x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134489
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
სწრაფი მეხსიერების ბარათები ქინგსტონისგან

დიდი მოცულობა პატარა გაჯეტებისთვის


microSD ბარათი SDCA10/64GB მიმოხილვა


image

ამ სტატიაში ვისაუბრებთ
იმ პრობლემის მოგვარებაზე, რომელსაც გაჯეტების მომხმარებლები ხშირად აწყდებიან - ეს არის შიდა მეხსიერების დეფიციტი. ყოველდღიურად
ადამიანებს უფრო და უფრო მეტი ინფორმაციის შენახვა უწევთ, რასაც სტანდარტული 32 GB. მეხსიერება არ ჰყოფნის. კომპანია ქინგსტონი
პრობლემის მოგვარებას ინოვაციური მეხსიერების ბარათებს გვთავაზობს. ეს გახლავთ - სწრაფი მეხსიერების microSD – Class 10 UHS-I.




Kingston SDXC 64 GB ბარათი შეიძლება გამოიყენოთ ფოტოაპარატისთვის, რომელსაც SDXC მხარდაჭერა აქვს. ასევე პლანშეტებისთვის, რომლებიც ОС Windows-სა და Android-ზე მუშაობენ. მეხსიერების ბარათი SDXC ყველა თანამედროვე გაჯეტს არ მიესადაგება, რადგან მას საწყისი exFAT ფორმატი აქვს და გამოყენების წინ დაფორმატებას საჭიროებს. აღნიშნული მოდელი, გარდა დიდი მოცულობისა, ამოირჩევა Class 10 სისწრაფით.

მახსოვრობის ბარათის კომპლექტში დევს გადამყვანი, რომლის
საშუალებითაც შესაძლებელია მისი დაყენება SD ბუდის მქონე პორტატულ მოწყობილობებში: ციფრულ ფოტოაპარატში, მობილურ ტელეფონში,
ნოუთბუქში, ვიდეოკამერაში და ა.შ.

მეხსიერების ბარათის Kingston SDXC 64 GB ტესტირების შედეგები:



image




Kingston SDXC 64 GB-ის მიმოხილვა


imageციფრული ტექნოლოგიების
განვითარების პარალელურად, გაჩნდა ინფორმაციის შენახვის პრობლემა. სმარტფონები და პლანშეტები
სარგებლობენ შიდა მეხსიერებით, ხოლო ფოტოაპარატები იძულებულები არიან გამოიყენონ ცალკე
ბარათები.
ცოტა მოგვიანებით გაჩნდა MicroSD –
4 GB მეხსიერებით, შემდეგ SDHC – 32 GB მოცულობით, მაგრამ უკვე ეს სივრცეც ვეღარ პასუხობს თანამედროვე ტენდენციებსა და მის მოთხოვნებს. სწორედ ამიტომ, გაჩნდა ფორმატი SDXC, რომელიც საშუალებას იძლევა შევინახოთ 2 ტბ. ინფორმაცია. ეს უკანასკნელი ჯერ-ჯერობით არ იყიდება, ძვირია 128 GB და 256 GB მოცულობითაც. საბედნიეროდ, სხვადასხვა კომპანიებმა შემოგვთავაზა SDXC 64 GB-ის ხელმისაწვდომი ვარიანტები, შედარებით დაბალი ფასით. მისი გამოყენება შესაძლებელია სმარტფონებსა და პლანშეტებში. დღეს ჩვენ განვიხილავთ სწორედ ასეთ ბარათს Kingston SDXC 64 GB, Class 10.

SDXC სერიის ბარათებს, 64 GB მეხსიერებით, აქვს Class 10 UHS-I სიჩქარე,
რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია ასეთი პატარა ბარათისთვის.

image




ტესტირება



imageტესტირება სისწრაფის გამოსავლენად ჩატარდა ნოუთბუქზე (ბარათის წამკითხველით) და ციფრულ აპარატზე. ასევე არ გადავიწყდეთ, რომ სისწრაფე შესაძლოა შეფერხდეს გამოყენებული მოწყობილების გამო. ATTO Disk Benchmark გატესტვამ კი აჩვენა, რომ ბარათის სიჩქარე შეესაბამება მის ტექნიკურ მახასიათებლებში მითითებულ ციფრებს. ჩაწერისას მაქსიმალური სიჩქარე დაფიქსირდა - 12, 5 MB წამში, კითხვისას კი 29 MB წამში.


image



ასევე ჩატარდა ტესტირება ფოტოაპარატიდან კოპირების სიჩქარეზე. შედეგად 150 ფოტოს კოპირებისთვის (JPG ფორმატი, მაღალი გაფართოვება) საკმარისი იყო 1 წუთი, ხოლო 15 წუთიანი ვიდეო რგოლის გადმოსაწერად კი 5 წუთზე ნაკლები:


image





დასკვნა:


თუ თქვენთვის არასაკმარისია გაჯეტის შიდა მეხსიერება, , Kingston SDXC10/64 არის საუკეთესო ვარიანტი პრობლემის მოსაგვარებლად. ამ გზთ თქვენ შეძლებთ მეხსიერების მოცულობის გაზრდას არც თუ დიდი დანახარჯებით. ერთადერთი, რაც გვსურს გირჩიოთ, ბარათი გამოიყენეთ იმ სისტემებზე, რომლის მხარდაჭერაც აქვს მას ბაზისურად, მაგალითად პლანშეტებზე Windows და Windows RT ბაზაზე.

2
170
3-ს მოსწონს
ავტორი:მაია გოგიტიძე
მაია გოგიტიძე
170
  
2014, 17 დეკემბერი, 17:52
როგორც ვიცი 64-იანი ბარათები ჯერ არის გაყიდვაში და 32გბ-იანები 50 ლარამდე ღირს ალტაში.
2014, 16 დეკემბერი, 15:16
და რა ღირს ასეთი მეხსიერების ბარათი?
0 1 2