x
image
ციცი
2015 წელი-ლურჯი თხის წელიწადი. როგორ შევხვდეთ მას?
image
აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2015 წელი ლურჯი ხის თხის წელიწადია. იგი დადგება 2015 წლის 19 თებერვალს. ეს არის წელი მხიარულებისა და სიახლეების. თხა გამოირჩევა სტუმართმოყვარეობით და მოთმინებით. წინა წელთან შედარებით, ლურჯი(ზოგიერთი ვერსიით მწვანე) ხის თხის წელიწადი, ზოდიაქოს ნიშნების უმრავლეს წარმომადგენელს, მოუტანს ნათელ და პოზიტიურ ცვლილებებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

იმისათვის, რომ დამდეგი წელი წარმატებული იყოს, საჭიროა მას სათანადოდ დავხვდეთ...

წლის ფერებია-ლურჯი, ცისფერი, მწვანე, ფირუზის და მეწამულის ფერი.

წლის კოსმიური ელემენტია-ხე.
თხის წლის თილისმად ითვლება-ლურჯი(მწვანე) ხის თხა.


კარგი იქნება თუ გვეცოდინება, როგორ შევხვდეთ ახალ წელს და რა გავითვალისწინოთ.

სახლის დეკორაცია:

ლურჯი თხის წელიწადში უმჯობესი იქნება თუ დეკორაციისთვის გამოვიყენებთ ხის მასალისგან დამზადებულ მოსართავებს და სამკაულებს. ნაძვის ხეც სასურველია, რომ მოირთას ლურჯ, მწვანე და ფირუზისფერ ფერებში, რაც შეეხება ჭურჭელს ალბათ ძნელი იქნება ხის ჭურჭლის მოძებნა, მაგრამ თითო რამ შეიძლება მაინც აუცილებლად დავახვედროთ თხას-ხის ჭიქა ან კოვზი და ასე შემდეგ... კარგი იქნება თუ ზანზალაკებს დავკიდებთ ოთახში და ბინის შემოსასვლელში, ეს მოგიტანთ წარმატებებს თხის წელიწადში.image

საახალწლო სუფრაზე უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ხილი, ბოსტნეული, სალათები და ყველანაირი მწვანილი. არ შეიძლება სუფრაზე ცხვრის ხორცი, სხვა ხორცი დასაშვებია.. განსაკუთრებით უყვარს თხას ყველი და ამიტომ, შეგიძლიათ რამოდენიმე სახეობის ყველი დაახვედროთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ყველა კერძი რასაც საახალწლო სუფრაზე მიიტანთ, უნდა იყოს გაფორმებული დიდი რაოდენობით მწვანილითა და სალათის ფოთლებით.imageimageimage


ახლა სად და ვისთან ერთად შევხვდეთ ახალ წელს-იმის გამო, რომ თხა შინაური ცხოველია, უმჯობესი იქნება თუ ახალ წელს ოჯახურ გარემოში, მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად შეხვდებით. თხას უყვარს მხიარული მეგობრული გარემო, მაგრამ ხმაურიანი თავყრილობა არ მოსწონს. მისთვის მნიშვნელოვანია ჰარმონია ოჯახში და ურთიერთობებში.image
image

საახალწლო საჩუქრები-საუკეთესო საჩუქარი თხის წელიწადში იქნება ამ წლის სიმბოლო ლურჯი თხა და ხისგან დამზადებული სამკაულები და აქსესუარები. იმის გამო, რომ თხა მშიშარა ცხოველია და ხმაური აფრთხობს, არ არის სასურველი საოჯახო ტექნიკის ჩუქება. საუკეთესო საჩუქრად ჩაითვლება თბილი შალისგან დამზადებული სამოსის და ქუდების ჩუქება და რაც მთავარია, ყველა საჩუქარი უნდა იყოს ლამაზად გაფორმებული და შეფუთული.imageimage

მუდმივი კითხვა, რა ჩავიცვათ? იმის გამო, რომ ლურჯი, ცისფერი და მწვანე თხის წელიწადის ფერებია, უმჯობესია ამ ფერებში გამოეწყოთ. დიზაინს იმდენად არ აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც ფერს და რათქმაუნდა სამკაული უმჯობესია თუ იქნება ხისგან დამზადებული. მთავარი პრინციპი 2015 წელს არის ის, რომ კაბა თუ მაისური უნდა იყოს ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებული.imageimageimageმაკიაჟი და ვარცხნილობა:

imageimageimageimageimageimageimage


იმედია გაითვალისწინებთ რჩევებს...

გილოცავთ დამდეგ 2015 წელს! წარმატებების და წინსვლის წელიწადი ყოფილიყოს დამდეგი ლურჯი თხის წელიწადი!image

2
1818
6-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
1818
  
2014, 17 დეკემბერი, 11:12
მადლობა
2014, 16 დეკემბერი, 22:25
ძალიან კარგი სტატიაა :))
0 1 2