x
image
worldsport.ge
დარასელია “ტორპედოს” გვარიანად გადაახალისებს

imageქუთაისის “ტორპედოს” რომ გიორგი დარასელია გაწვრთნის, ამის შესახებ “მსოფლიო სპორტი” უკვე იუწყებოდა.
ახალი მწვრთნელი ხელმძღვანელობით გუნდი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრისთვის 3 იანვრიდან მოემზადება. 2015 წელს ქუთაისელები გვარიანად სახეშეცლილნი შეხვდებიან.
“მსოფლიო სპორტის” ინფორმაციით, “ტორპედოსთან” კონტრაქტები დაუმთავრდათ მცველებს ვალერი აბრამიძეს, სევასტი თოდუას, ზაალ ელიავას, უკრაინელ ვალერი ბონდარენკოს, ნახევარმცველებს ალექსი ბენაშვილს და იური დრევალს. ეს უკანასკნელიც უკრაინელია. ქუთაისელები მათთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას აღარ გეგმავენ და შესაბამისად ახალი გუნდის ძებნა მოუწევთ.
არაა გამორიცხული დარასელია ფორვარდებს ბექა ტუღუშსა და გიორგი ჭედიასაც გამოემშვიდობოს.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
136
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0