x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა საიდუმლოს ატარებს დედამიწა - 6 000 წლის წინ ცაზე ორი მთვარე ბრუნავდა
image ადამიანები დღემდე ფიქრობდნენ, რომ დედამიწას მხოლოდ ერთი თანამგზავრი ჰყავს-მთვარე. მხოლოდ ახლახან გაჩნდა ცნობები რომ მთვარე არ ყოფილა ჩვენი პლანეტის ერთადერთი ბუნებრივი სატელიტი. უძველეს მითებში მოიპოვება ინფორმაცია დედამიწაზე კოსმოსური სხეულის ჩამოვარდნის შესახებ, რაშიც ზოგი მკვლევარი ლეგენდარული ატლანტიდის საიდუმლოს ამოხსნას ხედავს.

ჩრდილოეთ არგენტინაში მდებარეობს რაიონი კამპო-დელ-სელო, "ციური ველი". ეს სახელწოდება გვახსენებს ინდიელთა ძველ ლეგენდას, სადაც აღწერილია როგორ ჩამოვარდა ციდან სწორედ იმ ადგილზე გამოუცნობი ცეცხლოვანი სფერო. ძველ ქრონიკებში ამტკიცებენ, რომ ესპანელმა კონკისტადორებმა კამპო-დელ-სელოში, რკინის უზარმაზარი ლოდი იპოვეს და ხმლებისა და შუბების დასამზადებლად იყენებდნენ.

1576 წელს გრან-ჩაკოს ჭIაობიან დაბლობებში, სანტა-ფესგან ჩრდილოეთით, ხუთასი მილის დაშორებით, ესპანელი ერმან მექსიკა დე მირავალი რკინის დიდ ლოდს წააწყდა. რკინის მასალის წასაღებად ის კიდევ 4 ჯერ მიბრუნდა. 5-ე და უკანასკნელი ექსპედიცია 1783 წელს დონ რუბინ დე სილმა მოაწყო, რომელმაც ობიექტის მასა 15 ტონად შეაფასა. ლოდის დაწვრილებითი აღწერილობა არ შემონახულა და შემდგომაც იგი აღარავის უნახავს, თუმცა საიდუმლო ობიექტის პოვნას დღემდე ცდილობენ თავგადასავლის მაძიებლები.

კამპო-დელ-სელოს მიდამოებში დღემდე პოულობენ სხვა მეტეორებსა და უცნაური რკინის ფრაგმენტებს. ყველაზე დიდი 33, 4 ტონას იწონიდა, იგი 1980 წელს განსედოსთან იპოვეს.


სულ რაღაც ექვსი-შვიდი ათასი წლის წინათ დედამიწის თავზე ღამის ცაში ორი მთვარის დანახვა შეიძლებოდა. შემდეგ კი ალბათ, მოხდა სწორედ ის კატასტროფა, რომლის შესახებაც ძველი მსოფლიოს მრავალი ხალხის ლეგენდა და მითი გვიამბობს:"ციდან ვარსკვლავები ცვიოდა და ზეცას ცეცხლოვანი შეიფი ანათებდა, დედამიწა ბორგავდა, ირყეოდა და სკდებოდა უმძლავრესი ბიძგების შედეგად. ქვეყნიერება იქცეოდა".

ამ კატასტროფის შედეგად დედამიწის ღერძი 30 გრადუსით გადაიხარა და შესაძლოა წყლის ქვეშ ხმელეთის დიდი უბნებიც სწორედ მაშინ მოექცა. ვინ იცის, იქნებ სწორედ კამპო-დელ-სელოს დაბლობზე იმალებოდეს ატლანტიდის საიდუმლოც?

0
75
2-ს მოსწონს
ავტორი:niako1
niako1
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0