x
image
მანჩო 777
ნოსტრადამუსის ცხრა წინასწარმეტყველება 2015 წლისათვის
ყველასათვის კარგად ცნობილმა წინასწარმეტყველმა ნოსტრადამუსმა სულ გამოსცა 12 ცენტურია, ანუ ყოველწლიური ალმანახი, აგრეთვე უამრავი წინასწარმეტყველური ნაწარმოები. ცენტურიები და სხვა წინასწარმეტყველური მოთხრობები დღემდე აქტუალურია და აღსანიშნავია, რომ მათში მოყვანილი საკმაოდ ბევრი წინასწარმეტყველება ამხდარა. ახლა მინდა გიამბოთ, თუ რა გველოდება, ნოსტრადამუსის აზრით, დამდეგ 2015 წელს.


image



1. თუ ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებას დავეყრდნობით, 2015 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებს ელოდება ძლიერი მიწისძვრა, რომელიც ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოწვევს. მართლა მოხდება თუ არა ეს საშინელება, ამას მალე შევიტყობთ (იმედი ვიქონიოთ, რომ დიდი წინასწარმეტყველი ამჯერად შეცდა და ეს შემზარავი ტრაგედია არ მოხდება).



image



2. გარდა ამისა, დიდი წინასწარმეტყველის აზრით, 2015 წელს ეკონომიკური კრიზისი ემუქრება გერმანიასა და საფრანგეთს... და კიდევ, ერთბაშად ოთხი სახელმწიფოს ლიდერზე განხორციელდება მათი სიცოცხლისათვის საშიში თავდასხმა.


image



3. ასტროლოგის წაინასწარმეტყველებაში ნათქვამია აგრეთვე, რომ ცნება

"გადასახადი" შეწყვეტს არსებობას, ხოლო მეცნიერები გააკეთებენ უდიდეს აღმოჩენას, კერძოდ, შექმნიან მარადიული ახალგაზრდობის ელექსირს.


image



4. და კიდევ: კაცობრიობა იპოვის იაფი ელექტროენერგიის მიღების ახალ ხერხს. სავარაუდოდ, მისი მიღების წყაროდ გამოყენებული იქნება მზის ენერგია. ეს დიდ გავლენას მოახდებს მსოფლიოს ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობაზე და მნიშვნელოვნად დაასტაბილურებს მას.


image



5. ნოსტრადამუსის აზრით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიზრდება სოციალური ცხოვრების დონე. თუმცა ფინანსური კრიზისი კიდევ არაერთხელ შეგვახსენებს თავს. საინტერესოა, რომ ამის შემდეგ კრიზისის ზეწოლას ევროპის ქვეყნებზე მეტად აშშ იგრძნობს.


image



6. ნოსტრადამუსმა აგრეთვე იწინასწარმეტყველა ვულკან ვეზუვის უძლიერესი ამოფრქვევა, რომელიც ნავარაუდევია 2105 წლის ბოლოს და 2016 წლის დასაწყისისათვის. ეს იქნება თავისი მასშტაბებით გრანდიოზული სტიქიური უბედურება, დაიღუპება უამრავი ადამიანი, ვულკანის ამოფრქვევა გამოიწვევს მრავარიცხოვან მიწისძვრას დედამიწის სხვადასხვა კუთხეში და პლანეტა რამოდენიმე დღის განმავლობაში ჩაიძირება სიბნელეში.


image


7. და აი, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება 2015 წლისათვის- დედამიწაზე დაიბადება ახალი მესია, რომელიც მომავალში გააერთიანების მიწებს და ცივილიზაციას გადაარჩენს ბოროტებისა და ცოდვებისაგან, რომელშიც ნელ-ნელა იძირებიან ადამიანები.


image



8. გარდა ამისა, სწორედ 2015 წლის დასაწყისს მიაწერს ნოსტრადამუსი ახალი რელიგიის დაბადებას, რომელიც 2040 წლისათვის გაბატონებული რელიგია გახდება დედამიწაზე. მის გარშემო შემოიკრიბება საზოგადოების უმეტესი ნაწილი (ჯობსის ფოტო, რა თქმა უნდა, ხუმრობითაა მოყვანილი, თუმცა ეს გაშარჟებული სურათი დიდი ხანია არსებობს).


