x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ჯონ ლოკისთვის რას ნიშნავს ბუნებითი მდგომარეობა და რით განსხვავდება ის, ამ საკითხში, თომას ჰობსისგან

imageჯონ ლოკი იყო ინგლისელი ფილოსოფოსი, რომელმაც მრავალი მნიშვნელოვანი ნაშრომი ეკუთნის. მას დიდი წვლილი მიუძღვის პოლიტიკური მოძღვრების განვითარებაში. ჯონ ლოკის ძირითადი იდეები ჩამოყალიბებულია “ ორ ტრაქტატში მმართველობაზე ‘’. ჯონ ლოკს განსხვავებული და ინდივიდუალური მიდგომა და აზრი გააჩნდა ყველა თემაზე რომელიც ხშირად ეწინააღმდეგებოდა იმ დროინდელი ფილოსოფოსების აზრს. ადამიანის ბუნება, პოლიტიკის ფილოსოფია, სახელმწიფოს ჩამოყალიბების იდეა - ეს ის საკვანძო საკითხებია, რომელზედაც ფუნდამენტურად მსჯელობდა ეს ორი ფილოსოფოსი.
ლოკი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო იქმნება საკუთრების დაცვის სურვილიდან, რომელიც ეთანხმება კიდეც სიცოცხლის დაცვის საკითხთან მიმართებაში, მაგრამ უფრო შორს მიდის და შრომის შედეგად მოპოვებული პროდუქტის, როგორც კერძო საკუთრების დაცვას უსვმას ხაზს და ამას ასახელებს სახელმწიფოს შექმნის უმთავრეს მიზეზად.ლოკი ასევე ხაზს უსვამს უმრავლესობის პრინციპს, რომ საზოგადოება ერთგვაროვნად უნდა მოიქცეს კანონის წინაშე, მაგრამ თუ აზრთა სხვადასხვაობაა, უმრავლესობის აზრი იმარჯვებს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები მმართველს ძალაუფლებას ანიჭებენ და ისინი ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე, ინდივიდს მაინც რჩება ავტონომიური თავდაცვის უფლება, რაც მას ჰქონდა ბუნებითი მდგომარეობის დროს ანუ მიუხედავად სახელმწიფოში ცხოვრებისა, ის მაინც გარკვეულწილად ბუნებით მდგომარეობაში რჩება. ჰობსი ბუნებით მდგომარეობაში ამართლებს ერთი ადამიანის მიერ მეორის მოკვლას, რათა სიცოცხლე შეინარჩუნოს და ამტკიცებს, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელია, სწორედ ამიტომ ქმნის სახელმწიფოს, რათა სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემო შეიქმნას. ლოკი ჰობსისაგან განსხვავებით იმასაც ამტკიცებს, რომ ადამიანი გარკვეულ წილად ხელისუფლების წინაშეც ბუნებით მდგომარეობაში რჩება. ლოკი არ ამბობს იმას, რომ ადამიანებს აჯანყების უფლება აქვთ, ის ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ უკანონო ქმედებები უკვე ნიშნავს თავად ხელისუფლების აჯანყებას ადამიანთა მიმართ, ანუ მმართველი ძალა ამ ქმედებით უკვე არღვევს კონტრაქტს, უჯანყდება ხალხს. თუ ის არღვევს კონტრაქტს მაშინ ხელისუფლება გადადის ბუნებით მდგომარეობაში, სადაც ადამიანებს შეუძლიათ შეეწინააღმდეგონ და ახალი ხელისუფლება აირჩიონ. ჰობსთან აბსოლუტური ძალაუფლება, მხოლოდ და მხოლოდ სუვერენის ხელშია, ლოკთან კი მთავარი ხალხია.
ბუნებით მდგომარეობაზე ჰობსაა და ლოკს განსხვავებული შეხედულებები აქვთ და თავიანთი არგუმენტებით ცდილობემ დაამტკიცონ რომელია ჭეშმარიტებასთან უფრო ახლოს ჰობსი თუ აბსოლიტური მმართველობის იდეამდე მიდის ლოკი შეზღუდული ძალაუფლების უმთავრეს პრინციპს აყალიბებს. ასე მათი აზრი არ ემთხვევ და განსხვავდება ერთმანეთისაგან რელიგიასთან დაკავშირებით ლოკი ფიქრობს, რომ ადამიანს ღმერთი უბოძებს სიცოცხლეს და არავის არ აქ უფლება წაართვას მას ეს სიცოცხლე რადგან მხოლოდ უფალს ძალუძს მისი იმ ქვეყნად წაყვანა. ლოკი თვლის რომ სახელმწიფო უფრო ქმედითად, თანმიმდევრულად და მიუკერძოებლად ძალუძს დაიცვას ადამიანის უპლებები. ვინაიდან, ლოკი უფრო თანამედროვე მოაზროვნეა ვიდრე ჰობსი ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჰობსის მიმართ კრიტიკა უფრო მაღალი უნდა იყოს. ნებისმიერი ნაშრომი თუ სხვა რამ, პირველ რიგში თავისი დროიდან და გარემოებიდან უნდა გაიზომოს, ამ კუთხით ჰობსის წვლილი პოლიტიკის ფილოსოფიაში ერთ-ერთი მთავარია. ლოკიც კი მისი იდეებიდან ამოდის და აფართოების მსჯელობის არეალს. არ შეიძლება ისეთი თვალით ყურება თითქოს ჰობსი ნაივური ადამიანი იყო და ვერ ხვდებოდა, რომ ერთი სუვერენის ხელში ძალაუფლება დამღუპველია, მისი სიბრძნე უკვე იმაში მდგომარეობს, რომ ის თავისი მსჯელობით აყალიბებს სახელმწიფოს აუცილებლობას და ის საკითხი თუ რა ფორმით ეს სხვა თემაა. დღემდეა დავა ფილოსოფოსთა შორის იმაზე თუ რომელი სახელმწიფოს მოწყობაა უკეთესი, ამიტომ ჰობსის შეხედულებები დღემდე აქტუალურია.

0
573
4-ს მოსწონს
ავტორი:თამთა სიხარულიძე
თამთა სიხარულიძე
573
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0