x
image
მანჩო 777
15 ცხოველი, რომლებმაც ისტორიის მსვლელობა შეცვალეს
ჩვენ-ადამიანები, განვითარების უმაღლეს საფეხურზე მდგომი არსებები, ყოველთვის ვთვლით ცხოველებს მდაბალ არსებებად და არასათანადოდ ვაფასებთ მათ შესაძლებლობებს. თუმცა ისტორიამ შემოგვინახა არაერთი მაგალითი, როცა ცხოველები ეხმარებოდნენ ადამიანებს ამა თუ იმ დაავადებისაგან თავის დაღწევაში, მტერზე გამარჯვებაში, უქმნიდნენ მათ მშვენიერ კარიერას და კოსმოსშიც კი გაფრინდნენ ადამიანზე ადრე.

ამ პოსტში მინდა წარმოგიდგონოთ სწორედ ის ცხოველები, რომლებმაც თავიანთი საქციელით კვალი დატოვეს მსოფლიო ისტორიაში.



ძაღლი, რომელმაც გაანადგურა მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი


image



2011 წლის 2 მაისს სპეციალურად გაწვრთილი ძაღლი - ავსტრიული ნაგაზი "კაირი" დაეხმარა აშშ-ის საზღვაო ფეხოსნებს ოპერაციის წარმატებულად განხორციელებაში, რომლის მიზანი იყო მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის - უსამა ბენ ლადენის შეპყრობა და განადგურება.

რა თქმა უნდა, ამ ოპერაციის დეტალები უცნობია, მაგრამ მისმა ორგანიზატორებმა აღიარეს, რომ ის ვერ ჩატარდებოდა ესოდენ წარმატებულად, რომ არა ჭკვიანი და მამაცი ძაღლის "კაირის" ოპერატიული და საზრიანი მოქმედება.



ალექსი – თუთიყუში-გენიოსი


image


მთელ მსოფლიოში ცნობილმა აფრიკულმა ნაცრისფერრმა თუთიყუშმა სახელად "ალექს" გადატრიალება მოახდინა ადამიანების წარმოდგენაზე ცხოველების ინტელექტის შესახებ. ხალხის გასაოცრად ამ ფრთოსანმა გამოავლინა არნახული ინტელექტი და საზრიანობა და გახდა ნატურალისტი-მეცნიერების ცხარე დისკუსიის საგანი. "ალექსმა" შეძლო შემოქმედებითად გამოეყენებინა ადამიანის მეტყველებიდან აღებული ფრაზები და სიტყვები, ხოლო მისი გონებრივი განვითარება უდრიდა 6 წლის ბავშვის განვითარების დონეს და ეს სულაც არ იყო მისი შესაძლებლობების ზღვარი. თუთიყუში მშვენივრად არჩევდა ფერებს, საგნებს, ესმოდა ცნებები: "დიდი", "პატარა", "სხვადასხვა", "ერთი და იგივე", "ზევით", "ქვევით"...სიკვდილის მომენტში ალექსი 8 წლის ბავშვის ემოციური განვითარების დონეზე იყო.



მტრედები, რომელთა წყალობით გამოგონებული იქნა პირველი რობოტი


image


ძველი ბერძენი მათემატიკოსი და სწავლული არხიტ გარენტელი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 430-350 წლებში ცხოვრობდა, ასევე ცნობილია, როგორც "პირველი რობოტის მამა", მაგრამ რომ არა მისი სიყვარული ფრინველებისადმი, განსაკუთრებით კი მტრედებისადმი, საეჭვოა, რომ მას ეს ტიტული მოეპოვებინა. იმისათვის, რომ გაეგო, თუ როგორ დაფრინავენ ჩიტები, არხიტმა გააკეთა თავისი საკუთარი მექანიკური ხის მტრედი, რომელიც ორთქლის საწევარით მოძრაობდა. იმისდა მიუხედავად, რომ ხელოვნური ფრონველი სულ სხვა მიზნით იყო შექმნილი, გამომგონებელმა მსოფლიოს აჩუქა პირველი რობოტი და პირველი საფრენი აპარატი ისე, რომ თვითონ ამაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა.



