x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
გილოცავთ დამდეგ 2015 წელს

image(ახალიწელი) ამ ლამაზ დგესასწაულს არამარტო ქართველები.არამედ მთელი მსოფლიო აღნიშნავს და ეხლა უკვე კარს მოგვადგა.აშკარად იგრძნობა ახალიწლის მოახლოვება, ირთვება ქუჩები და ნაძვის ხე ყველა ოჯახში.image ვემზადებით ძველი წლის გასაცილებლად და ახალი დამდეგ 2015 წლის შესახვედრად. ახალწელს მთელი მსოფლიო ზეიმობს მაგრამ განსხვავდება ტრადიციები. ქართველი ხალხი ცდილობს ახალი წლის ღამეს მთელი ოჯახი შეიკრიბოს და ერთად შეხვდეს დამდეგ ახალწელს.ჩუქნიან ერთმანეთს საჩუქრებს, ვამზადებთ სუფრას, ვრთავთ ნაზვის ხეს რომელსაც სიხალისე და ახალი წლის მოახლოვების სურნელი მოაქვს.განსაკუთრებით პატარებს ახარებს ნაძვის ხის წინ დაწყობილი საჩუქრები, რომლებიც ახალი წლის ღამეს თოვლის ბაბუას მოაქვს. image ახალი წლის კიდევ ერთი ატრიბუტი ფეიერვერკია, რომლითაც ახალი წლის მოსვლას ვეგებებით. image ახალ წელს ძალიან უხდება თოვლი, თითქოს თოვლით გვილოცავს ბუნება ამ დღესასწაულს.ულამაზესია ახალიწელი როცა ოთახში ნაზვის ხე ციმციმებს და გარეთ კი თოვლის ფიფქები მოცვივა, რომელიც არამარეს თოვლით ათეთრებს, ბუხარში კი ნეკერჩხლის ცეცხლი გუზგუზებს.imageმთელი ოჯახი სუფრასთან ვსხდებით და მრავალჯამიერის სიმღერით ვხვდებით ახალ წელს.imageაი ესარის ნამდვილი ახალი წელი. როგორც ვიცით ჩინური ჰოროსკოპით ვაცილებთ ცხენის წელიწადს და ვეგებებით თხის წელიწადს.imageროგორც ვიცით თხა მატების და გამრავლების წელია დაე გამრავლდით და გაიხარეთ ქართველებო, მრავალ შობა ახალწელს დაესწარით და უფალი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი. image

4
54
10-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გარუჩავა
თამუნა გარუჩავა
54
  
2014, 30 დეკემბერი, 18:53
მეც გილოცავთ..:)
2014, 16 დეკემბერი, 0:09
ძალიან
2014, 15 დეკემბერი, 23:35
რა კარგი სტატიააა(LO)
0 1 4