x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცნობილების ყველაზე აბსურდული საქორწინო კონტრაქტები (ნაწილი I)

image

ამ სამყაროში მუდმივი არაფერი არ არის. მათ შორის ქორწინება, რომელიც დღესდღეობით იშვიათად თუ უძლებს დროს. ჰოლივუდში განქორწინება უკვე ჩვეულებრივი ამბავია. შესაბამისად, აქ საქორწინო კონტრაქტი ქორწინების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ხშირად, ერთ-ერთი მხარე კონტრაქტის პირობებით ბოროტად სარგებლობს და მზად არის, განქორწინების შემთხვევაში, ოდესღაც მისთვის საყვარელი ადამიანი ყველაფრის გარეშე დატოვოს. ამ სტატიაში გთავაზობთ ცნობილებს, რომელთ საქორწინო კონტრაქტებიც აბსურდულად არის აღქმული.




კიმ კარდაშიანი და ქენი ვესტი
image
ქენი ვესტის შემოსავალი დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარია. განქორწინების შემდეგ კი, კიმი 1-დან 10 მილიონამდე აშშ დოლარს მიიღებს. ასევე ძვირფასეულობა,
რაც აქამდე მიუღია და მიიღებს, ყველაფერი კიმის საკუთრება იქნება. რეალითი თუ სხვა
შოუებიდან გამომუშავებული თანხა და ბიზნესიდან მიღებული მოგება. მათი კონტრაქტი მთლიანად კიმის მომავლის მატერიალურ უზრუნველყოფაზეა აგებული. რაც შეეხება მათ შვილებს, მათი მეურვეობის საკითხი და სხვა დანარჩენი განხილულიც კი არ არის.



ლიზ ტეილორი და ლარი ფორტენსკი
image
ლიზ ტეილორის ყველა ქმარი გამორჩეული მოღვაწე იყო თავის სფეროში. სასტუმროებისა და გასართობი ადგილების მფლობელები თუ პოლიტიკოსები. ასე რომ,
როდესაც ის ბოლოჯერ რიგით მშენებელზე გათხოვდა, ბევრში გაოცება გამოიწვია. ტეილორმა მეუღლესთან გააფორმა საქორწინო კონტრაქტი, რომლის თანახმადაც, ლარი მიიღებდა 1 მილიონ აშშ დოლარს, თუ ის ტეილორთან 5 წლის განმავლობაში იცხოვრებდა. გაგიკვირდებათ და ქორწინებამ ზუსტად 5 წელს გასტანა...




დენის რიჩარდსი და ჩარლი შინი
image
დენის რიჩარდსი საქორწინო კონტრაქტის შედგენის პროფესიონალი იყო, სადაც ღალატის პუნქტი განსაკუთრებით გამოკვეთა. ამ პუნქტის დეტალები ცნობილი არ
არის და ისიც გაურკვეველია, იყო თუ არა მათი განქორწინების მიზეზი ღალატი. კონტრაქტიდან გამომდინარე, რიჩარდსმა მიიღო 7 მილიონი აშშ დოლარი სარჩოს სახით, 42, 000 აშშ დოლარი ბავშვების სარჩენად და მან მოახერხა, სამომავლოდაც მიეღო ჩარლი შინის შემოსავლის ნახევარი.




სტივენ სპილბერგი და ემი ირვინგი
image
მათი ქორწინება 1985 წლიდან 1989 წლამდე გაგრძელდა. ამ პერიოდისთვის სპილბერგი მატერიალურად ისე კარგად არ იყო, როგორც ის დღეს არის. მიუხედავად
ამისა, განქორწინება მას 200 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდებოდა, რომ არა, სპილბერგის სარჩელი იმის შესახებ, რომ მათი საქორწინო კონტრაქტი დაწერილი იყო უბრალო, კოქტეილის ხელსახოცზე. შესაბამისად, მოსამართლემ ბათილად ცნო აღნიშნული შეთანხმება და ირვინგმა მეუღლის შემოსავლის ნახევარი - 100 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.



ჯეი ზი და ბიონსე
image
წყვილის კონტრაქტის დეტალები ოფიციალურად არ არის ცნობილი. თუმცა, გავრცელებული ხმების თანახმად, ბიონსე ანქორწინების შედეგად მიიღებს თითოეული
ბავშვისთვის 5 მილიონ აშშ დოლარს და 1 მილიონ აშშ დოლარს ყოველწლიურად. ჯერ-ჯერობით, წყვილს მხოლოდ ერთი ქალიშვილი ჰყავს.




ნიკოლ კიდმანი და კიტი ურბანი
image
წყვილის საქორწინო კონტრაქტის თანახმად, განქორწინების შემთხვევაში ურბანი მიიღებს 640, 000 აშშ დოლარს ყოველი წლისთვის, რაც ქორწინებაში გაატარა. გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის ნარკოტიკების გამოყენებას დაუბრუნდება. ეს იდეა კიდმანს
ეკუთვნის. ასე, ხელუხლებელი რჩება მისი 150 მილიონი აშშ დოლარი და თან ქმრის ჯანმრთელობასაც უფრთხილდება.


2
213
5-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
213
  
2014, 12 დეკემბერი, 21:57
მადლობა :)
2014, 12 დეკემბერი, 21:55
კარგი სტატიაა :))
0 1 2