ბალტო - ციმბირული ჰასკი, რომელმაც ქალაქი დიფტერიისაგან იხსნა


image



ეს ერთადერთი შემთხვევაა ისტორიაში, როცა ძაღლმა იხსნა არა ერთი და ორი ადამიანის, არამედ მთელი ქალაქის სიცოცხლე. 1925 წელს ალიასკის პატარა ქალაქ ნომში იფეთქა დიფტერიის ეპიდემიამ, ხოლო ერთადერთი თვითმფრინავი, რომელიც ამ ქალაქს გარესამყაროსთან აკავშირებდა, მწყობრიდან იყო გამოსული. ქალაქის მოსახლეობას დასახმარებლად გაუგზავნეს გაწვრთნილი ძაღლების ჯგუფი, მათ თან გაატანეს სასიცოცხლო შრატი. მარხილის თავში ბალტო იყო შებმული და ჯიუტად მიიწევდა წინ. რამოდენიმე ძაღლი სიცივემ იმსხვერპლა. საშინელ ქარბუქსა და ყინვაში ბალტომ მარტოდმარტო გაიარა 85 კილომეტრი. შრატი გაიყინა, მაგრამ არ გაფუჭებულა და მისი წყალობით ხუთ დღეში დიფტერია შეჩერებული იქნა ქალაქში. დღესდღეობით ამ უშიშარი ძაღლის ხსოვნის პატივსაცემად ყოველწლიურად იმართება რბოლები ძაღლებშებმული მარხილებით. მისი მონაწილეები გადიან ზუსტად იმ გზას, რაც გაიარა ბალტომ თითქმის ერთი საუკუნის წინ.




შავი ღორი, რომელმაც საფრანგეთის მეფე საიქიოში გაგზავნა


image


ტახტზე სულ ახლახანს ასული ფილიპი - ლუდოვიკო VI მსუქანის შვილი ცხენით სეირნობდა მდინარე სენას ნაპირებზე. უცებ ცხენი საიდანღაც გამოვარდნილ შავ ღორს შეეჩეხა. ცხენი ძირს დაეცა და მხედარიც თან გადმოიყოლა, ფილიპმა ქვას დაჰკრა თავი და მალე სულიც განუტევა.

ასე რომ, ამ შავმა ღორმა ცვლილებები შეიტანა ისტორიის მსვლელობაში, შეწყდა რა ფილიპის მიერ მეზობელი ქვეყნების მიწების უმოწყალო დაპყრობა.




ობობა, რომელმაც შთააგონა რობერტ I-ს გმირობა ჩაედინა


image


უდიდესი შოტლანდიელი მონარქი, ინგლისის წინაღმდეგ განუხრელი მებრძოლი და საკუთარი ქვეყნის დამცველი რობერტ I ბრიუსი თქვენთვის კარგადაა ცნობილი ფილმიდან "მამაცი გული". თუმცა ბევრმა არ იცის, რომ მანამ, სანამ შოტლანდიის ეროვნული გმირი გახდებოდა, ბრიუსმა გადაიტანა მძიმე და დამამცირებელი პერიოდი სიცოცხლისა, რომელიც მან გამოქვაბულში დამალულმა გაატარა. ლეგენდის თანახმად, ბრიუსი იქ გულმოდგინედ ადევნებდა თვალს ობობას შრომას, რომელიც გამუდმებით აბამდა ქსელს საკმაოდ ფართო გამოქვაბულის ერთი კედლიდან მეორემდე. ქსელი სულ წყდებოდა. მიუხედავად ამისა, ჯიუტი ობობა აგრძელებდა თავის საქმიანობას, სანამ ერთ დღეს საკმაოდ მჭიდრო და გამძლე აბლაბუდა არ გამოუვიდა. რობერტი ისე იყო აღფრთოვანებული ამ პატარა მწერის სიჯიუტითა და მიზანსწრაფვით, რომ მისი გული მტრისადმი სიძულვილითა და ვაჟკაცობით აივსო და მან მიიღო გადაწყვეტილება, ებრძოლა მანამ, სანამ მისი ქვეყანა მტრისგან საბოლოოდ არ განთავისუფლდებოდა.



შერ ამი - გმირი საფოსტო მტრედი


image


პირველი მსოფლიო ომის დროს შერ ამი იყო ერთ-ერთი იმ უამრავი საფოსტო მტრედიდან, რომელსაც საფრანგეთში მოქმედი აშშ-ის სასიგნალო კორპუსი იყენებდა მეთაურთა შტაბიდან ბრძოლის ველზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადასაცემად. ერთ-ერთი მისიის შესრულების დროს შერ ამი მოხვდა გერმანელების ცეცხლის ქვეშ. მტრედი მიწაზე ჩამოვარდა, მაგრამ მაშინათვე წამოიჭრა და ისევ აფრინდა ცაში. მკერდში მძიმედ დაჭრილმა, ფეხმოტეხილმა და ცალი თვალით დაბრმავებულმა მტრედმა ჯიუტად გააგრძელა თავის გზა, სანამ ბრძოლის ველზე არ მიიტანა საჭირო ცნობები. ამ უშიშარი ფრინველის საქციელის შედეგად მეკავშირეების "დაკარგული ბატალიონი" გადარჩენილი იქნა, ხოლო გაბედული ფრინველი საფრანგეთის მთავრობამ წითელი ჯვრის ორდენით დააჯილდოვა. როცა მტრედი გარდაიცვალა, მისგან ფიტული გააკეთეს, რომელიც ახლაც ინახება სმიტსონის ინსტიტუტში.



