x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რატომ აიკრძალა რუსეთში ჩვენი ბავშვობისდროინდელი ზღაპრები
ახლახანს მოვხვდი ერთ-ერთ საიტზე, სადაც გამოქვეყნებული იყო იმ საბავშვო ნაწარმოებების ნუსხა, რომელთა ბავშვებისთვის წაკითხვა რუსეთის ხელისუფლებამ აკრძალა. გაოცებული დავრჩი ამ სიაში ჩემი ბავშვობისდროინდელი, საყვარელი ზღაპრებიც რომ ვიხილე, თურმე არ უნდა წამეკითხა (?)... დავტოვებ ამ ყველაფერს უკომენტაროდ და უბრალოდ შემოგთავაზებთ ამ ნუსხაში შემავალ ზოგიერთ ზღაპარს:

მაშ ასე, 6 წლამდე ბავშვებისთვის დაუშვებელია შემდეგი ზღაპრების წაკითხვა:

1. "კალაბოკი" (რუსული ხალხური), მიზეზი: კალაბოკის მიმართ ძალადობა მელიის მიერ მისი შეჭმის სცენაში.


image



2. "ქოხი" ("Теремок") (რუსული ხალხური), მიზეზი: ქოხზე მელიის, მგლისა და დათვის თავდასხმის სცენა.


image
ზღაპრები, რომლებიც არ უნდა წაიკითხონ 12 წლამდე ბავშვებმა:

1. "მგელი და შვიდი ბეკეკა" (რუსული ხალხური), მიზეზი: მგლის სიკვდილის სცენა.


image

2. "ნამცეცა" (ჰ.კ. ანდერსენი), მიზეზი: თაგვის მიერ ნამცეცას იძულებითი დაკავება და იძულებითი ქირწილი.


image

3. "უკვდავი კოშეი" (რუსული ხალხური), მიზეზი: მარიას იძულებითი დაკავება კოშეის მიერ.


image


4. "სალთან მეფის ზღაპარი" (ა. პუშკინი), მიზეზი: დედოფლისა და გვიდონის იძულებითი ჩაკეტვა ქვევრში."


image


5. "მაშა და დათვი" (რუსული ხალხური), მიზეზი: მაშას იძულებითი ჩაკეტვა დათვის მიერ.


image


6. "თოვლის დედოფალი" (ჰ.კ. ანდერსენი), მიზეზი: თოვლის დედოფლის მიერ კაის იძულებითი დაკავება.


image


7. "ჩიპოლინო" (ჯ. როდარი), მიზეზი: დაცვის ძალადობრივი ქმედება ჩიპოლინოს ოჯახის მიმართ.


image

16 წლამდე ბავშვებს ეკრძალებათ შემდეგი ნაწარმოებების წაკითხვა:


1. "ჩექმებიანი კატა" (შ.პერო), მიზეზი: კატის მიერ ჯადოქრის მუხანათური სიკვდილის სცენა.


image


2. "წითელქუდა" (შ. პერო), მიზეზი: მგლის მკვლელობის სცენა.


image

საინტერესოა, 16 წლის შემდეგ რომელ "ბავშვს" გაუჩნდება "წითელქუდასა" და "ჩექმებიანი კატას" წაკითხვის სურვილი?..

რა ვიცი აბა, ჩვენ ყველანი ამ ზღპრებზე გავიზარდეთ და ასეთი ცუდი გავლენა გვეტყობა ვითომ?...


3
588
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
588
  
2014, 30 დეკემბერი, 20:57
:D ჩემი აზრით ყველა ქართული ზღაპარი უნიკალურიაა და განსაკუთრებული აზრი დევს და ზღაპრის წაკითხვის აკრძალვა ჩემი აზრით სრული სისულელეა:)
2014, 14 დეკემბერი, 13:56
სრულიად გეთანხმები. ძალიან რთულია ქართული ზღაპრები, ბევრს ვერ იგებენ ბავშვები, ასახსნელადაც ძნელია.
2014, 14 დეკემბერი, 12:05
ისე ზოგიერთ ქართულ ხალხურ ზღაპარს თვალს თუ გადაავლებ...აუცოლერბლად დაგებადება კითხვა..ეს ბავშვს როგორ უნდა წაუკითხო?
0 1 3