image


9. და უკანასკნელი, 2105 წლის დასაწყისში ახალი კონფლიქტი იფეთქებს ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ ირანსა და თურქეთს შორის და მსოფლიო სერიოზულად დადგება მესამე მსოფლიო ომის საშიშროების წინაშე.


image



P.S. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ადამიანებს ეყოფათ გონიერება იმის შესაცნობად, თუ რა კატასტროფული იქნება მთელი პლანეტისათვის მესამე მსოფლიო ომის დაწყება. ღმერთმა დაგვიფაროს მეტი წილი ამ წინასწარმეტყველებების ახდენისაგან. ბუნებრივ კატაკლიზმებს ადამიანი ხელს ვერ შეუშლის, მაგრამ მას ხელეწიფება თავიდან აირიდოს შეიარაღებული კონფლიქტები და ომები.

ადამიანებო, გიყვარდეთ ერთმანეთი და გაუფრთხილდით მშვიდობას დედამიწაზე!!!

13
5181
23-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
5181
  
2016, 31 იანვარი, 22:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 15 დეკემბერი, 14:49
:D
2015, 17 ნოემბერი, 3:30
როგორ არ მოგბეზრდათ!.. რომელ მკითხველს უხვევთ ამით თვალს?!.
ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებების ორიგინალი ტექსტის სწორ გაშიფრვაზე მსოფლიო დონის სპეციალისტები დღემდე თავს იმტვრევენ და მისი უმეტესი ნაწილი რეალურ მოვლენებამდე ერთაზროვნად ჯერაც ვერ დაიყვანეს,მითუმეტეს - თარიღები დღემდე საბოლოოდ ვერ დაასვეს!.. თქვენ საიდანღა ასკვნით,რომ ეს ყველაფერი,რასაც აქ თხზავთ,2015 წელს "მიაკუთვნა" ნოსტრადამუსმა?!. უბრალოდ,სასაცილოა!
2015, 17 სექტემბერი, 19:52
მაინც რომლი ახდა? უკვე იწურება 2015 წ და რა ახდა მაქედან, ეკონ კრიზისი ახლა არ დაწყებულა კაი ხანია
2014, 31 დეკემბერი, 13:19
საინტერეესო სტატიაა, მაგრამ აქ ძირითადად ისეთი ფაქტებია მოყვანილი, რაც შეიძლებოდა ჩვეულებრივ ადამიანსაც თავისუფლად ევარაუდა. ასე, რომ დიდად არ მჯერა ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველების და მათი ახდენა უბრალო დამთხვევა იქნებოდა..
2014, 30 დეკემბერი, 0:39
საინტერესოა. .. თუმცა ცოტა შემეშინდა. მისი ყველა წინასწარმეტყველებ ახდა :/
2014, 22 დეკემბერი, 17:11
თითქმის ყველაფერი... ამერიკას რომ დიდი მიწისძვრა ელის ეგ ყველა მეცნიერ-სეისმოლოგმა იცის ...
2014, 22 დეკემბერი, 12:35
ბევრი რამ გამართლდა ნისტრადამუსის წინასწარმეტყველებიდან..სამწუხაროდ, სულ ცუდი ამბები ახდა ხოლმე:(
2014, 22 დეკემბერი, 11:13
სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი რეალურია... ამეირკის კონტინენტს დიდიხანია უკე ემუქრება დიდი მიწისძვრა, რაც მისი მიწისქვეშა ქანების ანომალიური განვითარებით იქნება გამოწვეული ... და ძალიან დიდი ზარალსაც მიაყენებს... მსოფლიო ომიც არც ისე შორსააა ასე თუ გაგრძელდა ყველაფერი, ალტერნატიული ენერგიის წყაროებიც ნაპოვნია... აი ახალგაზრდობის ელექსირის არ მჯერა...
2014, 16 დეკემბერი, 18:54
და საიდან მოიტანე შენ ეს ყველაფერი?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10