x
image
ნოდარ ჯოჯუა
ტელეკომპანია მაესტრო მამუკა ღლონტმა დატოვა

image"მე გავდივარ "მაესტროს" მესაკუთრეთა რიგებიდან და ჩემს წილს უსასყიდლოდ გადავცემ თანაბრად "მაესტროს" პირველ დამფუძნებლებს"-ამის შესახებ ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი და წილის მფლობელი მამუკა ღლონტი სოციალურ ქსელში წერს.


"ძვირფასო მეგობრებო, მინდა გაგიზიაროთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მივიღე ერთლი წლის წინ, მაგრამ მეგობრების ხათრით (რომლებმაც მთხოვეს ერთი წელი ეს არ გამეკეთებინა) გადავდე აქამდე. მოკლედ მე გადავდივარ "მაესტროს" მესაკუთრეთა რიგებიდან და ჩემს წის უსასყიდლოდ გადავცემ თანაბრად "მაესტროს" პირველ დამფუძნებლებს. უზარმაზარი მადლობა მათ 20 წლიანი პარტნიორებისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩემს უსაყვარლეს მეგობარს კოტე გოგელიას, რომელთა როლი "მაესტროს" ისტორიაში განუზომელია. რატომ მივდივარ მაესტროდან? იმიტომ რომ დავაარსე ჩემი სატელევიზიო მწარმოებელი სტუდია, "ტვ სახელოსნო მაესტრო." იმედი მაქვს რომ მალე შემოგთავაზებთ ახალ სატელევიზო პროდუქტებს. ვიცი რა რომ ჩემს ამ განცხადებას შესაძლებელია მოჰყვეს ინტერპრეტაციები, გთხოვთ ნუ მოძებნით შავ კატას ბნელ ოთახში მითუმეტეს როცა ის იქ არ არის. მომავალ სატელევიზო შეხვედრამდე, "-წერს მამუკა ღლონტი "ფეისბუკის" პირად გვერდზე.

image

1
1196
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
1196
  
2014, 16 დეკემბერი, 6:30
სდკდცკ
0 1 1