x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
რატომ არის რიცხვი 23 მისტიკური და ამოუცნობი?

image

ალბათ ბევრ თქვენგანს აქვს ნანახი ჯოელ შუმახერის ფილმი "The Number 23". ილმის სიუჟეტი ასეთია: მთავარი გმირი, უოლტერ სპაროუ (ჯიმ ქერი) პოულობს წიგნს რომელიც ჰგონია რომ თავის ცხოვრებაზეა დაწერილი. წიგნიდან ის იგებს იმ მკვლელობის შესახებ რომელიც მალე უნდა მოხდეს, მკვლელი წიგნის მთავარი პერსონაჟი უნდა იყოს (ესეიგი თვითონ). ამასთანავე ის შეპყრობილი ხდება რიცხვი 23-ით, რომელიც მას გაურკვევლობაში აგდებს და კიდევ უფრო აკავშირებს წიგნის პერსონაჟთან.
image

ასეთია ფილმის სიუჟეტი, ის რაც ფილმშ შემდეგ ხდება, ამ სტატიაში დასაწერად არ გამოდგება, ვისაც დაგაინტერესათ, შეგიძლიათ ფილმი ნახოთ. ჩვენთვის ბევრადსაინტერესოა რიცხვი 23, ეს რიცხვიმისტიკურ რიცხვად ითვლება, მართალია ეს მხოლოდ ფილმია, მაგრამ რიცხვი 23 რეალობაშიც იპყრობდა ხალხის ყურადღებას.


გადავიდეთ რეალურ ფაქტებზე:


პირველი ადამინი რომელის ყურადღებაც 23-მა მიიპყრო იყო რობერტ ანტონ უილსონი. უილსონი ერთერთ გაზეთში წერს:
"პირველად რიცხვი 23-ის ამოუცნობობის შესახებ უილიამ ბაროუთისგან შევიტყვე.
(უილიამ ბაროუთი ნოველისტი იყო, მისი წიგნების მიხედვითაა გადაღებული ფილმები: Naked Lunch, Drugstore Cowboy). ბაროუთი მიყვებოდა, რომ ის
ნამდვილად იცნობდა კაპიტან კლარკს, დაახლოებით 1960 წლისთვის, ქალაქ ტანჟერში
(ეს ქალაქი მაროკოს ერთერთი პორტია), კაპიტანმა ერთხელ დაიტრაბახა, რომ 23 წელი იყო ყოველგვარი უბედური შემთხვევების გარეშე ცურავდა (გემით :) ). ძალიან მალე
კლარკის გემს ავარია მოუვიდა, გემზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, როცა ბაროუთი ისტორიის გაგრძელებას აპირებდა, რადიოს ახალ ამბებში გამოაცხადეს, რომ მოხდა ეარლაინერის ავარია ფლორიდაში, პილოტი იყო ვიღაც კაპიტანი კლარკი,
და ეს იყო ფრენა ნომერი 23.“

ბაროუთმა 1967 წელს დაწერა მოკლე ნოველა, სახელწოდებით : 23 Skidoo (1967 1+9+6+7=23)

image

ახლა კი შევეცდები სხვადასხვა წყაროებზე დაყრნობით მოგაწოდოთ ინფორმაცია რიცხვი 23-ის შესახებ და თქვენთვის უფრო ნათელი გავხადო მასთან დაკავშირებული საიდუმლოება.

რა არის Principia Discordia?

„Discordia“ - ეს არის რელიგია, რომელიც ქადაგებს თაყვანისცემას რომაული მითოლოგიის ერთერთი ღმერთისადმი, ეს არის ღმერთი ქაოსის, არეულობის, უწესრიგობის. მას ქვია ერისი (იგივეა რაც Discordia). გავშიფროთ სიტყვა Discordia, ნაწარმოებია ლათინური სიტყვისგან discord, რაც ნიშნავს განხეთქილებას, აზრთა სხვადასხვაობას, უთანხმოებას. (ბერძნულ მითოლოგიაში ამ ღმერთის საწინააღმდეგო ღმერთი არსებობს, ეს არის ჰარმონია, იგივე კონკორდია).


ამ რელიგიის მიმდევრებს დისკონდიარისტები ეწოდებათ. კორდია ეს არის თბილი მოპყრობა, გულთბილობა, შასაბამისად გამოდის რომ, ამ რელიგიის წამომადგენლები ეწინააღმდეგებიან ამ ყველაფერს.
რელიგია დაფუძნდა 1965 წელს.


