x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რას აჭმევდა პუტინის ბაბუა სტალინს ანუ დიქტატორების საყვარელი კერძები
ამა წლის ნოემბრის ბოლოს ლონდონში გამოვიდა მეტად საინტერესო წიგნი ირონიული სახელწოდებით:"დიქტატორების საყვარელი კერძები ანუ ცნობარი ყველაზე ცნობილი ტირანების ცუდი გემოვნებისა". წიგნის ავტორებმა ნამდვილი ისტორიული კვლევა ჩაატარეს და გაშიფრეს საიდუმლოებანი ყველაზე ოდიოზური ქვეყნის მეთაურების ტრაპეზებისა. გთავაზობთ მოკლე და საინტერესო ექსკურსს წარსულში ამ წიგნის მიხედვით.


image


1. ბენიტო მუსოლინი


საყვარელი კერძი: სალათი წვრილად დაჭრილი ნივრისაგან, შეზავებული კარაქით და ლიმონით



image


ჟანა რაკელე ერთხელ ოჯახის მზარეულს გამოუტყდა, რომ მუსოლინის შეეძლო მთელი ჯამი ამ კერძის შეჭმა, რის შემდეგაც აუტანელი იყო მასთან ერთად ოთახში ყოფნა და ღამღამობით დიქტატორის ცოლი ქმრის ოთახიდან ერთ-ერთი ბავშვის ოთახში გარბოდა დასაძინებლად.



2. ადოლფ ჰიტლერი


საყვარელი კერძი: ახალგაზრდა მტრედი, ფარშირებული ენით, ღვიძლითა და ნუშის ფანტელებით


image


ერთ-ერთი ჯარისკაცი, რომელმაც დიდ ფიურერთან ერთად გაატარა ბუნკერში უკანასკნელი კვირეები, იხსენებდა, თუ როგორ მექანიკურად ყლაპავდა ჰიტლერი საჭმელს ნერვიულობისაგან, როგორ იკვნეტდა სუფრასთან მჯდომი ფრჩხილებს და იჩიჩქნიდა ცხვირს საჩვენებელი თითით, ნთქავდა რა დიდი რაოდენობით ნამცხვრებსა და ღვეზელებს.



3. ანტონიო დი სალაზარი


საყვარელი კერძი: შემწვარი სარდინები ლობიოთი


image


პორტუგალიელი დიქტატორისათვის ქვეყნის ერთგულება იმაში გამოიხატებოდა, რომ მან უარი თქვა ოჯახის შექმნაზე. ის ასკეტური იყო აგრეთვე კვებაშიც. მისი საყვარელი კერძიც კი მძიმე ბავშვობის გამოძახილი იყო, როცა ანტონიო იძულებული იყი ძმასთან ერთად ერთი პატარა თევზი გაეყო სადილზე.



4. კიმ ჩენ ირი


საყვარელი კერძი: სუპი ზვიგენის საცურაო ბუშტისაგან და პოსინტხამი ( სუპი ძაღლის ხორცისაგან, რომელსაც მიაწერენ მამაკაცური პოტენციის გაზრდას)


image


ჩრდილოკორეელი ლიდერი დიდი გურმანი იყო და თავის მზარეულს მთელ მსოფლიოში დაატარებდა. მას ხან ირანული თართის ხიზილალას მიართმევდნენ, ხან დანიურად მომზადებულ ღორის ხორცს, ხან იაპონურ ბრინჯის ლავაშებს, ხან კიდევ ტაილანდურ მანგოს. ირის სუფრა კერძების სიუხვით იზნიქებოდა იმ დროს, როცა დიქტატორი საკმაოდ მცირე საკვებს იღებდა.




5. მუამარ კადაფი


საყვარელი კერძი: ახალგაზრდა აქლემის ხორცი და კუს-კუსი


image


ამბობენ, რომ აქლემის ყველაზე გემრიელი ნაწილი მისი კუზია. მას მიირთმევენ მოხარშულს ან შემწვარს. ექსცენტრიულ ლიბიის მმართველს აქლემის ხორცთან ერთად ძალიან უყვარდა მისი რძეც, მიუხედავად იმისა, რომ მისი დალევის შემდეგ საშინლად უბუყბუყებდა მუცელი.



6. ფიდელ კასტრო


საყვარელი კერძი: კუს წვნიანი


image


კუბელი ლიდერი საკმაოდ ხშირად აძლევდა თანამემამულეებს კულინარიულ რჩევებს- მაგალითად, თუ როგორ უნდა მოამზადო კატლეტები ცხვრის ხორცისაგან, შეწვა თევზი ან მოამზადო ლობსტერი ბანანებით. მაგრამ როგორც იხსენებდა ფიდელის ერთ-ერთი საყვარელი სელია სანჩესი, მას ყველაზე მეტად კუს ხორცისაგან მომზადებული წვნიანი უყვარდა.