ნიანგები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეების მხარეზე "იბრძოდნენ"


image


ომების ისტორიაში ერთი-ერთი ყველაზე საშინელი და სისხლიანი შურისძიება მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს ადამიანების ხელით და ცხოველების პირით. ბირმის კუნძულ რამრისათვის ბრძოლა, რომელიც 1945 წლის იანვარ-თებერვალში მოხდა და ექვსი კვირა გრძელდებოდა, გინესის რეკორდების წიგნშიც კია შესული, როგორც ყველაზე დიდი მსხვერპლი, გამოწვეული ნიანგების თავდასხმით ადამიანებზე. სხვადასხვა ცნობების მიხედვით, 1000-დან 1500-მდე იაპონელი ჯარისკაცი ჭაობიანი ადგილების გადაკვეთისას ცოცხლად იქნა შეჭმული ასობით შემზარავი ნიანგის მიერ, რომლებიც ამ ადგილებში ბუდობდნენ.



ცხვარი დოლი- ყველაზე ცნობილი კლონი მსოფლიოში


image


სავარაუდოდ, ის ყველაზე ცნობილი ცხოველია, რომელიც ისტორიაში შევიდა და პირველი ძუძუმწოვარი, რომლის კლონირებაც მოხდა. სამედიცინო და ბიოლოგიური თვალსაზრისით ამ მოვლენას ბევრი კარგის მოტანა შეუძლია ცხოველებისა და ადამიანებისათვის, რადგან მეცნიერებს გაუჩნდათ შანსი სიცოცხლე დაუბრუნონ გადაშენების პირას მყოფ ცხოველებსა და მცენარეებს.




შიმპანზე-ასტრონავტი ჰემი


image


შიმპანზე ჰემს ეს სახელი უწოდეს ჰოლომანის საავიაციო-კოსმოსური სამედიცინო ცენტრის საპატივცემულოდ და ის საკმაოდ ცნობილი ცხოველია აშშ-ში. ჰემი ჟურნალ «Life»-ის გარეკანზეც კი მოხვდა მას შემდეგ, რაც 1961 წელს კოსმოსში გაუშვეს. გაფრენის წინ ჰემს ასწავლეს სამართავი ბერკეტის მობრუნება სინათლის სიგნალის მიხედვით. სწორად შესრულებული ბრძანებისათვის მას ბანანით აჯილდოებდნენ, ხოლო შეცდომის დროს მსუბუქი ელექტროშოკით სჯიდნენ. შიმპანზემ მშვენივრად გაართვა თავი მიცემულ დავალებას. ასე რომ, ჰემი გახდა პირველი ცხოველი, რომელიც მშვენივრად მანიპულირებდა ხელსაწყოებით კოსმოსურ სივრცეში და არა უბრალოდ ფრენდა იქ (როგორც ცნობილი ძაღლები სტრელკა და ბელკა).




ცხენი, სახელად ჯიმი


image


იცოდით, რომ დიფტერიის ვაქცინის აღმოჩენა ცხენთანაა დაკავშირებული? კვიცი, სახელად ჯიმი საგანგებოდ იქნა დაინფიცირებული დიფტერიის ჩხირებით, მაგრამ სხვა ცხოველებისაგან განსხვავებით, რომლებსაც ნაკლებად გაუმართლათ, ჯიმი ცოცხალი გადარჩა. მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ჯიმის სხეულმა დაიწყო ანტისხეულების გამომუშავება, რომელიც ავადმყოფობას ებრძოდა. ამ ექსპერიმენტმა საშუალება მისცა ადამიანებს მიეღოთ სანუკვარი შრატი, რომელიც ამ ვერაგ დაავადებას თავიდან ააცილებდათ.

ასე რომ, ჯიმი ისტორიაში შევიდა, როგორც სამედიცინო სასწაული, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა.




მაიმუნი, რომელიც ბერძნებს სასტიკად სძულთ


image


ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ ორი წარმატებული ომის შემდეგ საბერძნეთმა მოწინავე პოზიცია დაიკავა საბერძნეთ-ოსმალეთის ომში და ზედიზედ იკავებდა ტერიტორიებს (1919-1922 წლები).

მას შემდეგ, რაც საბერძნეთის მოწინავე ძალებმა დაიკავეს ფრაკია და მცირე აზია და კონსტანტინოპოლის დასაპყრობად დაიწყეს მზადება, რომელიც 500 წელი ოსმალთა ბატონობის ქვეშ იმყოფებოდა, საბერძნეთის სამხედრო კომპანიის უფროსი უეცრად გარდაიცვალა სრულიად უჩვეულო მიზეზით.