როგორც იქნა მივედით ჩვენი კითხვის პასუხთან. Principia Discordia მათი წმინდა წიგნია ისეთივე როგორც ჩვენთვის (ქრისტიანებისთვის) ბიბლია ან მუსლიმანებისთვის ყურანი.

ამ რელიგიის შესახებ მეტს აღარ ვისაუბრებ, ჩვენ უკვე გვაქვს ზოგადი წარმოდგენა მასზე, მაგრამ საინტერესოა „წმინდა წიგნის“ ისტორია.
წიგნი დაწერა გრეგორი ჰილმა, (ცნობილია როგორც Malaclypse the Younger) ქერი თორნლისთან ერთად (Lord Omar Khayyam Ravenhurst, Ho Chi Zen).

უჩვეულო ის არაა რომ წიგნში მათი ღვთაებაზეა საუბარი, მაგრამ საინტერესოა რომ წიგნი სავსეა უჩვეულო იუმორით, თუმცა მწერლები მიგვითითებენ იმაზე რომ ეს წიგნი სერიოზული აზრებითაა სავსე. მაგალითად 00075 გვერდზე ვკითხულობთ,
„If you think the PRINCIPIA is just a ha-ha, then go read it again“

დავბრუნდეთ რიცხვ 23-ზე.

სწორედ ამ წიგნში ვკითხულობთ: „ყველაფერი ხდება ხუთ რიცხვში, ან 5-ის გაყოფით ან გამრავლებით მიღებულ რიცხვებში, ან ისეთ რიცხვებში რომლებიც პირდაპირ ან ირიბად მაინც ეხება 5-ს. 5-ების კანონი არასდროს ტყუის„ (ამას 5-ების კანონი ეწოდება).
რიცხვი 23 კი ამ კანონის დასკვნას წარმოადგენს, მოგვეხსენება რომ, 2+3=5.

რიცხვ 23-ზე საუბრობდა რობერტ ანტონ უილსონიც (რომელიც ასევე წიგნის ავტორია The Illuminatus! Trilogy), ის ამბობდა რომ ყველა ანარქოისტო 23 რიცხვში გარდაიცვალა, ასევე ამბობდა რომ 23 კოსმიური კოდის ნაწილს წარმოადგენს. ეს ადამიანი 23-ს რიცხვ 17-საც უკავშირებდა 1 + 7 = 8 = 2³.

არსებობს სხვების აზრებიც ამ რიცხვთან დაკავშირებით, მაგრამ ჯობია ფაქტები მოვიშველიო, თუ რატომ იქცევდა და იქცევს მაინცდამაინც რიცხვი 23 საზოგადოების ყურადღებას.

5 და 8 ზოგი ზემოთ წარმოდგენილი რელიგიისთვის წმინდა რიცხვებია, 2+3=5 და 23=8.

ბევრი ადამიანი გაგიჟებულა რიცხვი 23-ით შეპყრობით.
აი რატომ:

1. 23 ეს არის ერთადერთი მარტივი რიცხვი რომლის ჩანაწერი შედგება 2 მარტივი რიცხვისგან. (ასევე როცა საუბარია მარტივ რიცხვებზე, ყველაზე ხშირად გამოიყენება რიცხვი 23)
2. 2 გაყოფილი 3-ზე გვაძლებს რიცხვს 0.666 პერიოდში
3. ჰიროშიმაში ატომური ბომბი ჩამოაგდეს დილის 8.15 წუთზე. 8+15=23
4. ჩარლზ დარვინის Origin of Species გამოქვეყნდა 1859 წელს. 1+8+5+9=23
5. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი. 9+11+2+0+0+1=23
6. ორივე მშობელი ნაყოფს 23 - 23 ქრომოსომას აძლევს. ადამიანს აქვს 23 წყვილი ქრომოსომა.
7. იულიუს კეისარს დანით 23 ჭრილობა მიაყენეს.
8. კურტ კობეინი დაიბადა 1967 წელს, გარდაიცვალა 1994 წელს. 1+9+6+7=23 და 1+9+9+4=23
9. ტამპლიერთა რაინდებს ჰქონდა 23 გრენდ მასტერი.
10. მორზეს აპარატის პირველი შეტყობინება იყო "What hath God wrought?", ეს სიტყვები ბიბლიიდანაა რიცხვების 23 : 23 გადაკვეთაზე. ტელეგრაფში კოდი 23 ნიშნავს. "break the line"
11. W ინგლისური ანბანის 23-ე ასოა. დააკვირდით, მას 2 ფეხი ქვემოთ აქვს, 3 ზემოთ. მისი ნახევარი გვაძლევს V-ს, რომაულ დამწერლობაში ის მეხუთეა. 2+3=5
12. W კლავიატურაზე 2-სა და 3-ს შორის არის.
13. ყველაზე გამოყენებადი ასო ინგლისურ ენაში არის E, რომელიც ინგლისური ანბანის მეხუთე ასოა. 2+3=5
14. საშუალოდ ადამიანის ფიზიკური ბიორიტმი არის 23 დღე.
15. ტიტანიკი ჩაიძირა 4/15/1912. 4+1+5+1+9+1+2=23
16. დედამიწის ღერძის დახრილობა დაახლოებით 23 გრადუსია.
17. დნმ-ის მოდელი უზუსტო ურთიერთკავშირს გვიჩვენებს ყოველ 23-ე სექციაში.
18. ადამიანს აქვს 23 ქვემოთ დაშვებული ხერხემლის მალა.
19. სხეულის სისხლის მიმოქცევა ხდება საშუალოდ ყოველ 23 წამში.
20. საშუალოდ ადამიანის თავის გარშემოწერილობა 23 ინჩია.
21. ჰარმონიული კონვერგენცია ხდება ყოველ 23.000 წელიწადში.
22. ორბიტის გეოსინქრონიზაცია ხდება დაახლოებით 23.000 მილის დაშორებით დედამიწის ზედაპირიდან.
23. 23 Annunaki-მ ჩვენ პლანეტაზე სიცოცხლის გაჩენას შოუწყო ხელი.
24. 19 აპრილი. 19+4=23. ამ რიცხვში მოხდა ლექსინგტონის ბრძოლა. ამ რიცხვში დაიბომბა ოკლაჰომა.
25. ასტეროიდის ბრუნვის პერიოდი შეუძლებელია იყოს 2.3 საათზე ნაკლები. ნაკლები პერიოდი გამოიწვევს მათ დაფლეთას.
26. B.C.E (Before Common Era). ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ქრისტესშობამდე. B ანბანის 2-ე ასოა. C 3-ე. E 5-ე.
27. აპოკალიფსის წიგნში ყველაზე ხშირად გვხვდება რიცხვები 4, 7, 12. 4+7+12=23
28. I Corinthians 15:56, Paul: 23 სიკვდილის ნესტარია, 13 ეს ცოდვაა და მისი ძალა, 10 კი სამართალია.
29. სტენფორდში ფრიმასონრების „ოფისი“ არის 23 Jaol Rd. ნიუ-იორკში 23-ე ქუჩაზე.
30. გიზას პირამიდა აგებულია 2.3000 ქვისგან.
31. ყველა ამერიული მონეტაზე გვხვდება 23 ასო, სიმბოლო და რიცხვი.
32. 1805 წლის 23 დეკემბერს, შედგა აშშ-ს ფედერალთა სარეზერვო აქტის კონგრესი.
33. უილიამ შექსპირი დაიბადა 1564 წლის 23 აპრილს და გარდაიცვალა 1616 წლის 23 აპრილს.
34. მაიას ტომებს სჯეროდათ, რომ სამყაროს დასასრული იქნებოდა 2012 წლის 23 დეკემბერს. 20+0+1+2=23
35. ჯონ დილინჯერმა გაძარცვა 26 ბანკი, მაგრამ ფულისთვის ეს 23 ჯერ გააკეთა.
36. მარსიდან ყველაზე ახლო მთვარემდე დისტანცია 23.500 კმ-ია.
37. 230 ადამიანი დაიღუპა TWA Flight 800-ის კატასტროფისას.
38. ფილმის „რიცხვი 23“ გადაღება დაიწყო 23 იანვარს 2006 წლის. პრემიერა შედგა 23 თებერვალს 2007 წლის.
39. ფილმის „რიცხვი 23“-ს რეჟისორი ჯოელ შუმახერი, მთავარი როლი ჯიმ ქერი. პირველის სახელი და გვარი 14 ასოა, მეორესი 9. 14+9=23
40. ჩარლზ მენსონი დაიბადა 12 ნოემბერს 11+12=23
41. 23 რიცხვში გარდაიცვალნენ: სალვადორ დალი, შტეფან ცვაიგი, სტენდალი, უილიამ შექსპირი.



სულ ეს არის რისი შეგროვებაც რიცხვი 23-ის შესახებ მოვახერხე. თუ სტატია მოგეწონათ, გაუზიარეთ მეგობრებს. :)


1
370
1-ს მოსწონს
ავტორი:გივი ენდელაძე
გივი ენდელაძე
370
  
2018, 23 ნოემბერი, 23:36
მეშინია ციფრების :დ ეს რა ყოფილა
0 1 1