7. იდი ამინი


საყვარელი კერძი: ფორთოხალი


image


უგანდის სასტიკმა მმართველმა ერთხელ აღიარა, რომ მას არც ისე ძალიან მოსწონდა ადამიანის ხორცი - ის მას ზედმეტად მარილიანი ეჩვენებოდა. აი ფორთოხალი კი ამინს ყველაზე ძალიან უყვარდა და დღეში 40 ცალამდე ჭამდა. ამბობდნენ, რომ ფორთოხალს ის ბუნებრივ ვიაგრას უწოდებდა და დიდად აფასებდა მას.




8. ფრანსისკო ფრანკო


საყვარელი კერძი: გალისიური პაელია


image


იხსენებენ, რომ ოთხშაბათობით მადრიდში არ იყო დარჩენილი რესტორანი, სადაც არ ამზადებდნენ ამ პაელიას. ეს იმიტომ, რომ ოთხშაბათობით ფრანკო ქალაქში გადიოდა სადილად და არავინ იცოდა, თუ რომელ რესტორანს ესტუმრებოდა. ესპანელები ირწმუნებიან, რომ იციან ამ კერძის მომზადების 300-მდე სხვადასხვა რეცეპტი, მაგრამ ძირითადად ესაა ტაფაზე მომზადებული ბრინჯი ზეითუნის ზეთით, ზღვის პროდუქტებით, ქათმით და სანალებლებით.



9. სადამ ჰუსეინი


საყვარელი კერძი: "მეზგუფი"-მდინარის თევზი, მომზადებული ღია ცეცხლზე


image


როგორც ბაღდადის ერთ-ერთი თევზის რესტორნის მეპატრონე იხსენებს, დიაქტატორი კვირაში ორჯერ უკვეთავდა მას ამ კერძს და შეკვეთის წასაღებად მისი პირადი მცველები მოდიოდნენ ხოლმე. ერთხელ ჰუსეინი ამ კერძით საფრანგეთის პრეზიდენტს ჟაკ შირაქს გაუმასპინძლდა, მან იმდენი აქო ის, სანამ სადამისაგან ნახევარი ტონა თევზი არ მიიღო საჩუქრად.



10. იოსებ სტალინი


საყვარელი კერძი: ქართული სამზარეულოს საკმაოდ ბევრი კერძი


image


საბჭოეთის მამას სადილებს უმზადებდა არც მეტი, არც ნაკლები-რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბაბუა სპირიდონ პუტინი. ეს მოვალეობა არც ისე იოლი შესასრულებელი იყო, რადგან მზარეული ვალდებული იყო სტალინის ქარაგმული ნათქვამი სწორად გაეგო. ასე მაგალითად: გამოთქმაში-
"დაახრჩვეთ ჭია"- ბელადი გულისხმობდა მრავალსაათიან მოლხენას. ამბობენ, რომ იოსებ ბესარიონის ძეს თავად უყვარდა კერძებისათვის სახელების მოფიქრება. მაგალითად, ცხვრის ხორცით და ბოსტნეულით თიხის ჯამებში მომზადებულ კერძს ის არაგვს ეძახდა, თუმცა საქართველოში ის ჩანახის სახელითაა ცნობილი. რა თქმა უნდა, ბელადი აღმერთებდა ქართულ მწვადს.


8
842
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
842
  
2014, 14 დეკემბერი, 18:16
არცაა ქართული
2014, 14 დეკემბერი, 18:16
მე დიადად არ მხიბლავს ჩანახი..რატომღაც ქართულ კერძად არ ვთვლი
2014, 14 დეკემბერი, 18:10
რა უკღმართებიც იყვვნენ იმისთან უკუღმართ კერძებს მიირტმევდნენ..ჰოო გემოვნება კი ჰქონია სტალინს მართლა მაგარია ჩანახი..სამწუხაროდ მემ მგონი არ ვიცი თბილისში სად აკეთებენ..ადრე მეტრო დიდუბესტან იყო დეა სპეციალურად გამოვდიოდდით ხოლმე თანმშრომლები შესვენაბზე მის საჭმელად
2014, 14 დეკემბერი, 18:07
ბუნებრივი სუნამო :D
2014, 14 დეკემბერი, 18:06
საწყალი მაგის ოჯახი :D ნივრის სუნი ჩემმა მტერმა აიტანოს :D ;D
2014, 14 დეკემბერი, 18:05
მადლობა:)
2014, 14 დეკემბერი, 18:04
ნივრის კერძი სხვაა მაინც :D
2014, 14 დეკემბერი, 18:00
შესანიშნავი სტატიაა :) წარმატებები
0 1 8