x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134036
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კარგი გოზინაყის ,,საიდუმლო" ნინო დარბაისელისაგან

გოზინაყი



გოზინაყიოცდათხუთმეტი წელიც იქნება, რაც მთელს სანათესაოს მე ვუმზადებ გოზინაყს. სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა ჩვენმა მეზობელმა, ნინო ბებიამ, გვარად... ჩუბითიძემ მასწავლა მისი მომზადების საიდუმლო.
ახალი წლისთვის მზადებისას მუდამ თვალწინ მიდგას ეს ტკბილი ადამიანი. დღესაც ასე იყო.
ნათელი დაადგეს!
ერთ კილო დაქნილ ნიგოზზე მაწვნის ქილას ერთ თით დაკლებული თაფლი და 5-7 ნატეხი შაქარი.
გაიმზადეთ ხის დაფა, საბრტყელებელი ჯოხი და სამუშაო მაგიდა შემდეგნაირად: ფიცარსა და საბრტყელებელ ჯოხზე გადაუსვით ხელისგულზე დასხმული მცენარეული ზეთი თანაბრად, მერე პატარა წყლის ჯამი დაიდგით ახლო და იმ ჯამიდან ასევე პეშვით ამოღებული ცოტა წყალი გადაუსვით ფიცარსაც და ჯოხსაც. ძველი ხალხი ასე იქცეოდა. მე ცოტა გავამარტივე ეს წესი და პატარა ცელოფანის პარკს ვიცვამ უცებ ხელზე, აი ისეთს, წონით რამეს რომ ვყიდულობთ და შიგ რომ გვიყრიან მაღაზიაში. .... მოკლედ მაგიდაც მზადაა, დაზეთილ დაწყლიანებული დაფითა და საბრტყელებლით, იქვე - წყლით სავსე იმხელა ჯამით, რომ ხელი თავისუფლად მოძრაობს შიგ, შესველება რომ დაგვჭირდეს. ალუმინის ან რაიმე მისი ტიპის ქვაბში ვასხამთ თაფლს. დაბალ ცეცხლზე ვადუღებთ, ბუშტები რომ კარგად აქაფდება და თაფლი ოდნავ შევარდისფრდება, მაშინ ჩავყრით ჩვ ენს შაქრის ნატეხებს და გრძელტარიანი ხის კოვზით ვურევთ. შაქარიც რომ გაიხსნება და ერთიან მასად იქცევა ეს ყველაფერი. ვყრით დაჭრილ ნიგოზს... არ დაიბნეთ, თავიდან მოგეჩვენებათ, ვაიმე, რაღაც მშრალივით არის, თაფლი ხომ არ დავაკელიო, ცოტას რომ მოურევთ, იგრძნობთ, რომ “წვენი'' გამოუშვა, მუდმივად ურიეთ დაბალ ცეცხლზე, სულ ოდნავ მოვარდისფრო ფერი რომ იკრას. გადმოიტანეთ ქვაბი ცეცხლიდან, ხის კოვზით მთელი ეს მასა გადაიტანეთ ფიცარზე, ჯამში დაისველეთ ხელი რამდენჯერაც დაგჭირდებათ და მასა კარგად “ცემეთ'' რომ ნიგვზები “ჩაჯდნენ''. ამის მერე წყლით დასველებული ზეთიანი საბრტყელებლით გაზიდეთ სიგრძე-სიგანეში თნაბრად და ნაპირები ისე მოუსწორეთ თანდათნობით, რომ დაჭრისას ჩამონაჭრების ხარჯი არ მოგივიდეთ
არ დაგავიწყდეთ, ბრტყელებას რომ დაამთავრებთ, ცხელივე დაჭერით და სახით დაბლა გადააწყვეთ ოდნავზეთწასმულ ლანგარზე.

2
1819
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნინო დარბაისელი
ნინო დარბაისელი
1819
  
2014, 17 დეკემბერი, 23:39
სწორად მიხვდით, ნინოს სხვანაირად არ აშეუძლია, პოეტია :)))
2014, 16 დეკემბერი, 22:01
სტილი მომეწონა ძალიან, არ არის სტანდარტული, ცივი, რეცეპტის სტილი, მოთხრობასავით იკითხება. :)
0 1 2