x
image
beko777
ლიზა ბაგრატიონმა საკუთარ კონცერტზე ეთერ კაკულიას გარდაცვალება ამცნო მაყურებელს
imageრამდენიმე საათის წინ სკანდალური ფაქტი მოხდა დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე, ქართველმა მომღერალმა ლიზა ბაგრატიონმა, რომელსაც სოლო-კონცერტი ჰქონდა ფილარმონიაში, დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას პირდაპირ სცენიდან - ეთერ კაკულიას გარდაცვალების შესახებ ამცნო, ახლობლებს და ოჯახის წევრებსაც მიუსამძიმრა და საზოგადოებაც ატირა და ავიშვიშა.


ლიზა ბაგრატიონის ამ რბილად რომ ვთქვათ ყოვლადუპასუხისმგებლო განცხადებამ, რომელიც აბსოლუტური ტყუილია, საზოგადოება საგონებელში ჩააგდო, დარბაზში მაყურებელი შოკირებული იყო და კაციშვილმა არიცოდა რაზე ეფიქრა, ლეგენდარული ქართველი ვარსკვლავის ეთერ კაკულიას გარდაცვალების შესახებ, თუ ლიზა ბაგრატიონის სიმღერებისთვის მოესმინა?


დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, რაც მაყურებელთა შორის ავღმოჩნდით ადამიანები რომლებმაც ინფორმაციის გადამოწმება პირველი პირებისგან გადავწყვიტეთ, დავუკავშირდით ჩვენს რედაქტორს, ის კი, ლიზა ბაგრატიონის პრ-სამსახურის უფროსს, რომელმაც თავის მხრივ ნამდვილი ინფორმაცია კონცერტის მსვლელობის დროს მიაწოდა - ლიზა ბაგრატიონმა სცენიდანვე მოიხადა ბოდიში გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოცხადების გამო და „ - უკაცრავად, მეც შეცდომაში შემიყვანესო“ - თქვა და ჩვეულებრივად გააგრძელა თავისი სოლო-საღამო.


ბოლო დროს მსგავსი სახის უპასუხსიმგებლო განცხადებები ინტერნეტში ბევრმა ჭორიკანა საიტმა და მედია-საშუალებამ გაავრცელა და ნაადრევად გაისტუმრა ქართველების უსაყვარლესი მომღერალი საიქიოს, მაგრამ ეს შემთხვევა პირველია (და იმედია უკანასკნელი), როცა - მსგავსი სახის უპასუხისმგებლო, ყოვლადუმგვანო და გადაუმოწმებელი ინფორმაცია ეთერ კაკულიას კოლეგამ გაავრცელა, კოლეგამ რომელიც მანამდე, ეთერ კაკულიას ტელევიზორის ეკრანიდან ეფერებოდა, სიყვარულს უმტკიცებდა და მის მზეს ფიცულობდა.



ეთერ კაკულია დღეს პატრიარქის მიწვევით წირვაზე იმყოფებოდა, რამდენიმე დღეში კი ისრაელში სამკურნალო კურსის მორიგი ეტაპის ჩასატარებლად მიდის.

0
4707
6-ს მოსწონს
10-ს არა
ავტორი:beko777
beko777
4707
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0