x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134392
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508463
ფილმი "მანდარინები" "ოქროს გლობუსზეა" ნომინირებული!

imageროგორც იქნა, 21-ე საუკუნის ქართულ კინოს წარმატებული დღეები დაუდგა და მთელი ისტორიის მანძილზე პირველად, ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ "ოქროს
გლობუსზე" წარადგინეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული კინო "ოქროს გლობუსის" ნომინანტია. პრესტიჟულ კინო-ფესტივალზე ქართულ-ესტონური
ფილმი ესტონურმა მხარემ წარადგინა. "ოქროს გლობუსის" საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე სულ 83 ფილმი იყო წარდგენილი, საიდანაც ხუთი საუკეთესო აირჩა. ეს დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა თავად რეჟისორისათვის და მთავარი როლის
შემსრულებლებისთვის - გიორგი ნაკაშიძისა და მიშა მესხისთვის. შემოქმედებითი ჯგუფი აღფრთოვანებასა და ემოციებს ვერ მალავს.

დაჯილდოება 2015 წლის 11 იანვარს გაიმართება და ამჯერად, გამარჯვების მოლოდინში მყოფ მაყურებელს საქართველოც შეუერთდება.

"ოქროს გლობუსის" დაჯილდოების პირველი ცერემონია 1944 წელს გაიმართა 20th Century Fox-ის სტუდიაში. ცერემონიის გამართვის ადგილი შემდგომში რამდენიმეჯერ შეიცვალა. 1950 წელს, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სპეციალური საპატიო პრიზი, რომლითაც ცნობილი მოღვაწეები ჯილდოვდებოდნენ კინო-ინდუსტრიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. პირველად, ის სესილ დემილს გადაეცა, რის შემდეგაც ეს პრიზი მის სახელს ატარებს.


1
58
5-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
58
  
2014, 12 დეკემბერი, 12:59
ცუდია რომ ესტონეთის სახელითაა წარდგენილი :))
0 1 1