x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
თინა კანდელაკი სპორტის მინისტრთან ერთად "გამოიჭირეს"

imageმრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლების დიდი არმია ადევნებს თვალყურს მათი კუმირი ბიზნესლედის თინა კანდელაკის პირად ცხოვრებას.ძალიან სექსუალური და სიმპათიური მამაკაცის მკლავებში დაინახეს პაპარაცებმა თინა კანდელაკი და სოციალური მედია აქტიურად განიხილავს მის ახალ რომანს სპორტის მინისტრთან.სოციალურ ქსელში ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე მან გამოაქვეყნა სურათი, სადაც ის პოზირებს საინტერესო მამაკაცთან ერთად და ზედმეტად დაკვირვებული თვალი აუცილებლად მიხვდება მის ბედნიერ სახეს.ფოტოს თან ახლავს სტატუსი: - " ჩვენ ერთად ვუყურებთ საინტერესო თამაშებს". როგორც წყარო წერს, ეს მამაკაცი გახლავთ თურქმენისტანის სპორტის მინისტრი ვლადიმირ ლეონოვი.image

აღმოჩნდა, რომ ლეონოვს ჰყავს ოჯახი. თინას ფანები ორ ჯგუფად გაიყვნენ და ზოგს სჯერა კანდელაკის ახალი სიყვარულის, ხოლო მეორე ჯგუფი უარყოფს მათ სერიოზულ ურთიერთობას და იმასაც წერენ, რომ ლეონოვი საკუთარ ოჯახს თინას გულისთვის არ დაანგრევს.

თავად კანდელაკი არასოდეს საუბრობდა საჯაროდ პირად ცხოვრებაზე. არა ერთი დაუზუსტებელი ჭორი ვრცელდებოდა წლების მანძილზე ბიზნესლედის სასიყვარულო ურთიერთობებზე, მათ შორის კი ყველაზე სკანდალური იყო სიახლე ნიცაში მომხდარი ავარია ბიზნესმენ სულეიმან კერიმოვთან ერთად.როგორც წყარო წერდა, ბიზნესმენი მძიმედ იყო დაშავებული და რეანიმაციაში იყო მოთავსებული, რაც შეეხება თავად თინას, ის საგულდაგულოდ მალავდა მომხდარს, მაგრამ მეორე დღესვე საზოგადოებამ სიმართლე თავად მისგან შეიტყო.

ამჟამად აზრი აღარ ჰქონდა საიდუმლოს დამალვას, რადგან "ჭორი" მალე ვრცელდება.თინაც აღარ მალავს, რომ მას ჰყავს საყვარელი მამაკაცი, თუმცა მის ვინაობას არ აცხადებს, არა და უკვე ყველამ ყველაფერი იცის.image

1
144
10-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
144
  
2014, 15 დეკემბერი, 20:28
აუ ეს ვინ ყოფილა. :))
0 1 1