x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვინ და რატომ ემუქრება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს?
image2003 წელი - უსისხლოდ მოსული ე.წ. "რეფორმატორები" სახელმწიფოს სათავეში, დაჭერების, ბიხნესწილების გადანაწილების, შევარდნაძის დროინდელი მინისტრებისა თუ სახელმწიფო მოხეების მიმართ არა ერთი ანგარიშსწორების სერიები და ეს ყველაფერი მაშინდელმა მსოფლიომ " ვარდების რევოლუციად" მონათლა.სრულიად ახალგაზრდა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რევოლუციამდელი ხელისუფლების თანამდებობის პირების მიმართ სიმკაცრე გამოიჩინა და ამით ხალხს თავი უზომოდ შეაყვარა, მაგრამ...

თავიდან ვერავინ იფიქრებდა, რომ სააკაშვილიც წინამორბედის გზას დაადგებოდა და ქვეყნის მოსახლეობას აბუჩად აიგდებდა.imageამის ნათელი მაგალითია ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის( რომელსაც " ნაციონალური მოძრაობა" ქრთამის აღებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში ადანაშაულებდა) ლევან მამალაძის მუქარა მიხეილ სააკაშვილზე, რასაც ის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს და მიშას ანგარიშის გასასწორებლად იწვევს.აი, რას წერს შევარდნაძის დროინდელი მთავრობის ერთ - ერთი აქტიური სახე ფეისბუქში: - "მიშა! უნდა დაგამთავრებინო ტაკიმასხარაობა და ქართველი ხალხის მოტყუება! სად ხარ მითხარი კიევში თუ მოსკოვში, მანდ გნახავ, არ დამემალო იცოდე, ნუ შეშინდები, მოიყვანე ჟურნალისტები და გამისწორე თვალი. ყველას გაეცა პასუხი, როგორ წაგლიჯეთ სახელმწიფოს და მიისაკუთრეთ მადნეულის კვარციტი, როგორ მიეცით კაპიკებში რუსულ კომპანიას და ჩაუჯექით წილებში შენ და ბიძაშენი თემურ ალასანია. რუსებს და ნაყოფიას შენივე ბრძანებით უფეშქაშე საყდრისი გასანადგურებლად, რაც შენ აკეთე შაჰ აბაზს და მურვან ყრუს არ უკეთებია ქართული საზოგადოების გარყვნაზე, ტერიტორიების გაჩუქებზე, საქართველოს უცხოთა კოლონიად ქცევაზე. ცალკე მოგთხოვ პასუხს აბა ახლა არ გამექცე, როგორც 2003 წელს გამექეცი პირდაპირი ეთერიდან სამჯერ. გელოდები, მითხარი, სად მოგაკითხო"!imageimage









0
445
14-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
445
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0