x
image
worldsport.ge
მე-100 გოლი - რობენი რიბერის გაუთანაბრდა

imageimageჰოლანდიის ეროვნული ნაკრების შემტევმა არიენ რობენმა 16 დეკემბერს "ფრაიბურგის" წინააღმდეგ ბუნდესლიგის მე-16 ტურის მატჩში, 41-ე წუთზე ფრან რიბერის გადაცემით "რეკორდმაისტერები" დააწინაურა და მიუნხენის "ბაიერნის" მაისურით მე-100 გოლი გაიტანა. ფრანკ რიბერიმ 6 დეკემბერს "ლევერკუზენის" კარში გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და ფრანგსაც მიუნხენელთა მაისურით 100 გოლი აქვს გატანილი.
მფრინავი ჰოლანდიელი გერმანულ გრანდს 2009 წლის ზაფხულში მადრიდის "რეალიდან" შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 184 მატჩში 100 გოლი გაიტანა, 65-ჯერ კი სხვას გაატანინა.
რობენი "ბაიერნის" ერთ-ერთი ლიდერია - მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 17 მატჩში 11 გოლი გაიტანა და ოთხ საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.



გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge



0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0