაველის თეატრის ფოიეში შეყოვდნენ. გარდერობის რიგში და საუბარში ნელ-ნელა ტოვებდნენ შენობას. კონცერტის დასრულებიდან სულ რაღაც 15 წუთში რუსთაველის თეატრის დაცვის უფროსი ვინმე მერაბი გამოვიდა და გამოაცხადა, ''აბა, პატივცემულო სტუმრებო, როგორც მოსვლით გაგვახარეთ, ისე წასვლითაც გვეცით პატივიო''



გადავირიეთ მე და კობა სუბელიანი. ჯერ წყანარად და მერე ჩხუბით მოვთხოვეთ შეეწყვიტა ეს სამარცხვინო მოწოდება. რობიკოს მერაბა არ გაჩერდა და სტუმრების, მათ შორის ისრაელიდან! თვალწინ შუქების გამორთვა დაიწყო და აგრძელებდა ხმამაღალ მოწოდებას, რომ ასეთია თეატრის შენაგანაწესი.


ეს იყო აშაკარა ზიზღნარევი ქმედება, მიმართული იქ შეკრებილი ადამიანებისადმი!
აღშფოთებული ვარ ნაცისტი რობერტ სტურუას და მისი ქვემძრომების უღირსი საქციელით. სტურუას გადაყენება კი არა, ასეთი გველის ბუდეს შექმნისთვის საერთოდ თეატრთან მიკარების უფლებას არ მივცემდი!" - წერს ჟურნალისტი.

1
639
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
639
  
2014, 17 დეკემბერი, 21:35
ეს მართლაც სამარცხვინოა
0 1 1