სამეფო ბაღში სეირნობის დროს ალექსანდრე I -ს შემთხვევით უკბინა მაიმუნმა და ის რამოდენიმე დღეში სისხლის მოწამვლით გარდაიცვალა. ამის შემდეგ ბერძნების თითქმის გამარჯვებამდე მიყვანილი ომის საქმე უკან-უკან წავიდა და ქვეყნის ეროვნულ კატასტროფად გადაიქცა. ამის შემდეგ მაიმუნი ბერძნებისათვის ყველაზე საძულველი ცხოველი გახდა.



ნიუფაუნდლენდი, რომელმაც ნაპოლეონის სიცოცხლე იხსნა


image


არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც ნაპოლეონის სიცოცხლე გადაარჩინა ძაღლმა, რომლის სახელი და სქესი უცნობია ისტორიისათვის. 1815 წელს გემს, რომლითაც ელბაზე გადასახლებული იმპერატორი გაქცევას ახორციელებდა, ზღვის ღელვის დროს გიგანტურმა ტალღამ გადაუარა, რომელმაც ნაპოლეონი ბორტიდან გადმოგდო. საბედნიეროდ, გემზე იმყოფებოდა ნიუფაუნდლენდის ჯიშის ძაღლი, რომელმაც ნაპოლეონს პირი ჩასჭიდა და მანამდე არ მოსცილებია, სანამ ის ნაპირზე არ გამოიყვანა.




ჩეკერსი-ძაღლი, რომელმაც თავისი პატრონის პოლიტიკური კარიერა იხსნა


image


1952 წლის 23 სექტემბერს სენატორმა რიჩარდ ნიქსონმა წარმოთქვა თანამედროვე ამერიკის ისტორიაში ყველაზე ცნობილი სიტყვა. არჩევნებზე ნიქსონი დუაიტ ეიზენჰაუერთან ერთად ვიცე - პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. ნიქსონს ბრალი დასდეს იმაში, რომ ის იღებდა უკანონო შემოწირულობებს თავისი საარჩევნო კომპანიისათვის. თავის გამოსვლაში მან უარყო ეს ცრუ ბრალდებები და განაცხადა, რომ ერთადერთი საჩუქარი, რაც მან მიიღო, ეს იყო კოკერ-სპანიელი. სწორედ ჩეკერსის (ასე ერქვა ნიქსონის ძაღლს) შესახებ წარმოთქმული მხურვალე სიტყვით მოიგო მან ამერიკელების გული და დარჩა საარჩევნო კომპანიაში ეიზენჰაუერის მეწყვილედ. შემდეგ მათ გაიმარჯვეს კიდეც არჩევნებზე.

ამის შემდეგ 23 სექტემბერი აშშ-ში გამოცხადებული იქნა ძაღლების დღედ პოლიტიკაში, რომელიც ასევე ცნობილია "ჩეკერსის დღის" სახელწოდებით.



თიბლსი "ტერმინატორი"


image


ძალზე ხშირად ჩვენ, ადამიანები, ვხდებით ცხოველთა თუ მცენარეთა ამა თუ იმ ჯიშის გადაშენების მიზეზი, მაგრამ ისტორიაში დაფიქსირებილია იშვიათი შემთხვევები, როცა იგივე მოხდა ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლის გამო. მაგალითად, სტეფენსის ბუჩქის ჭინჭრაქა (გადაშენებული ფრინველის ჯიში) ლეგენდის მიხედვით, განადგურებული იქნა ერთადერთი ველური კატის მიერ, რომელსაც სახელად თიბლსი ერქვა. ეს კატა მოაშინაურა კუნძულ სტეფენსიზე (ახალი ზელანდია) მდებარე შუქურის ზედამხედველმა. ვერაგმა ცხოველმა მუსრი გაავლო ისედაც გადაშენების პირას მყოფ ფრინველებს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სტეფენსის ჭინჭრაქა მიეკუთვნებოდა ფრინველების ჯიშს, რომელთაც ფრენა არ შეუძლიათ.

10
2864
27-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2864
  
2014, 24 დეკემბერი, 18:00
:'*
2014, 24 დეკემბერი, 17:01
სტატია რომლის წაკითხვაც არ დაეზარება ადამიანს :) ძალიან მომეწონა
2014, 18 დეკემბერი, 18:30
:*
2014, 18 დეკემბერი, 18:29
^–^ მაგარია
2014, 13 დეკემბერი, 20:08
ჰმ.... მადლობა
2014, 13 დეკემბერი, 19:40
ა ძმაო სტატიაა.......ბრავო მანჩო
2014, 12 დეკემბერი, 22:36
გაიხარე, ჩემო კარგო :*
2014, 12 დეკემბერი, 22:34
წარმატებები:–*
2014, 12 დეკემბერი, 20:55
მადლობა:)
2014, 12 დეკემბერი, 20:54
წარმატებები საყვარელო
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10