x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გათხოვდა თუ არა ნამდვილად ანა მარგველაშვილი?
image
რამდენიმე დღეა უკვე, რაც აქტიურად განიხილავენ საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის გათხოვების საკითხს.

როგორც იცით, ანა პრეზიდენტის შვილია პირველი ქორწინებიდან. იგი სრულიად დამოუკიდებელი პიროვნებაა და მისთვის ხელი არ შეუშლია იმას, რომ მამა პრეზიდენტი ყავს. მას არ შეუცვლია ცხოვრების წესი და ისევე ცხოვრობს, როგორც ცხოვრობდა მანამდე, ვიდრე მათი ოჯახი საზოგადოების ინტერესის სფეროში მოექცეოდა.

ანა მარგველაშვილი მეგობრობს ქართული შოუბიზნესის ახალგაზრდა წარმომადგენლებთან, მათ შორის თიკა ჯამბურიასთან. იგი აქტიურად გულშემატკივრობდა "ცეკვავენ ვარსკვალვებში" რეპერ ლევან ჩიჩუას, იგივე TL-ს და მაშინ დადიოდა ხმები მათ შორის შესაძლო რომანის შესახებ, რასაც ამ ფოტოთი ხსნიდნენ:image

მაგრამ როგორც ჩანს, ანა მარგველაშვილი თიელის ძმაზე, მუსიკოს და დიჯეი გიგი ჩიჩუაზე არის შეყვარებული. გიგი 16 დეკემბერს 22 წლის გახდა.


წყვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" 1 დეკემბერს გამოაქვეყნეს პოსტი დაქორწინების შესახებ, მაგრამ რატომღაც ეს ორი დღეა რაც ეს თემა აქტუალური გახდა. imageთვითონ მათ და მათი ოჯახის წევრებს ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ სურთ და უფრო მეტიც, როდესაც ერთ-ერთმა ინტერნეტ პრესამ მოისურვა თიელისგან ამ ინფორმაციის გაგება, მან უპასუხა, რომ არ იცოდა არაფერი და რომ გაიღვიძებდა მისი ძმა, შეეკითხებოდა მოიყვანა მან თუ არა ცოლი.

პრეზიდენტის ქალიშვილს, ანა მარგველაშვილსაც არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია მის გათხოვებასთან დაკავშირებით, მან მხოლოდ მას შემდეგ რაც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ხმები მისი გათხოვების შესახებ, "ფეისბუქზე" მეგობრების მიმართ მუქარის სტატუსი გამოაქვეყნა:

image"ეს რომ გავიგო, ვინ ჩემმა მეგობარმა მიაწოდა ექსკლუზიური ინფორმაცია, ძალიან ცუდად დაგვიმთავრდება მეგობრობა...."

ასე რომ ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია ანა მარგველაშვილის გათხოვების შესახებ არ არსებობს. მართლა გათხოვდა იგი თუ მხოლოდ "ფეისბუქით" იქორწინეს?

ამ კითხვაზე პასუხს ალბათ მალე გავიგებთ...

imageimageimageimage

0
117
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0