x
image
worldsport.ge
კობიმ ჯორდანს გადაასწრო
imageგამთენიისას ოკეანის გადაღმა “მინესოტა ტიმბერვულვზის” დარბაზ “თარგეთ ცენტრში” ისტორიული ფაქტი მოხდა. კობი ბრაიანტმა NBA-ში დაგროვილი ქულებით მაიკლ ჯორდანს გადაასწრო. “ლეიკერსმა” “მინესოტა” 100:94 დაამარცხა. ამ მატჩამდე ბრაინტს 9 ქულა აკლდა, რომ ჯორდანისთვის გადაესწრო. აღნიშნულ დაპირისპირებაში კობიმ 26 ქულა ჩააგდო, ქულათა მარაგი 32 310-მდე გაზარდა და NBA-ის ყველა დროის საუკეთესო მექულეთა შორის, მესამე ადგილზე გადაინაცვლა. “მინესოტასთან” მატჩში, როცა კობიმ მე-9 ქულა ჩააგდო, მეცხრე ქულის მომპოვებელი ბურთი “შავი მამბას” საკუთრება გახდა.
“ეს დიდი პატივია ჩემთვის. ჯორდანმა დიდი წვლილი შეიტანა ჩემს კარიერასა და წარმატებაში, ის ყოველთვის მზადაა მომცეს რჩევა. ჩვენი ურთიერთობა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ახლა ბედნიერი ვარ, მაგრამ ვერ ვხვდები როგორ უნდა დავეწიო კარლ მელოუნს და ქარიმ აბდულ-ჯაბარს”, - ბრაიანტის სიტყვებს ESPN-ი ციტირებს.
კობის დებიუტი NBA-ში 1996 წელს შედგა სწორედ “მინესოტას” წინააღმდეგ, მაშინ ბრაიანტი 18 წლის გახლდათ. კობიმ პარკეტზე 6 წუთი დაჰყო და ვერც ერთი ქულა ვერ შესძინა გუნდს.
გთავაზობთ NBA-ს ყველა დროის საუკეთესო მექულეთა ათეულს (ESPN-ის სტატისტიკა 15 დეკემბრის მონაცემებით.


ქარიმ აბდულ-ჯაბარი 38 387

ქულაკარლ მელოუნი 36 928

კობი ბრაიანტი 32 310


მაიკლ ჯორდანი 31 419

უილტ ჩემბერლენი 31 419

შაკილ ონილი 28 596

მოუზის მელოუნი 27 409

ელვინ ჰეიესი 27 313

დირკ ნოვიცკი 27 223

ჰაკიმ ოლაჯუვონი 26 946


ლაშა ქოიავა

www.worldsport.ge

0
41
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0