x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
სკანდალი: მარიამ როინიშვილს სიცრუეში ადანაშაულებენ! მომღერალმა გაბზარული ნეკნის ამბავი მოიგონა?
image
ახალგაზრდა მომღერალი, მარიამ როინიშვილი პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილეა. გოგონა შრომისმოყვარეობისა და ნიჭის წყალობით ერთ-ერთი ფავორიტია და მუდამ ახერხებს სტაბილურად კარგად წარსდგეს მაყურებელთა წინაშე. მარიამი გია როინიშვილისა და თამრიკო ჭოხონელიძის ქალიშვილია. ცნობილი ოჯახის შვილს საზოგადოების ყურადღება არასდროს აკლდა, თუმცა მუდამ ახერხებდა სკანდალები თავიდან აერიდებინა. "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემდეგ მომღერლის პოპულარობა გაიზარდა, იმატა ხალხის სიყვარულმაც.


რამდენიმე დღის წინ თამრიკო ჭოხონელიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელიც ყვითელმა პრესამ მალევე აიტაცა: "მარიამი ერთი თვეა იტკიებს მარჯვენა ფერდთან ერთ ადგილს, გაუსაძლისი ტკივილები აქვს და სულ გამაყუჩებელს სვამს. ვეხვეწები წამომყვეს ექიმთან, მაგრამ არ მომყვება. კვირას პროექტის ექიმმა ძალით წაიყვანა საავადმყოფოში. აღმოჩნდა, რომ გაბზარული ნეკნით დადიოდა, აღარ ვამბობ, რომ ცეკვავდა! ბოლო ოთხი ტურის განმავლობაში. მალავდა, რომ არ გვეთქვა და პროექტი არ დაეტოვებინა. ნორმალურია ეს საქციელი?!"


ამ ყველაფერს მარიამ როინიშვილის გულშემატკივართა დიდი ღელვა მოჰყვა, ყველა ფიქრობდა, რომ მარიამი პროექტს მიღმა დარჩა. მომღერალმა კი ეს ყველაფერი უარყო და გვაიმედებს, რომ სამშაბათს სცენაზე იდგება. "პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას, ვინც გულთან მიიტანეთ ჩემი მდგომარეობა და მინდა განვმარტო, რადგან ძალიან ბევრი კითხვა დაისვა ამასთან დაკავშირებით. ერთი თვის წინ მივიღე ტრავმა ვარჯიშის დროს ნეკნზე, მეგონა გაივლიდა, მაგრამ დატვირთვასთან ერთად, როგორც ჩანს, გამწვავდა. ეს მხოლოდ ჩემი ურჩობის ბრალიადა რაც მთვარია არ მიყვარს პრობლემების გახმაურება, რასაც მაინც ვერ ავცდი! მინდა გითხრათ, რომ აღმოჩნდა, რომ გატეხილია ნეკნი, რომელიც ფაქტობივად უკვე შეხორცებულია, მაგრამ ირგვლივ დაზიანდა უბნები, რომელმაც ჩაითრია ნერვები და ეს იწვევს ძლიერ ტკივილს! დღეს დავიწყე მკურნალობა და იმედი მაქვს მალე ვიგრძნობ შედეგს... კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან ვწუხდები, როდესაც ჩემი პრობლემებით ვაწუხებ სხვას!!! მადლობის მეტი არაფერი მეთქმის თქვენი მხარდაჭერისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ სამშაბათს მე და თქვენ კარგ ხასიათზე შევხვდებით "ცეკვავენ ვარსკვლავები"-ს პირდაპი ეთერში. მიყვარხართ"-წერდა მარიამი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

image



მომდარ ფაქტს ქართული შოუბიზნესის სკანდალური წარმომადგენელი ირაკლი ლომაია გამოეხმაურა, რომელმაც მომღერლები ციცრუეში დაადანაშაულა: "მინდა ყველას გასაგონად ვთქვა. მედიცინას აქვს ბევრი ისეთი დაწერილი კანონები, რომელსაც თქვენ შოუბიზნესის წარმომადგენლები სათქვენოდ ვერასოდეს გარდაქმნით და გამოიყენებთ. ასევე ხაზგასმით ავღნიშნავ, რომ მარიამის მიმართ არანაირი პირადი ინტერესები არ გამაჩნია, ამ ფაქტს მხოლოდ იმიტომ გამოვეხმაურე, რომ იყო ჩემი როგორც ექიმის საქმე. როდესაც ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ მან გაბზარული ნეკნით ცეკვაც კი შეძლო ე.ი საქმე გვაქვს ორ კონკრეტულ რამესთან. 1.პაციენტმა ნამდვილად არ იცის სწორი დიაგნოზი ან 2. ის მწარედ იტყუება.. რა ვქნა ახლა ეს ჩემი დაწერილი კანონი არა!!! გაიკითხეთ სხვა მედიკოსებში, კონკრეტულად კი ტრამვატოლოგ-ორთოპედს ჰკითხეთ და ყველა კომპეტენტური ექიმი გეტყვით იმას რომ ნეკნების გაბზარვის დროს შეუძლებელია პაციენტმა იცეკვოს, რადგან მას იმდენად ძლიერი ტკივილები ააქვს ხშირად პაციენტები მიმოხვრასაც კი ვერ ახერხებენ. ასევე მათ სუნთქვა ძალიან უჭირთ და ბევრი სხვა დეტალები... ვიმეორებ!!!.. მედიცინა ის ერთადერთი იარაღია რომელსაც თქვენ ვერასოდეს გადააკეთებთ.."

საინტერესოა ვინ და რატომ ცრუობს. მარიამს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

image

1
526
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
526
  
2014, 16 დეკემბერი, 21:20
საინტერესოა ძალიან როგორია სიმართლე
0 1 1